ხანის აკადემიის მწვრთნელი

ხანის აკადემიის დანერგვა სკოლებში

პოზიცია: მწვრთნელი

განაცხადის შევსების ბოლო დღე: 8 აპრილი 2018

 

თუ...

  • გსურთ, თქვენს გარშემო მასწავლებლები იყენებდნენ თანამედროვე ტექნოლოგიებს თავიანთ საქმიანობაში;

  • თავად იყენებთ ციფრულ საგანმანათლებლო რესურსებს სწავლებაში თუ თვითგანათლებისთვის;

  • გაქვთ უნარი, დაეხმაროთ სხვას ახალი უნარების განვითარებაში.

…მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვისაა!

 

აუცილებელია:

იყოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე:

  • სკოლის მასწავლებელი;

  • ყოფილი მასწავლებელი, რომელიც ამჟამად სკოლაში არ მუშაობს;

  • სტუდენტი, რომელიც მასწავლებლად მუშაობას აპირებს.

სასურველია (მაგრამ არა აუცილებელი):

  • იყოთ მათემატიკის, ან ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელი;

  • ცხოვრობდეთ ჩამოთვლილი ქალაქებიდან რომელიმეში: გორი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი.

 

მიზანი

Educare Georgia აგრძელებს ქართულენოვანი „ხანის აკადემიის“ დანერგვას სკოლებში. წინა წელს საპილოტე პროექტში ჩართული იყო 15 სკოლა. მიმდინარე სასწავლო წელს ვაგრძელებთ „ხანის აკადემიის“ დანერგვას ყველა დაინტერესებულ სკოლაში, რისთვისაც გვჭირდება მწვრთნელები.

რატომ „ხანის აკადემია“?

„ხანის აკადემია“ მასწავლებელს საშუალებას აძლევს:

  • სწრაფად მოძებნოს და აარჩიოს სასწავლო მასალა რამდენიმე ასეული თემიდან, ათასობით სასწავლო ვიდეოდან, ათი ათასობით სავარჯიშოდან და სტატიიდან;

  • სწრაფად და მარტივად მისცეს დავალება მოსწავლეებს;

  • დაზოგოს დრო – საიტი თავად შეასწორებს მოსწავლეების ნაშრომს;

  • თვალი ადევნოს თითოეული მოსწავლის პროგრესს;

  • იმუშაოს თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალურად – მისცეს კერძო დავალებები, რჩევები და ა.შ.;

  • გახადოს სწავლება უფრო ინტერაქტიული და სახალისო.

 

რა უნდა ვიცოდეთ „ხანის აკადემიაზე“?

  • ეს არის დამხმარე ინსტრუმენტი და მისი მიზანი არ არის მასწავლებლის ჩანაცვლება;

  • ხანის აკადემიის სავარჯიშოების მიზანია ვარჯიში და არა – ცოდნის შემოწმება;

  • საიტის შემქმნელების აზრით, მათემატიკის სწავლა შეუძლია ყველას;

  • ეს არის დამოუკიდებელ მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო საიტი, რომელიც დიფერენცირებული სწავლების საშუალებას გვაძლევს.

ამგვარად, ჩვენი მიზანია, მასწავლებლებს არა მხოლოდ ვასწავლოთ საიტის გამოყენება, არამედ დავანახოთ ის პედაგოგიკური მიდგომები და მსოფლმხედველობა, რომელზეც „ხანის აკადემია“ დგას.

მოვალეობები

  • სკოლასთან „ხანის აკადემიის“ დანერგვის შეთანხმება;

    • გვაქვს დაინტერესებული სკოლების სია, რომლებიც ელოდებიან მწვრთნელს მათ რეგიონში;

  • მასწავლებლისთვის საიტის გამოყენების სწავლება;

  • მასწავლებლისგან უკუკავშირის მიღება დანერგვის პროცესში.

პირობები და ანაზღაურება

  • მოქნილი გრაფიკი;

  • გამოსაცდელი ვადა – 45 დღე;

  • ერთ სკოლაში დანერგვის ანაზღაურება – 300 ლარი ხელზე;

    • ანაზღაურებას მიიღებთ გამოსაცდელ ვადაშიც;

    • თითოეულ სკოლას სავარაუდოდ შეხვდებით დაახლოებით 6-ჯერ. შესაძლებელია ზოგი ეტაპის გაერთიანება და ერთ შეხვედრაში ჩატარებაც.  ეტაპების მიმოხილვა იხილეთ აქ http://bit.ly/დანერგვის_ეტაპები_KA_V1 .

ვადა

მინიმუმ სასწავლო წლის ბოლომდე

განაცხადი

http://bit.ly/მწვრთნელის_ვაკანსია_2018

განაცხადის შევსების ბოლო ვადა – 8 აპრილი.

შერჩევის პროცესი 2-ეტაპიანია: განაცხადი და შემდეგ გასაუბრება.

რესურსები

ხანის აკადემიის ქართული ვერსია – www.ka.khanacademy.org

მასწავლებლის რესურსები – https://ka.khanacademy.org/coach/resources (საიტზე უნდა შესული იყოთ, რომ გახსნას)

დანერგვის ეტაპების მოკლე მიმოხილვა – http://bit.ly/დანერგვის_ეტაპები_KA_V1

მომზადების ეტაპის ვიდეომიმოხილვა.
თეორიული ნაწილი – http://bit.ly/theory_videos_KA_2018,
პრაქტიკული ნაწილი – http://bit.ly/practise_videos_KA_2018

საოპერაციო (და ადმინისტრაციული) მენეჯერი

 

ვინ ვართ ჩვენ

Educare Georgia არის საგანმანათლებლო ფონდი, რომლის მიზანიც არის, საქართველოს ნებისმიერი მაცხოვრებლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს მსოფლიო დონის განათლება ინტერნეტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით.

ჩვენი პროექტები:

  • ქართული Khan Academy და Youtube არხი.

  • Code.org და პროგრამირების კლუბები საჯარო სკოლებში

  • პროექტი „ჩართე“ (Charte.ge) – ინტერნეტი და კომპიუტერი სკოლის მოსწავლეებს, რომელთაც ამის საშუალება არ აქვს.

  • Duolingo.ge

  • და სხვა


ვეძებთ ადამიანს სრულ განაკვეთზე, რომელიც

*ქვემოთ დასახელებული არც ერთი მოთხოვნა არ არის დაწერილი „სიტყვის მასალისთვის“ :), ყველა პუნქტს დიდი ყურადღება ექცევა!

  • თვლის რომ მისი მთავარი თვისება არის დეტალების მიმართ ყურადღება და ყველაზე მოწესრიგებული და ორგანიზებულია სამეგობროში.

  • ენერგიულია და დაუღალვი

  • დამოუკიდებელია და რომელსაც სხვისი დახმარების გარეშე უკეთებია საორგანიზაციო/საოპერაციო საქმე.

  • კარგად სწავლობდა სკოლაში მათემატიკას და ვისთვისაც Excel ან Google Spreadsheet უცხო არ არის.

  • მუდმივად სწავლობს რაღაც ახალს

 

რაში დაგვეხმარებით

 

  • კომუნიკაცია პარტნიორ ორგანიზაციებთან, კონტრაქტები, დოკუმენტაცია, ანგარიშგება.

  • ადმინისტრაციული და ფინანსური დოკუმენტაციების მოწესრიგებული მართვა. მარტივი ფინანსური აღრიცხვიანობა, ხარჯებისა და პროცესების აღრიცხვა, გადარიცხვები.

  • მოხალისეების რეგიონალური ქსელის აწყობა და მართვა

  • საჯარო სკოლების ადმინისტრაციასთან ურთიერთობა

  • ბენეფიციარების იდენტიფიცირების სტრატეგიის შედგენა და მართვა

  • ბენეფიციარებისთვის ინტერნეტის ჩართვის ორგანიზება და კონტროლი

  • მასშტაბზე გასასვლელად საჭირო პროცესების სტანდარტიზაცია და ავტომატიზაცია.

  • საგანმანათლებლო ვიდეოების ატვირთვა

  • კომუნიკაცია მოხალისეებთან და მასწავლებლებთან

 


რას მიიღებთ

 

  • იმუშავებ  ისეთ პროექტებზე, რომლებიც ახალგაზრდებისათვის უფრო ხელმისაწვდომს ხდის ხარისხიან განათლებასა და ტექნოლოგიას.

  • ახალგაზრდების მოქნილ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას.

  • სივრცეს, რომელიც ოფისზე მეტია – შენ გექნება ადგილი, სადაც თვისუფალ დროს შეძლებ ისწავლო, წერო, მუსიკას მოუსმინო, იმუშაო.

  • ჩაერთვები საინტერესო იდეებისა და პროექტების განხილვაში.

  • კმაყოფილების შეგრძნებას, რომ კარგ საქმეს აკეთებ :)

  • გამოცდილებას.

  • ანაზღაურებას (მიუთითე შენი მოლოდინი აპლიკაციაში)

 

თუ გაინტერესებს, შეავსე ეს განაცხადი

განაცხადის შევსების ბოლო ვადა 31 იანვარი 2018.

შერჩევა 3-ეტაპიანია: 1) აპლიკაცია 2) გასაუბრება/დავალება 3) დავალების პრეზენტაცია.

ანაზღაურებადი გამოსაცდელი პერიოდი - 45 დღე

ფონდების მოძიების მენეჯერი

ჩვენ შესახებ

Educare Georgia არის საგანმანათლებლო ფონდი, რომლის მიზანია ინტერნეტის და  თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, მსოფლიო დონის განათლება საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისათვის ხელმისაწვდომი გახადოს.

ჩვენი პროექტები:

  • ქართული Khan Academy და Youtube არხი

  • Code.org და პროგრამირების კლუბები საჯარო სკოლებში

  • პროექტი “ჩართე” (Charte.ge) - ინტერნეტი და კომპიუტერი სკოლის მოსწავლეებს ვისაც ამის საშუალება არ აქვს.

  • Duolingo.ge


ვეძებთ მას

*ქვემოთ დასახელებული არც ერთი მოთხოვნა არ არის დაწერილი “სიტყვის მასალისთვის” :) ყველა პუნქტს დიდი ყურადღება ექცევა!

  • ვინც ძალიან კარგად წერს ინგლისურად

  • ვისაც ბევრი წერა უწევს ინგლისურად ( მაგალითად: სწავლისთვის ან ბევრი უცხოელი მეგობარი ჰყავს, ხშირი საქმიანი ურთიერთობა აქვს ან თუნდაც ბლოგი მიყავს)

  • ვინც ძალიან კარგად წერს ქართულად

  • ვისაც კრიტიკული აზროვნება უყვარს

  • ვისთვისაც დეტალების გათვალისწინება ცხოვრების ნაწილია.

  • ვინც თვლის რომ ძალიან კარგად აკეთებს პრეზენტაციებს, როგორც შინაარსობრივად ასევე ვიზუალურად.

  • ორგანიზებული და პასუხიმგებლიანია

ასევე:

  • ბევრს კითხულობს/უსმენს და მუდამ ახალს სწავლობს.

  • რამე მეორე პროფესიაც აქვს.

  • საქმეს დამოუკიდებლად ასრულებს.

 

რაში დაგვეხმარებით

  • ადგილობრივი და საერთაშორისო ფონდებიდან დაფინანსების/გრანტების მოძიება.

    • საერთაშორისო ფონდების მოძიება, რომლებიც შესაძლოა დაინტერესდნენ საქართველოში მუშაობით და ჩვენი პროექტებით.

    • მათი პროგრამების დეტალურად შესწავლაში.

    • მათთვის საგრანტო განაცხადების დაწერასა და წარდგენაში.

    • არსებულ დონორებთან მუდმივ კომუნიკაციაში, მიმოწერა, დოკუმენტაციის შექმნა და მართვაში.

 

რას მიიღებთ

  • მოქნილი გრაფიკი, სახლიდან მუშაობა შესაძლებელია.

  • იმუშავებ  ისეთ პროექტებზე, რომლებიც ახალგაზრდებისათვის უფრო ხელმისაწვდომს ხდის ხარისხიან განათლებას და ტექნოლოგიებს.

  • შემოიტანთ უცხოურ ვალუტას ქვეყანაში და ამით გაამყარებთ ლარს;)

  • მოქნილი, ახალგაზრდა გუნდი.

  • სივრცე, რომელიც ოფისზე მეტია – შენ გექნება ადგილი, სადაც შეძლებ ისწავლო, წერო, მუსიკას მოუსმინო, იმუშაო, სახლს დააღწიო თავი.

  • ჩაერთვები საინტერესო იდეების და პროექტების განხილვაში.

  • კმაყოფილების შეგრძნებას, რომ კარგ საქმეს აკეთებ :)

  • გამოცდილებას.

  • ანაზღაურებას (მიუთითეთ თქვენი მოლოდინი აპლიკაციაში) - და დამატებით, შედეგებზე დაფუძნებულ, ანაზღაურებას.

 

თუ გაინტერესებს, შეავსე: ეს განაცხადი

განაცხადის შევსების ბოლო ვადა 31 იანვარი 2018.

შერჩევა 3 ეტაპიანია: 1) აპლიკაცია 2) გასაუბრება/დავალება 3) დავალების პრეზენტაცია.

 

საცდელი ვადა 45 დღე

ხანის აკადემიის და code.org-ის პრეზენტაციები მოსწავლეებისთვის

პოზიცია: წარმდგენი

განაცხადის შევსების ბოლო დღე: 12 ნოემბერი 2017

Educare Georgia აგრძელებს ქართულენოვანი ხანის აკადემიისა და Code.org-ის პრეზენტაციებს სკოლებში. წინა წელს ჩატარებული პრეზენტაციებით 5 000-მდე მოსწავლემ გაიგო ამ საიტების შესახებ.

ჯამში, ყოველთვიურად 15 000-ზე მეტი ადამიანი იყენებს ხანის აკადემიას და 7 000-ზე მეტი code.org-ს.

ახალი პრეზენტაციების შედეგად უფრო მეტი ადამიანი გაიგებს ამ საიტების შესახებ და დაიწყებს მათ გამოყენებას.

თუ...

  • გსურს შენს ქალაქისა თუ სოფლის მოსწავლეებს ჰქონდეთ წვდომა ხარისხიან განათლებაზე.

  • იყენებ ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმებს.

  • გაქვს პრეზენტაციის ჩატარების უნარი.

…მაშინ საშენო საქმეა

პასუხისმგებლობა

ხანის აკადემიით და code.org-ით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიიღოს ხარისხიანი განათლება. მოსწავლეებისთვის ამ რესურსების საფუძვლიანი წარდგენა, გადამწყვეტია მათი სრული პოტენციალით გამოყენებისთვის. ვფიქრობთ, პასუხისმგებლობა მათ მიმართ საკმარისი მოტივაცია არის სამუშაოს გულისყურით და ხარისხიანად შესრულებისათვის!

მოვალეობები

  • სკოლებში პრეზენტაციების დაგეგმვა, სკოლასთან შეთანხმება და ჩატარება.

  • ანგარიშების მომზადება ჩატარებული პრეზენტაციების შესახებ.

  • თვეში მინიმუმ 6 პრეზენტაციის ჩატარება.

  • თბილისში 3-4 თვეში ერთხელ ჩამოსვლა საორგანიზაციო შეხვედრებზე.

პირობები და ანაზღაურება

  • მოქნილი გრაფიკი.

  • პრეზენტაციის ხანგრძლივობა – 1 საათამდე.

  • ერთი პრეზენტაციის ანაზღაურება – 35 ლარი ხელზე.

  • მობილური ინტერნეტი და მგზავრობის ანაზღაურება ერთ პრეზენტაციაზე – 5 ლარი.

  • გამოსაცდელი ვადა – 45 დღე.

    • გამოსაცდელ ვადაში თვეში მაქსიმუმ 12  პრეზენტაციის ჩატარება არის შესაძლებელი.

განაცხადი

https://goo.gl/forms/aUjwpbUzAGV308Fm2

განაცხადის შევსების ბოლო ვადა – 12 ნოემბერი.

შერჩევის პროცესი 3 ეტაპიანია.

  1. განაცხადი
  2. სადემონსტრაციო პრეზენტაციის ვიდეო
    1. დეტალები განაცხადის ბოლოში შეგიძლია ნახო. დროის მოგების მიზნით ვიდეო შეგიძლია განაცხადთან ერთად გამოგვიგზავნო. სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი 
  3.  გასაუბრება

რესურსები

ხანის აკადემიის ქართული ვერსია: ka.khanacademy.org

Code.org  – ის ოფიციალური ქართული ვერსია: code.org/lang/ka

დეტალები

უპირატესობა მიენიჭებათ მათ, ვინც

  1. ცხოვრობს რუსთავში, გორში, ხაშურში, ფოტში, ან თბილისში (ისანი-სამგორი) 
    1. ან შეუძლია მაქედან რომელიმე ადგილას პრეზენტაციების ჩატარება
  2. შეძლებს მოაგვაროს ტექნიკისა და კავშირის საკითხები დამოუკიდებლად.
    1. ანუ ექნება სმარტფონი და/ან ფოტოაპარატი ხარისხიანი ფოტოების და მოკლე ვიდეოების გადაღებისთვის. ლეპტოპი და სტაბილური წვდომა ინტერნეტთან.

Charte.ge - პროექტის მენეჯერი

პროექტი “ჩართე”

Charte.ge არის სოციალური სტარტაპი - Crowdfunding პლატფორმა სადაც ნებისმიერს შეუძლია დაუფინანსოს ყოველთვიური ინტერნეტის გადასახადი ან გადასცეს კომპიუტერი, 7-12 კლასის მოსწავლეებს, რომლებსაც ამის საშუალება არა აქვთ.

პროექტი დაიწყო წეროვანის და წილკანის იძულებით გადაადგილებულთა დასახლებით. საქართველოში 100 000-მდე ასეთი ბავშვია.  

 

ვინ ვართ

პროექტის ინიციატორი არის Educare Georgia – საგანმანათლებლო ფონდი, რომლის მიზანია ინტერნეტის და  თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, მსოფლიო დონის განათლება ხელმისაწვდომი გახადოს საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისთვის.

ჩვენი პროექტებია:

 

ვეძებთ მას

*ქვემოთ დასახელებული არც ერთი მოთხოვნა არ არის დაწერილი “სიტყვის მასალისთვის” :) ყველა პუნქტს დიდი ყურადღება ექცევა!

  • ვისაც აინტერესებს ტექ. მეწარმეობა (Tech Entrepreneurship), სოციალური მეწარმეობა (Social Entrepreneurship)
  • ვინც ბევრს კითხულობს, უყურებს და უსმენს იმაზე თუ როგორ მუშაობენ სტარტაპები (Lean?!) ან მზად არის რომ ჩაეძიოს.
  • ვინც ტექნოლოგიებთან მეგობრობს და ინოვაციის მეშვეობით პრობლემის გადაჭრის იდეები ღამე არ აძინებს.
  • ვისაც უნდა რომ კარგი საქმე აკეთოს, ისწავლოს და გამოცდილება მიიღოს.

 

ასევე:

  • ბევრს კითხულობს და მუდამ ახალს სწავლობს.

  • არასოდეს ეზარება და აქვს პასუხიმგებლობის გრძნობა.

  • კარგად იცის: ინგლისური და ქართული – წერა, კითხვა, საუბარი, მოსმენა.

  • თანამედროვე ტექნოლოგიებში კარად არის გათვითცნობიერებული (ეგრეთ წოდებული Tech Savvy).

  • საქმეს დამოუკიდებლად ასრულებს.

 

რას მიიღებ

  • იმუშავებ  ისეთ პროექტებზე, რომლებიც ახალგაზრდებისათვის უფრო ხელმისაწვდომს ხდის ხარისხიან განათლებას და ტექნოლოგიებს.

  • მცირე, მოქნილი, ახალგაზრდა გუნდი.

  • სივრცე, რომელიც ოფისზე მეტია – შენ გექნება ადგილი, სადაც შეძლებ ისწავლო, წერო, მუსიკას მოუსმინო, იმუშაო, სახლს დააღწიო თავი.

  • ჩაერთვები საინტერესო იდეების და პროექტების განხილვაში.

  • კმაყოფილების შეგრძნებას, რომ კარგ საქმეს აკეთებ :)

  • გამოცდილებას.

  • ანაზღაურებას – 400 ლარს დასაწყისისთვის. (შედეგებთან ერთად გაიზრდება)

  • გზის, მობილურის და ინტერნეტის ხარჯების ანაზღაურებას.

 

თუ გაინტერესებს, შეავსე ეს განაცხადი

განაცხადის შევსების ბოლო ვადა 3 ოქტომბერი 2017.

შერჩევა 3 ეტაპიანია: 1) აპლიკაცია 2) გასაუბრება/დავალება 3) დავალების პრეზენტაცია.

საცდელი ვადა 45 დღე

მოხალისე-პროგრამისტის ვაკანსია

განაცხადის შევსების ბოლო ვადა – 9 ივნისი 2017.

თუ გაინტერესებს, შეავსე განაცხადი:
https://goo.gl/forms/eF4v6iH9LkTRUz2f1

ვინ ვართ

Educare Georgia არის საგანმანათლებლო ფონდი, რომლის მიზანია ინტერნეტის და  თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, მსოფლიო დონის განათლება საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისათვის ხელმისაწვდომი გახადოს.

მონაწილეობას მიიღებთ შემდეგ პროექტებში:

ვეძებთ

ვისაც უნდა, რომ კარგი საქმე გააკეთოს, ისწავლოს და გამოცდილება მიიღოს საგანმანათლებლო (და არა მარტო) ტექნოლოგიების სფეროში.

და ასევე:

  • გამოცდილება აქვს (ან შეძლებს):

    • ქრომის გაფართოებების შექმნის

    • გუგლის დოკუმენტებისთვის add-on-ების შექმნის

    • API-ებთან მუშაობის

  • ასე თუ ისე იცნობს Chrome OS-ს (ან/და Linux-ს)

  • ერკვევა ღია კოდის ლიცენზიაში და შეუძლია კოდის საჯაროდ განთავსება

 

რას მიიღებ

  • იმუშავებ ისეთ პროექტებზე, რომლებიც ზრდის ხელმისაწვდომობას ხარისხიან განათლებაზე

  • მცირე, მოქნილი, ახალგაზრდა გუნდი

  • სივრცე, რომელიც ოფისზე მეტია – გექნება ადგილი, სადაც შეძლებ ისწავლო, წერო, მუსიკას მოუსმინო, იმუშაო, სახლს დააღწიო თავი

  • იმუშავებ საიდინაც გინდა

  • ჩაერთვები საინტერესო იდეების და პროექტების განხილვაში

  • კარიერული footprint – ჩვენ Non Profit ვართ და ასეთ ორგანიზაციებში მოხალისედ მუშაობას ბევრი კომპანია, კანდიდატის უპირატესობად თვლის

  • გზის ფულს, ტელეფონს და მობილურ ინტერნეტს დაგიფინანსებთ

  • მომავალი თანამშრომლობა – ამ სტაჟირების მიზანია გუნდის ახალი წევრის პოვნაა, რის შემდეგაც ანაზღაურება შეგვიძლია განვიხილოთ

თანამშრომლობის პროცესში შექმნილი გაფართოებები, add-on-ები (თუ რაც იქნება) უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი ყველასთვის (მცირე გამონაკლისების გარდა) და კოდიც ღია ლიცენზიით იქნება.

 

შერჩევა 3 ეტაპიანია: 1) აპლიკაცია 2) გასაუბრება 3) დავალება

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ Facebook- ზე

Educare Georgia ეძებს ინტერნს (სტაჟიორს)

 

ვინ ვართ

 

Educare Georgia არის საგანმანათლებლო ფონდი, რომლის მიზანია ინტერნეტის და  თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, მსოფლიო დონის განათლება საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისათვის ხელმისაწვდომი გახადოს.

მონაწილეობას მიიღებთ შემდეგ პროექტებში:

    • ქართული Khan Academy და Youtube არხი

    • Code.org და პროგრამირების კლუბები საჯარო სკოლებში

    • პროექტი “ჩართე” - ინტერნეტი და მეორადი კომპიუტერი წეროვანის დევნილთა დასახლების სკოლის მოსწავლეებს.

 

ვეძებთ

 

ვისაც ახალი დამთავრებული აქვს უნივერსიტეტი ან სწავლობს ბოლო კურსზე, აქვს დრო, უნდა რომ კარგი საქმე გააკეთოს, ისწავლოს და გამოცდილება მიიღოს.

და ასევე არის:

ენერგიული და პასუხისმგებლიანი (ბანალურია თითქოს, მაგრამ მართლა გვჭირდება ასეთი ხალხი:)

კარგად იცოდეს: ქართული და ინგლისური - წერა, კითხვა, საუბარი

თანამედროვე ტექნოლოგიებში კარგად იყოს გათვითცნობიერებული (ეგრეთ წოდებული Tech Savvy) და უყვარდეს ახლის სწავლა

საქმეს დამოუკიდებლად ასრულებდეს


რას მიიღებ

 

  • იმუშავებ  ისეთ პროექტებზე, რომლებიც ზრდის ხარისხიან განათლებაზე და ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობას ახალგაზრდებისთვის.

  • მცირე, მოქნილი, ახალგაზრდა გუნდი

  • სივრცე, რომელიც ოფისზე მეტია - შენ გექნება ადგილი, სადაც შეძლებ ისწავლო, წერო, მუსიკას მოუსმინო, იმუშაო, სახლს დააღწიო თავი

  • მეტ-ნაკლებად მოქნილი გრაფიკი

  • ჩაერთვები საინტერესო იდეების და პროექტების განხილვაში.

  • კარიერული footprint - ჩვენ Non Profit ვართ და ასეთ ორგანიზაციებში მოხალისედ მუშაობას ბევრი კომპანია, კანდიდატის უპირატესობად თვლის.

  • გზის ფულს, ტელეფონს და მობილურ ინტერნეტს დაგიფინანსებთ.

  • მომავალი თანამშრომლობა - ამ სტაჟირების მიზანი გუნდის ახალი წევრის პოვნაა, რის შემდეგაც ანაზღაურება შეგვიძლია განვიხილოთ.

 

თუ გაინტერესებს, შეავსე განაცხადი:

https://goo.gl/forms/ursMO5NAEyADmkP23

 

განაცხადის შევსების ბოლო ვადა 20 აპრილი 2017.

შერჩევა 3 ეტაპიანია: 1) აპლიკაცია 2) გასაუბრება/დავალება 3) პრეზენტაცია

ხანის აკადემის გაკვეთილების შემქმნელი – უვადო ვაკანსია

ვაკანსია უვადოა, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ განაცხადის შევსება. თუ მოგვეწონება თქვენი ვიდეო დაგიკავშირდებით.

მოთხოვნები  – ვეძებთ მათ, ვინც:

  • კარგად იცის აპლიკაციაში მითითებული ერთ-ერთი საგანი მაინც

  • კარგად იცის ქართული და ინგლისური

  • აქვს ქართულად მეტყველების კარგი უნარი

  • შეძლებს, არა უბრალოდ თვიდან შექმნას ვიდეო, არამედ კარგად გადმოსცეს გაკვეთილის შინაარსი:

    • შეუძლია გახადოს გაკვეთილი საინტერესო მოსწავლეებისთვის.

    • შეძლებს ენერგიულად და ენთუზიაზმით თემის ახსნას.

    • გააკეთებს სწორ აქცენტებს და გამოირჩევა ჩართულობით.

დამხმარე მასალა თუ როგორ გაახმოვანოთ იხილეთ აქ

 

პასუხისმგებლობა

  • თქვენ მიერ შექმნილ საგანმანათლებლო მასალას ათიათასობით ადამიანი გამოიყენებს – სკოლამდელი, სკოლის მოსწავლე, აბიტურიენტი, სტუდენტი, მასწავლებელი, სპეციალური საჭიროებების მქონე, ყველა ვისაც სწავლა სურს. ვფიქრობთ პასუხისმგებლობა ამ ადამიანების მიმართ საკმარისი მოტივაციაა სამუშაოს გულისყურით და ხარისხიანად შესრულებისათვის!

 

პირობები/ანაზღაურება

  • მოქნილი გრაფიკი

  • ანაზღაურება

    • გთხოვთ მიუთითოთ თქვენი პირობა განაცხადში, შესაბამის ველში

    • მიუთითეთ:

      • მხოლოდ გახმოვანება (ხმის ჩაწერა დუბლირებისთვის). 1 საათის ღირებულება, ან/და

      • ვიდეოს თავიდან ჩაწერა. 1 საათის ღირებულება

        • მონტაჟი და ხმის დამუშავება (ეს პუნქტი სავალდებულო არ არის)

 

გთხოვთ შეავსოთ განაცხადი აქ

რაიმე კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ Facebook- ზე

Educare Georgia-ს სოც. მედია მარკეტერი

პოზიცია: Educare Georgia-ს სოც. მედია მარკეტერი

 

მოვალეობები

  • მედია სტრაეტეგიის ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება

  • ფონდის პროექტების Fb გვერდების მართვა - პოსტების მომზადება: ქოფირაითი+ბანერები

  • ფონდის ოფიციალური ელ.ფოსტის მართვა

  • საინფორმაციო წერილებისა და ანგარიშების მომზადება

  • ფონდის ბლოგის წაყვანა/მართვა

  • ინფოგრაფიკის აწყობა (ხანდახან)

  • ბეჭდვით მასალაზე მუშაობა (ხანდახან-Photoshop basics etc.)

  • პრეს რელიზების დაწერა

  • ინტერვიუების მიცემა (ხანდახან)

  • ამ ყველაფრის შედეგების გაზომვა/ანალიტიკა

 

პირობები/ანაზღაურება

  • თავისუფალი გრაფიკი

  • დისტანციურად მუშაობა ნებისმიერი ადგილიდან

  • კვირაში ერთხელ მაინც შეხვედრები გუნდთან

  • ანაზღაურება: დარიცხული 625 ლარი თვეში

 

განაცხადი

განაცხადის შევსების ბოლო ვადა 5 ოქტომბერი 2016.

შერჩევის პროცესი 2 ეტაპიანია: (აპლიკაცია/დავალება და გასაუბრება)

Khan Academy-ის გაკვეთილების გამხმოვანებელი

პოზიცია: Khan Academy-ს ვიდეოგაკვეთილების გამხმოვანებელი

 

მოთხოვნები  – ვეძებთ მათ, ვინც:

  • ძალიან კარგად იცის მათემატიკა (მათემატიკის, ფიზიკისა და კომპ. მეცნიერების ბაკალავრებს/მაგისტრებს მიენიჭებათ უპირატესობა).

  • ძალიან კარგად იცის ქართული და ინგლისური.

  • აქვს ქართულად მეტყველების კარგი უნარი.

  • შეძლებს, არა უბრალოდ ხმა დაადოს ვიდეოს, არამედ კარგად გადმოსცეს გაკვეთილის შინაარსი:

    • შეუძლია გახადოს გაკვეთილი კიდევ უფრო საინტერესო და მეტი ჩართულობა გამოიწვიოს მოსწავლეებში.

    • შეძლებს ენერგიულად და ენთუზიაზმით გახმოვანებას.

    • გააკეთებს სწორ აქცენტებს და გამოირჩევა ჩართულობით.

 

პასუხისმგებლობა

  • თქვენ მიერ გახმოვანებული საგანმანათლებლო მასალას ათიათასობით ადამიანი გამოიყენებს – სკოლამდენი, სკოლის მოსწავლე, აბიტურიენტი, სტუდენტი, მასწავლებელი, სპეციალური საჭიროებების მქონე, ყველა ვისაც სწავლა სურს. ვფიქრობთ პასუხისმგებლობა ამ ადამიანების მიმართ საკმარისი მოტივაცია არის სამუშაოს გულისყურით და ხარისხიანად შესრულებისათვის!

 

პირობები/ანაზღაურება

  • მოქნილი გრაფიკი

  • ანაზღაურება:

გთხოვთ მიუთითოთ თქვენი პირობა განაცხადში, შესაბამის ველში: https://docs.google.com/forms/d/1Wa_N_KAvKnFj2dOp62td5ZcWs62twse3M3ni23l6tD4/edit?uiv=0

მიუთითეთ

1. მხოლოდ გახმოვანება (ხმის დადება): მიუთითეთ 1 საათი-ის ღირებულება

2. გახმოვანება, მონტაჟი და ხმის დამუშავება: მიუთითეთ 1 საათი-ის ღირებულება (ეს პუნქტი სავალდებულო არ არის)

 

განაცხადი

  • გთხოვთ შეავსოთ განაცხადი: https://docs.google.com/forms/d/1Wa_N_KAvKnFj2dOp62td5ZcWs62twse3M3ni23l6tD4/edit?uiv=0

  • გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენ მიერ გახმოვანებული რომელიმე ვიდეო (განაცხადის შესაბამის ველში შეგიძლიათ მიუთითოთ ბმული)

  • გთხოვთ საცდელად გაახმოვანოთ ეს ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=rK4sXm_MPWo

  • გახმოვანება შეგიძლიათ არაპროფესიონალური აპარატურითაც. თუნდაც სახლის პირობებში, უბრალო მიკროფონით (ლეპტოპზე ან ტელეფონზე). თქვენს მიერ გახმოვანებული გაკვეთილის ბმული გთხოვთ ჩასვათ განაცხადის შესაბამის ველში. თუ მხოლოდ ხმოვან ფაილს მოამზადებთ გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე rbadalyan@educaregeorgia.com

  • განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 27 ივნისი.

Khan Academy-ის და Code.org-ის ტრენერები საქართველოს ქალაქებში.

პოზიცია: Khan Academy-ის და Code.org-ის ტრენერი

Educare Georgia იწყებს ქართულენოვანი Khan Academy-ისა და Code.org-ის პრეზენტაციებს და ტრენინგებს სკოლებში საქართველოს მასშტაბით!

 

მოთხოვნები  – ვეძებთ:

  • ვისაც სურს თავისი ქალაქისა თუ სოფლის მოსწავლეებს ჰქონდეთ წვდომა ხარისხიან განათლებაზე.

  • ვინც ცხოვრობს შემდეგ ქალაქებში: რუსთავი, თელავი, გორი, ბორჯომი, ქუთაისი, ოზურგეთი, ზუგდიდი, ბათუმი (განაცხადის შემოტანა შესაძლებელია ასევე რეგიონის სხვა ქალაქებიდან)

  • კარგად იცნობს და აქტიურად იყენებს ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმებს (Khan Academy, Coursera, Edx, Udemy, Codecademy, Duolingo ან სხვა)

  • აქვს პრეზენტაციის/ტრენინგის ჩატარების კარგი უნარი

  • აქვს პრეზენტაციების მომზადების კარგი უნარი

  • აქვს ტრენინგის ჩატარების გამოცდილება

  • ფლობს ინგლისურს მაღალ დონეზე

  • უპირატესობა მიენიჭებათ მათ, ვინც შეძლებს მოაგვაროს ტექნიკისა და კავშირის საკითხები დამოუკიდებლად (ანუ, ექნება სმარტფონი და/ან ფოტოაპარატი ხარისხიანი ფოტოების და მოკლე ვიდეო მასალის გადაღებისთვის, ლეპტოპი და სტაბილური წვდომა ინტერნეტთან)

 

პასუხისმგებლობა

  • აღნიშნული საგანმანათლებლო პლატფორმები ათიათასობით ადამიანს მისცემს საშუალებას მიიღოს ხარისხიანი განათლება, იქნება ეს სკოლამდელი, სკოლის მოსწავლე, აბიტურიენტი, სტუდენტი, მასწავლებელი თუ სპეციალური საჭიროებების მქონე პირი – ყველა, ვისაც სწავლა სურს, შეძლებს, ისწავლოს. პლატფორმების საფუძვლიანი შესწავლა და მათი სიღრმისეულად წარდგენა მოსწავლესა და მასწავლებლებისათვის გადამწყვეტია მათი სრული პოტენციალით გამოყენებისათვის. ვფიქრობთ, პასუხისმგებლობა ამ ადამიანების მიმართ საკმარისი მოტივაცია არის სამუშაოს გულისყურით და ხარისხიანად შესრულებისათვის!

მოვალეობები

  • თქვენ გარშემო მდებარე ქალაქებისა და სოფლების სკოლებში პრეზენტაციების დაგეგმვა, სკოლებთან შეთანხმება და ადგილზე ჩატარება.

  • თვეში მინიმუმ 8 ტრენინგის ჩატარება.

  • ანგარიშების მომზადება ჩატარებული ტრენინგების შესახებ (ანგარიში დამსწრეთა შესახებ, მინიმუმ 5 ფოტო ტრენგიდან, 3 წუთიანი ვიდეო ჩანაწერი დ.ა.შ)

  • თბილისში 3-4 თვეში ერთხელ ჩამოსვლა.

 

მოტივაცია/ხელფასი

  • მოქნილი გრაფიკი

  • თვეში მინიმუმ 10 პრეზეტნაცია;

  • პრეზეტნაციის ხანგრძლივობა – 1-2 საათი

  • ერთი პრეზენტაციის ანაზღაურება 40 ლარი ხელზე. (10 პრეზენტაციის შემთხვევაში 400 ლარი ხელზე)

  • მობილური ინტერნეტი და მგზავრობის ანაზღაურება თვეში 50 ლარი (10 პრეზენტაციაზე)

  • გამოსაცდელი ვადა 45 დღე. გამოსაცდელ ვადაში თვეში მაქსიმუმ 12 პრეზენტაციის ჩატარება არის შესაძლებელი.

განაცხადი

 

განაცხადის შევსების ბოლო ვადა 27 მაისი. შერჩევის პროცესი 2 ეტაპიანია:

1. აპლიკაციის განხილვა

2. პრეზენტაცია (კანდიდატი ამზადებს პრეზენტაციას Khan Academy-ზე და წარადგენს პირადად ან skype-ით)

 

რესურსები:

Khan Academy-ის ქართული ვერსია: www.ka.khanacademy.org

Khan Academy Kartuli  – ოფიციალური ქართული Youtube არხი: goo.gl/jYk2h0

Code.org  – ის ოფიციალური ქართული ვერსია: https://code.org/lang/ka

 

EDUCARE GEORGIA-ს ვაკანსია. ვთარგმნოთ KHAN ACADEMY ერთად!

18 აპრილი 2016

პოზიცია: Khan Academy-ს მთარგმნელი

 

მოთხოვნები - ვეძებთ მათ, ვინც:

  • ძალიან კარგად იცის მათემატიკა (სასკოლო პროგრამა 12 კლასამდე. მათემატიკის, ფიზიკისა და კომპ. მეცნნიერების ბაკალავრებს მიენიჭებათ უპირატესობა).

  • ძალიან კარგად იცის ინგლისური.

  • ძალიან კარგად იცის ქართული.

  • ძალიან კარგად შეუძლია ინგლისურიდან თარგმნოს ქართულად

  • ვისაც სურს რომ ჩვენს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს წვდომა ხარისხიან განათლებაზე.

პასუხისმგებლობა

  • თქვენს მიერ ნათარგმნ საგანმანათლებლო მასალას ათიათასობით ადამიანი გამოიყენებს – სკოლამდელი, სკოლის მოსწავლე, აბიტურიენტი, სტუდენტი, მასწავლებელი, სპეციალური საჭიროებების მქონე, ყველა ვისაც სწავლა სურს.  ვფიქრობთ პასუხისმგებლობა ამ ადამიანების მიმართ საკმარისი მოტივაცია არის სამუშაოს გულისყურით და ხარისხიანად შესრულებისათვის!

მოტივაცია/ხელფასი

  • მოქნილი გრაფიკი

  • ანაზღაურება: თარგმნის წინასწარ შეთანხმებულ ნორმაზე განისაზღვრება ანაზღაურება. ერთი ნორმის ანაზღაურება არის 490 ლარი (ხელზე). თვეში შესასრულებელი ნორმების რაოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, მთარგმნელის დროისა და თარგმნის ხარისხის გათვალისწინებით.

განაცხადი

განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 30 აპრილი. შერჩევის პროცესი 2 ეტაპიანია: (აპლიკაცია და საცდელი თარგმნა)

ვთარგმნოთ KHAN ACADEMY, ერთად!

განაცხადების შემოტანა დასრულებულია !!!

13 იანვარი 2015 - ვაკანსია 2

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი, უფასო, საგანმანათლებლო რესურსი Khanacademy.org, შეგიძლია ქართულ ენაზე, ხელმისაწვდომი გახადო ყველასათვის!

ფონდის შესახებ

Educare Georgia არის საგანმანათლებლო ფონდი, რომლის მიზანია ინტერნეტის და  თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, მსოფლიო დონის განათლება საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისათვის ხელმისაწვდომი გახადოს. ფონდის ერთ ერთი მიმართულება არის ენის ბარიერის შემცირება, რომლის ფარგლებშიც დავიწყეთ პროექტი Khan Academy-ს თარგმნა ქართულ ენაზე.

პოზიცია: მე ვთარგმნი Khan Academy-ს

Khan Academy (KA) არის ღია საგანმანათლებლო რესურსი. მისი გამოყენება ყველას შეუძლია, ინდივიდულურად თუ ჯგუფურად (მაგ. სკოლაში). საიტზე არის ბევრი ვიდეო გაკვეთილი სხვადასხვა თემაზე; დაწყებული მათემატიკით და დამთვარებული ისტორიით. (დამატებითი ინფორმაცია KA-ს შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ  ამ ბლოგში და იხილოთ  ამ ვიდეო მიმოხილვაში).

ჩვენი ფონდის, ერთ-ერთი მიზანია, Khan Academy-ს გადმოქართულება. ვიდეოების დუბლირება (გახმოვანება) და საიტის თარგმნა. ასევე ამ რესურსის ცნობადობის გაზრდა და გამოყენების სწავლება (მათშორის ტრენინგების ჩატარებით პედაგოგებისთვის).

მიუხედავად იმისა რომ 700-სზე მეტი ვიდეოა თარგმნილი ქართულ ენაზე, წინ კიდევ ბევრი სამუშაოა. ამიტომ ამ ეტაპზე ჩვენი ამოცანაა ვიდეოების თარგმნის პროცესს სისტემური სახე მივცეთ. ამისთვის ვაცხადებთ ამ ვაკანსიას. რათა ვიპოვოთ ადამიანები:

  • ვისაც სჯერა რომ განათლება სიღარიბის დაძლევის და ქვეყნის განვითარების მთავარი იარაღია.

  • ვისაც სურს ყველა ქართველს ჰქონდეს წვდომა ხარისხიან განათლებაზე

  • ვისაც შეუძლია და აქვს სურვილი ხელი შეუწყოს Khan Academy-ს თარგმნას

მოვალეობები

  • გარკვეული პერიოდულობით თარგმნით 150 წუთის ხანგრძლივობის ვიდეოებს * მინიშნება: ქვემოთ (მოტივაციაში) აღნიშნული ანაზღაურების სრულ პაკეტს მიიღებთ ყოველი 150 წუთის თარგმნის შემდეგ, იქნება ეს კვირაში, თვეში თუ ორ თვეში ერთხელ. ის, ვინც ჩვენთან სისტემატურად ითანამშრომლებს და ყოველ თვე, რეგულარულად, თარგმნის მინიმუმ 150 წუთის ხანგრძლივობის ვიდეოებს, მიიღებს დამატებით ბონუსებს.

  • თარგმნით შინაარსის ზუსტად გადმოცემითა და ქართული ენის ნორმების დაცვით

  • სუბტიტრებს ქმნით KA-ს სტანდარტების დაცვით ( იხილეთ აქ მე-3 პუნქტი)

ანგარიშვალდებულება

  • (პირველ რიგში) საკუთარ თავთან

  • ადამიანებთან, ვინც ისწავლის თქვენ მიერ ნათარგმნი ვიდეოთი

  • ფონდის დონორებთან და მხარდამჭერებთან

უნარ-ჩვევები და ცოდნა

  • საკმარისი კომპეტენცია ინგლისური ენიდან ქართულ ენაზე ხარისხიანად თარგმნისთვის

  • თანამშრომლობის უნარი

  • კომპიუტერის გამოყენების ბაზისური უნარები

მოტივაცია

  • იმუშავეთ საიდანაც გნებავთ (სახლიდან, ქუჩიდან, კაფედან, დ.ა.შ)

  • მობილურის ულიმიტო პაკეტი - ზარები, სმს-ები, ინტერნეტი

  • ყოველთვიური ამანათი სტუდენტებისათვის pijonbox.com ყოველ თვე სხვადასხვა საინტერესო და მოულოდნელი საჩუქრებით: pijonbox.com/reviews

  • აუდიო წიგნების ყოველთვიური გამოწერა - audible.com

(audible.com  არის აუდიო წიგნების ყველაზე დიდი არჩევანი. მოუსმენთ წიგნებს ტელეფონში (ყურსასმენით) ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადგილას. (მოსასმენად ინტერნეტი არ გჭირდებათ)

განაცხადი

გთხოვთ გამოგვიგზავნოთ:

  1. თქვენი CV.

  2. სამოტივაციო მეილი - რატომ გსურთ ჩვენი გუნდის წევრობა.
  3. რაიმე ტექსტი ან ვიდეო თუ გაქვთ ნათარგმნი (ორიგინალიც გამოგვიგზავნეთ). 

  4. თავდაჯერებულებს გთხოვთ დარეგისტრირდეთ amara.org - ზე

განაცხადში მიუთითეთ თუ გაქვთ შემდეგი გამოცდილება:

  • მეცნიერული (მათ შორის სოციალური თუ ჰუმანიტარული) ტექსტების თარგმნის გამოცდილება

  • ვიდეოების თარგმნის და სუბტიტრების შექმნის გამოცდილება

შეგიძლიათ ეხლავე სცადოთ Khan Academy-ს რომელიმე ვიდეოს თარგმნა. ამაში, ამ დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია დაგეხმარებათ

განაცხადების მიღების ბოლო ვადა 30 იანვარი 2015. შერჩევის პროცესი 2 ეტაპიანია

 

საკონტაქტო:

rbadalyan@educaregeorgia.com

https://www.facebook.com/educaregeorgia

პოზიცია: HELP CENTER მენეჯერი და სოციალური მედია მეჯერი

განაცხადების შემოტანა დასრულებულია !!!

19 ნოემბერი 2014 - ვაკანსია 1

პოზიცია: HELP CENTER მენეჯერი და სოციალური მედია მეჯერი

ინტერნეტის განვითარებამ თანამედროვე მსოფლიოში, ახალგაზრდებს  მისცა საშუალება,  მიიღონ წვდომა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში არსებულ, განათლებასთან, ცოდნასა და გამოცდილებასთან.

Educare Georgia არის საგანმანათლებლო ფონდი, რომლის მიზანია, გავაცნოთ ქართველ ახალგაზრდებს ყველა იმ რესურსის და ონლაინ პლატფორმის შესახებ, რომლებზეც შესაძლებელია საერთაშორისო დონის განათლების მიღება და მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ლექციების მოსმენა.

ფონდი ასევე ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს ახალგაზრდებს (დისტანციური) განათლების მიღებაში მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში: Stanford, Harvard, Berkeley, Сolumbia, MIT, Princeton, Hec და სხვა. ჩვენ ვაფინანსებთ ონლაინ კურსებს, ისეთ ვებ-გვერდებზე, როგორიც არის: Coursera.com; Edx.org; Novoed.com; Udacity.com; Udemy.com დ.ა.შ

ჩვენი გუნდის წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ:

-         ვისაც სჯერა რომ განათლება სიღარიბის დაძლევის და ქვეყნის განვითარების მთავარი იარაღია.

-         ვისაც თავად სურს მიიღოს განათლება და აქვს სურვილი, დაეხმაროს სხვას მსოფლიო დონის განათლების მიღებაში.

-         ვინც უარს ამბობს მოკლევადიან გადაწყვეტილებასა და ხედვაზე, გრძელვადიანის სასიკეთოდ.

 მოვალეობები: 

·         მუდმივად ახალი, საინტერესო ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმების მოძიება.

·         განათლების მიღების მსურველთა დახმარება და მათთვის შესაბამისი პლატფორმების და კურსების მოძიებაში ხელშეწყობა.

·         ონლაინ პლატფორმების და კონკრეტული კურსების მუშაობის სპეციფიკის ახსნა მსურველთათვის და მათი “User Interface”-ში გარკვევა.

·         მიღებული განაცხადების დამუშავება და დაფინანსების მსურველებთან კომუნიკაცია.

·         დაფინანსების მსურველების კითხვებზე დაკვალიანება და ინფორმაციის გაცემა.

·         სოციალური მედიის გვერდის მართვა. 

ანგარიშვალდებულება:

·         საკუთარ თავთან

·         ყველა ადამიანთან ვინც მოგვმართავს განათლების მიღების სურვილით

·         ფონდის დონორებთან და მხარდამჭერებთან

შეზღუდვები:

·         მიუღებელია კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა.

·         ტელეფონის გათიშვა.

·         დაინტერესებული პირების უპასუხოდ დატოვება.

აუცილებელი ცოდნა/გამოცდილება:

·         ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმების (როგორც არის KhanAcademy.com, Coursera.com, Edx.org, Amara.org  და სხვა) კარგი ცოდნა და user interface-ში გათვითცნობიერებულობა.

·         გამოცდილება ანალოგიურ პლატფორმებზე კურსების გავლის.

·         ქართული და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (კითხვა და წერა).

·         Microsoft Office, განსაკუთრებით Power Point და ინტერნეტში ძებნის გამაოგნებელი უნარი. 

უნარ-ჩვევები:

·         ონლაინ პლატფორმების და ონლაინ პროდუქტების სწრაფად ათვისების უნარი (wufoo.com, google docs, google drive, dropbox, squarespace.com დ.ა.შ)

·         სწავლის მსურველთათვის დახმარების სურვილი

·         პსუხისმგებლობის გრძნობა

·         კომუნიკაციის კარგი უნარი (წერილობითი და ვერბალური)

 მოტივაცია/ანაზღაურება:

  • მობილურის ულიმიტო პაკეტი - ზარები, სმს-ები, ინტერნეტი
  • Audible.com-ის ყოველთვიური გამოწერა.

(Audible.com არის აუდიო წიგნების ყველაზე დიდი არჩევანი. მოუსმენთ წიგნებს ტელეფონში (ყურსასმენით) ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადგილას. (მოსასმენად ინტერნეტი არ გჭირდებათ)

  • Oysterbooks.com ყოველთვიური გამოწერა.

(500 000-ზე მეტ წიგნზე ულიმიტო წვდომა. იკითხეთ წიგნები ტელეფონში ან ტაბლეტზე)

  • წელიწადში 300 დოლარის ოდენობის კურსების დაფინანსება.
  • შოკოლადის სახლ „ელდორადოს“ყოველთვიური ვაუჩერი.

(ტვინის კარგი მუშაობისათვის)

  • იმუშავეთ საიდანაც გნებავთ (სახლიდან, ქუჩიდან, კაფედან, დ.ა.შ)

თუ თვლით რომ უკლებლივ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებთ, იზიარებთ ჩვენი ფონდის ხედვას და მიზანს, გინდათ მიიღოთ განათლება და აღარ ეძებთ მოტივაცია/ანაზღაურების ბლოკში ხელფასის გრაფას (ვერ იპოვით, რადგან არ არის), მოგვწერეთ:info@educaregeorgia.com  

გამოგვიგზავნეთ СV, 15 დეკემბრამდე. ასევე მეილის ტექსტში გთხოვთ მოგვწეროთ, რატომ გნებავთ ჩვენთან მუშაობა.