ხანის აკადემიის და code.org-ის პრეზენტაციები მოსწავლეებისთვის

პოზიცია: წარმდგენი

განაცხადის შევსების ბოლო დღე: 12 ნოემბერი 2017

Educare Georgia აგრძელებს ქართულენოვანი ხანის აკადემიისა და Code.org-ის პრეზენტაციებს სკოლებში. წინა წელს ჩატარებული პრეზენტაციებით 5 000-მდე მოსწავლემ გაიგო ამ საიტების შესახებ.

ჯამში, ყოველთვიურად 15 000-ზე მეტი ადამიანი იყენებს ხანის აკადემიას და 7 000-ზე მეტი code.org-ს.

ახალი პრეზენტაციების შედეგად უფრო მეტი ადამიანი გაიგებს ამ საიტების შესახებ და დაიწყებს მათ გამოყენებას.

თუ...

  • გსურს შენს ქალაქისა თუ სოფლის მოსწავლეებს ჰქონდეთ წვდომა ხარისხიან განათლებაზე.

  • იყენებ ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმებს.

  • გაქვს პრეზენტაციის ჩატარების უნარი.

…მაშინ საშენო საქმეა

პასუხისმგებლობა

ხანის აკადემიით და code.org-ით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიიღოს ხარისხიანი განათლება. მოსწავლეებისთვის ამ რესურსების საფუძვლიანი წარდგენა, გადამწყვეტია მათი სრული პოტენციალით გამოყენებისთვის. ვფიქრობთ, პასუხისმგებლობა მათ მიმართ საკმარისი მოტივაცია არის სამუშაოს გულისყურით და ხარისხიანად შესრულებისათვის!

მოვალეობები

  • სკოლებში პრეზენტაციების დაგეგმვა, სკოლასთან შეთანხმება და ჩატარება.

  • ანგარიშების მომზადება ჩატარებული პრეზენტაციების შესახებ.

  • თვეში მინიმუმ 6 პრეზენტაციის ჩატარება.

  • თბილისში 3-4 თვეში ერთხელ ჩამოსვლა საორგანიზაციო შეხვედრებზე.

პირობები და ანაზღაურება

  • მოქნილი გრაფიკი.

  • პრეზენტაციის ხანგრძლივობა – 1 საათამდე.

  • ერთი პრეზენტაციის ანაზღაურება – 35 ლარი ხელზე.

  • მობილური ინტერნეტი და მგზავრობის ანაზღაურება ერთ პრეზენტაციაზე – 5 ლარი.

  • გამოსაცდელი ვადა – 45 დღე.

    • გამოსაცდელ ვადაში თვეში მაქსიმუმ 12  პრეზენტაციის ჩატარება არის შესაძლებელი.

განაცხადი

https://goo.gl/forms/aUjwpbUzAGV308Fm2

განაცხადის შევსების ბოლო ვადა – 12 ნოემბერი.

შერჩევის პროცესი 3 ეტაპიანია.

  1. განაცხადი
  2. სადემონსტრაციო პრეზენტაციის ვიდეო
    1. დეტალები განაცხადის ბოლოში შეგიძლია ნახო. დროის მოგების მიზნით ვიდეო შეგიძლია განაცხადთან ერთად გამოგვიგზავნო. სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი 
  3.  გასაუბრება

რესურსები

ხანის აკადემიის ქართული ვერსია: ka.khanacademy.org

Code.org  – ის ოფიციალური ქართული ვერსია: code.org/lang/ka

დეტალები

უპირატესობა მიენიჭებათ მათ, ვინც

  1. ცხოვრობს რუსთავში, გორში, ხაშურში, ფოტში, ან თბილისში (ისანი-სამგორი) 
    1. ან შეუძლია მაქედან რომელიმე ადგილას პრეზენტაციების ჩატარება
  2. შეძლებს მოაგვაროს ტექნიკისა და კავშირის საკითხები დამოუკიდებლად.
    1. ანუ ექნება სმარტფონი და/ან ფოტოაპარატი ხარისხიანი ფოტოების და მოკლე ვიდეოების გადაღებისთვის. ლეპტოპი და სტაბილური წვდომა ინტერნეტთან.