პრაქტიკის კვლევის და ხანის აკადემიის პროექტი

2018-19 სასწავლო წელს პრაქტიკის კვლევისა და ხანის აკადემიის პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევების სტატიები.

  • ანა გულბათაშვილი; #208 სკოლა, თბილისი; „როგორ დავძლიოთ მე-5 კლასში მათემატიკის სწავლების სირთულეები ისტ-ის გამოყენებით“ http://www.educaregeorgia.org/blog-text/2019/6/26/gulbatashvili-action-research-report

  • დიანა წულუკიძე; ახალშენის სკოლა, წალკა; „ისტ-ის გამოყენების გავლენა საკლასო და საშინაო დავალების შესრულების ხარისხზე“ http://www.educaregeorgia.org/blog-text/tsulukidze-action-research-report

  • თამარ ბლიაძე; დაბა ახალდაბის სკოლა, ბორჯომი; „მათემატიკაში დამოუკიდებლად მუშაობის დროს წარმოქმნილი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“ http://www.educaregeorgia.org/blog-text/bliadze-action-research-report

  • ნანა სვანიძე; UG სკოლა, თბილისი; „ისტ-ის გამოყენება მათემატიკის სწავლებისას და მათი ზეგავლენა სწავლის თვითრეგულაციის უნარის განვითარებაზე“ http://www.educaregeorgia.org/blog-text/svanidze-action-research-report

  • ნინო ზურაბიშვილი; დაბა სიონის საჯარო სკოლა, თიანეთი; „მოსწავლეთა დაბალი მოტივაციის გამომწვევი მიზეზების კვლევა მე-6 კლასში მათემატიკის გაკვეთილზე“ http://www.educaregeorgia.org/blog-text/zurabishvili-action-research-report

  • ინგა თოდუა; ახალშენის სკოლა, წალკა; „როგორ ავამაღლოთ მოსწავლეთა მოტივაცია მათემატიკის სწავლებისას ისტ-ის გამოყენებით, IX კლასში“ http://www.educaregeorgia.org/blog-text/todua-action-research-report

  • რუსუდან გორგაძე; #167 საჯარო, თბილისი; „მასწავლებელთა საჭიროებების დადგენა ისტ-ის გამოყენებასთან დაკავშირებით და მათი გაუმჯობესების გზები“ http://www.educaregeorgia.org/blog-text/gorgadze-action-research-report

  • ქეთევან მიშველაძე; #159 სკოლა, თბილისი; „საშინაო დავალების შეუსრულებლობის პრობლემა მათემატიკაში მეშვიდე კლასში და მისი გადაჭრის გზები“ http://www.educaregeorgia.org/blog-text/2019/6/15/mishveladze-action-research-report

  • ციალა ბუჯიაშვილი; #10 სკოლა, გორი; „“ [სათაური] [ბმული]

პროექტისა და ტრენინგის სახელმძვანელო შეგიძლიათ იხილოთ აქ http://bit.ly/action-research-guideline

მასწავლებელთა საჭიროებების დადგენა ისტ-ის გამოყენებასთან დაკავშირებით და მათი გაუმჯობესების გზები

XXI  საუკუნეში ინფორმაციულ ტექნოლოგიებს მნიშვნელოვანი როლი აკისრია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შესაბამისად წარმართვისთვის და მოსწავლეთა სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებისთვის. ამიტომ, მასწავლებლების წინაშე ბევრი სიახლეები და სერიოზული გამოწვევებია, რომელთა გადაჭრა საკმაოდ რთული პროცესია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. იმისათვის, რომ მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ XXI საუკუნის კომპეტენციები სწავლა-სწავლების პროცესში საჭიროა ცვლილებების შეტანა, ამიტომაც აუცილებელი ხდება ინოვაციური სწავლების დანერგვა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში.

კომპიუტერის გამოყენება  თანამედროვე ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი უნარია. მასწავლებელიც მუდმივად უნდა ცდილობდეს ამ უნარის განვითარებას. ამის გამო, წლებია ვესწრები სხვადასხვა ტრენინგებსა და კონფერენციებს საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, დარეგისტრირებული ვარ education.microsoft.com-ზე და ვუყურებ იმ ვიდეო-გაკვეთილებს, რომლებშიც აღწერილია საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენება. შემდეგ ამ გამოცდილებას ვნერგავ ჩემს მოსწავლეებთან. უკვე ზედიზედ ორჯერ მომანიჭა microsoft-მა ექსპერტ-ინოვატორის წოდება. ასევე, ჩართული ვარ eTwinning-ის პროექტებში. ამჟამად, ვეცნობი ხანის აკადემიის გამოყენების და დანერგვის გზებს და პარალელურად ვნერგავ ჩემ საკლასო ოთახშიც. 

 კვლევის საფუძველი გახლდათ ის, რომ ჩემი კოლეგები ხშირად მომმართავდნენ ტექნოლოგიების გამოყენების დროს დასახმარებლად. მეც აქტიურად ვეხმარებოდი, მაგრამ დავინტერესდი იმით, თუ რატომ იჩენდნენ ნაკლებ ინტერესს ციფრული კომპეტენციების ასამაღლებლად და რა სირთულეებს აწყდებოდნენ მისი გამოყენების დროს.

 იმისათვის, რომ სკოლამ ეფექტურად დაგეგმოს და განახორციელოს თავისი მასწავლებლების პროფესიული განვითარებისათვის აუცილებელი ღონისძიებები, ძირფესვიანად უნდა იცნობდეს მათ საჭიროებებს. შესაბამისად, საკითხის აქტუალობა მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ უნდა გამოკვეთილიყო პედაგოგთა ის საჭიროებები, რასაც ჩვენში არსებული რესურსით დავაკმაყოფილებდით. 

დავიწყე მუშაობა პრობლემის გამომწვევ სავარაუდო მიზეზებზე და გავაცნობიერე ისტ-ის გამოყენებასთან დაკავშირებული ძირითადი სირთულეები და ჩამოვაყალიბე 

 ვთვლი, რომ ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

  • არასაკმარისი აღჭურვილობა;

  • ციფრული აღჭურვილობის გაუმართაობა;

  • კომპიუტერული პროგრამების არცოდნა ან ისტ-ის იშვიათი გამოყენება;

  • შებოჭილობის განცდა ტექნოლოგიების გამოყენების დროს.

  • დროის უკმარისობა.

აქედან გამომდინარე ჩამოვაყალიბე საკვლევი კითხვა:

რა არის მასწავლებელთათვის ტექნოლოგიების გამოყენების ხელისშემშლელი ფაქტორები და როგორ გავაუმჯობესოთ მისი გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში?

 მონაცემთა შეგროვების მეთოდებად გამოვიყენე ფოკუსჯგუფი, მეორადი მონაცემები, ინტერვიუები, დაკვირვება და კითხვარები.

 წარმოგიდგენთ კითხვარის ერთ-ერთი კითხვის დიაგრამას, სადაც ნათლად ჩანს მასწავლებელთა დამოკიდებულება ხელისშემშლელ ფაქტორებთან.

unnamed.png

მოკლედ, აღნიშნული კვლევის მიზანი იყო პედაგოგთა საჭიროებების დადგენა ისტ-ის გამოყენებასთან დაკავშირებით და ინტერვენციების შემუშავება მათი გაუმჯობესების გზებისთვის. 

ამიტომაც, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შევიმუშავე და განვახორციელე შემდეგი ინტერვენციები:

  •  სამუშაო შეხვედრები კოლეგებთან;

  •  დამხმარე ვიდეო გაკვეთილების გაზიარება;

  • ინდივიდუალური კონსულტაციები.

 მასწავლებლის პროფესიული განვითარებისათვის მნიშვნელოვანია სხვების გამოცდილების შესწავლა და კოლეგებთან ერთად ახლის შეძენა. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია საკუთარი გამოცდილების, მიგნებებისა და იდეების გაზიარება კოლეგებისათვის. 

რუსუდან გორგაძე

კვლევის კოლეგებისთვის გაზიარების რეფლექსია

https://kvlevisangarishi167.blogspot.com/2019/06/blog-post_27.html

ისტ-ის გამოყენების გავლენა საკლასო და საშინაო დავალების შესრულების ხარისხზე

კვლევა ჩავატარე სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის ს. ახალშენის საჯარო სკოლის პირველ კლასში. რეგიონის სკოლები, მით უფრო აღნიშნული სკოლა, არის მცირეკონტიგენტიანი და კვლევის ჩატარებისას მომიწია სპეციფიური მუშაობა, ვინაიდან კლასში მხოლოდ 4 მოსწავლეა.

მოგეხსენებათ, თანამედროვე ცხოვრება წარმოუდგენელია ტექნოლოგიების გარეშე, შესაბამისად ყურადსაღებია ტექნოლოგიების დადებითი და უარყოფითი გავლენების  გათვალისწინება მოზარდის ცხოვრებაში. მასწავლებლებს განსაკუთრებული მისია აკისრიათ ამ საქმეში, მით უფრო რომ აღნიშნული სკოლებში შემოვიდა, როგორც სასწავლო საგანი. შესაბამისად, ისტ-ი გამოვიყენე კვლევის დროს, როგორც მოტივაციის გაზრდის საგანი.

დაწყებით კლასებში განსაკუთრებით დიდ სირთულეს ვაწყდებით დამოუკიდებლად მუშაობის და საშინაო დავალების შესრულებისას. მუშაობის პროცესში მოსწავლეებს შევამჩნიე მოტივაციის კლება, მათ არ მოსწონდათ წერითი დავალებების შესრულება. ვაკვირდებოდი მოსწავლეებს და მქონდა ინტერვიუ მშობლებთანაც. მშობლებიც ადასტურებდნენ,  რომ დავალების წერისას ბავშვები დიდი მონდომებას არ გამოთქვამდნენ. ამასთანავე დაწერილ დავალებებს აკლდებოდა ხარისხი.

პრობლემის აღმოჩენის დროს გადავწყვიტე, მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით, სწავლების პროცესში ჩამერთო ისტ-ი.

შევიმუშავე ინტერვენციები:

  • word-ის ფაილში დავალებების შესრულება, 

  • ხანის აკადემია, 

  • learningapps.org.

უნდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებული და განსხვავებული იყო, ხანის აკადემიაზე მუშაობა. მუშაობისას ბევრი ტექნიკური ხარვეზის მიუხედავად,  მოსწავლეები დიდი ინტერესით ეკიდებოდნენ დავალებებს. ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ხანის აკადემია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსია სასწავლო პროცესში და იმედი მაქვს მისი გამოყენება უფრო გააქტიურდება სკოლებში.

აღნიშნულმა ინტერვენციებმა თავისი შედეგი გამოიღო. მოსწავლეთა მოტივაცია საგრძნობლად გაიზარდა და ამასთანავე გამოსწორდა დავალებების შესრულების ხარისხი.

კვლევის  შედეგის ყველაზე მნიშვნელოვანი მიგნება იყო ის, რომ ისტ-ის სწორი და მიზანმიმართული გამოყენება ზრდის მოსწავლეთა მოტივაციასა და დავალების ხარისხს.

კვლევის დასრულების შემდეგ, გავუზიარე კვლევა თანამშრომლებს და რამდენიმესგან მივიღე რეკომენდაცია, გამომეყენებინა ინტერნეტ თამაშებიც. ვფიქრობ საინტერესეო იქნება აღნიშნულის გამოყენებაც და სამომავლოდ აუცილებლად გავაგრძელებ ამ მიმართულებით მუშაობას. 


დიანა წულუკიძე

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ აქ http://bit.ly/tsulukidze-action-research-report-2018

როგორ ავამაღლოთ მოსწავლეთა მოტივაცია მათემატიკის სწავლებისას ისტ-ის გამოყენებით, IX კლასში

ცოდნის გაზიარება ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიკეთეა, რაც ადამიანს შეუძლია გააკეთოს
— Educare Georgia

ჩემი სკოლა, სადაც კვლევა ჩავატარე არის მაღალმთიან რეგიონში, სადაც ძირითადად ასწავლიან მოწვეული პედაგოგები, მეც პროგრამით მომიწია ამ სკოლის IX კლასში მუშაობა. სასწავლო წლის დასაწყისშივე შევნიშნე, რომ მოსწავლეებისათვის მათემატიკის გაკვეთილი იყო მოსაწყენი, ელოდნენ გაკვეთილის სწრაფად დასრულებას. გადავწყვიტე დავკვირვებოდი მათი სწავლის პროცესს, ჩართულობას, აქტიურობას, გავცნობოდი მათი ინტერესის სფეროს. ვთანამშრომლობდი სხვა საგნის პედაგოგებთან, კლასის დამრიგებელთან. განსაკუთრებით საინტერესო იყო მათი დაწყებითის მასწავლებელთან ურთიერთობა. დავგეგმე ექსკურსია, რათა უკეთ გამეცნო მათი შესაძლებლობები, უნარები. ვაანალიზებდი შედეგებს, ვაკეთებდი შეფასებას.

დაკვირვებისა და ანალიზის შედეგად გამოიკვეთა პრობლემა – მოსწავლეებში მათემატიკისადმი მოტივაციის ნაკლებობა. 

დავიწყე მუშაობა პრობლემის გამომწვევ სავარაუდო მიზეზებზე. გავეცანი შესაბამის ლიტერატურას და შევძელი მიზეზების ჩამოყალიბება. ვთვლი, რომ ეს მიზეზებია:

  • მასწავლებელთა ხშირი ცვლილება

  • სწავლების მეთოდების ერთფეროვნება

  • მოსწავლეთა შესაძლებლობების გაუთვალისწინებლობა

  • რესურსების ნაკლებობა

  • ისტ-ის გამოყენების ნაკლებობა

  • დიდი მოცულობის საშინაო დავალება

ამ მიზეზების გათვალისწინებით ჩავთვალე, რომ პრობლემას მოვაგვარებდი თუ ისტ-ის რესურსებს გამოვიყენებდი, როგორც საგაკვეთილო პროცესში, ასევე საშინაო დავალების შესრულებისას და კვლევის თემაც შესაბამისად განვსაზღვრე – „როგორ ავამაღლოთ მოსწავლეთა მოტივაცია მათემატიკის სწავლებისას ისტ-ის გამოყენებით, IX კლასში“.

მონაცემთა ანალიზზე დაყრდნობით დავგეგმე ინტერვენციები: 

  • ხანის აკადემია 

  • geogebra kahoot

  • learningapps

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო „ხანის აკადემია“. ხანის აკადემია გამოვიყენე, როგორც საგაკვეთილო პროცესში ახალი მასალის ახსნისას, ასევე საშინაო დავალების შესასრულებლად. შევქმენით კლასი ხანის აკადემიაში.ფეისბუკის ჩატში ვუგზავნი მოსწავლეებს შეტყობინებას გაგზავნილი დავალების შესახებ. ყველა მოსწავლე აქტიურად ჩამერთო და სიამოვნებით ელოდებიან დავალებებს. სასიამოვნო განცდაა როცა ხედავ მოსწავლეების პროგრესს. განსაკუთრებით მომწონს შებრუნებული საკლასო ოთახის მეთოდით გაკვეთილის დაგეგმვა, რადგან მოსწავლეებს საშუალება აქვთ სახლში ნახონ გაკვეთილი, იმდენჯერ რამდენჯერაც საჭიროა მათთვის. მისი დადებითი მხარე არის არა მარტო ის, რომ მოსწავლეს აქვს საშუალება ვიდეო გაკვეთილებს უყუროს შინ, არამედ ისიც, რომ არის სავარჯიშო პლატფორმა, რომელიც თვითონ საზღვრავს რა დონეზეა მოსწავლე, იქედან გამომდინარე ეხმარება მას განვითარებაში. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მასწავლებელს შეუძლია ნახოს მთელი კლასი ერთ სივრცეში, თვალყური ადევნოს მოსწავლეთა ნამუშევრებს და შეაფასოს თითოეული მოსწავლე იმის მიხედვით, თუ რა ნაწილში აქვს პრობლემა, რათა ინდივიდუალურად დაეხმაროს მას. სასიამოვნო განცდაა როცა ხედავ მოსწავლეების პროგრესს. ხანის აკადემიის საშუალებით შევძელი მოსწავლეების დაინტერესება. 

პოლია (ინგა) თოდუა

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ აქ http://bit.ly/todua-action-research-report-2018

ისტ-ის გამოყენება მათემატიკის სწავლებისას და მათი ზეგავლენა სწავლის თვითრეგულაციის უნარის განვითარებაზე

თანამედროვე საზოგადოების და ტექნოლოგიების საკმაოდ სწრაფი ცვალებადობა მოითხოვს ცოდნის მუდმივ განახლებას. ამიტომ მათემატიკის მასწავლებლის მნიშვნელოვანი ამოცანაა, მოსწავლეებს განუვითაროს უნარები, რომლებიც ავითარებს ინდივიდუალური სწავლის შესაძლებლობას. ბოლო დროს ბევრს საუბრობენ თვითრეგულირებადი სწავლის სიკეთეებზე. ამ უნარის მქონე ადამიანს დამოუკიდებლად შეუძლია თავისი საქმიანობისა თუ სწავლის პროცესის ეფექტურად დაგეგმვა და განხორციელება.

მასწავლებლები ხშირად აღნიშნავენ, რომ მოსწავლეებს მონდომება და პასუხისმგებლობა აკლიათ, თუმცა ასეთი სიტუაციის ამსახველი სტანდარტული ფრაზა: „არ უნდა სწავლა და რა ვქნა?!“ – დიაგნოზს უფრო მოგვაგონებს, ვიდრე პრობლემის დაფიქსირებას და მისი გადაჭრის გზის ძიებას. მოსწავლემ უნდა ისწავლოს მიზნის დასახვა და თვითდაკვირვება. ყოველივე ამაში ტექნოლოგიებს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია სამი ძირითადი მიზეზის გამო:

  1. მოსწავლეები ხალისით ასრულებენ მრავალფეროვან დავალებებს კომპიუტერის გამოყენებით. მოსწავლეების დიდ უმრავლესობას მათემატიკის დავალების კომპიუტერით შესრულება ურჩევნია (იხილე გრაფიკი #1).

  2. სანდო და შესაფერისი რესურსი საშუალებას იძლევა ყველა შეცდომა მომენტალურად დააფიქსიროს, მისცეს მითითებები და ხარაჩოს პრინციპით მიიყვანოს მოსწავლე სწორ პასუხამდე. 

  3. მოსწავლეს შეუძლია იმუშაოს ნებისმიერ დროს, მოსახერხებელ ადგილას, სადაც ხელმისაწვდომია ინტერნეტი და კომპიუტერი ან ტელეფონი.

გრაფიკი #1

გრაფიკი #1

მოსწავლეებთან მუშაობის დროს გამოვიყენე „ხანის აკადემია“, რომელიც დამეხმარა თითოეული მოსწავლის მუშაობის ტემპის და დაშვებული ყველა შეცდომის გათვალისწინებით ინდივიდუალური მუშაობის დაგეგმვაში და შედეგების გაუმჯობესებაში. ამ თემაზე მშობლების ფოკუს ჯგუფთან შეხვედრაზე შემდეგი პრობლემური საკითხები დაისვა მშობლების მხრიდან:

  1. ხშირად ზუსტად არ ვიცი, თუ როგორ დავეხმარო შვილებს; 

  2. წიგნში ადვილი დავალებებია და საშაბათე სკოლაში დამყავს; 

  3. რეპეტიტორი მოვუყვანე, რადგანაც უჭირს; 

  4. დავალება არ წერია ელექტრონულ ჟურნალში და ამიტომ ვერ ასრულებს და სხვა.

ისტ-ის გამოყენებამ მათემატიკის დავალებების შესრულებისას წარმოქმნილი სირთულეების დასაძლევად აჩვენა, რომ მოსწავლეთა დიდმა უმრავლესობამ მიიღო ინდივიდუალური მითითებები, დაიწყო საკუთარი გეგმის შემუშავება და საკუთარ საჭიროებაზე დაკვირვებით მისთვის საინტერესო და საჭირო დავალებების დამოუკიდებლად შერჩევა და შესრულება.

ხანის აკადემიის გამოყენება არაჩვეულებრივია კიდევ იმით, რომ მოსწავლეს შესრულებულ სამუშაოში აძლევს შეფასებას „ჯერ არა“-ს, რაც მოსწავლეს უსახავს იმედს და აგრძნობინებს, რომ ის სწავლის, წინსვლის მრუდზე რჩება, უკეთესი მომავლისკენ გზაზე ისევ დგას, მაგრამ ჯერ ვერ მიაღწია შედეგის გაუმჯობესებას, ან დახელოვნებას. ზოგიერთ მოსწავლეს გასაოცრად დადებითი რეაქცია ჰქონდა, როდესაც ცოტათი რთული ან სხვაგვარად ფორმულირებული ამოცანები შეხვდა, მათ თქვეს: „მე მიყვარს გამოწვევები“ მათ ზრდის მენტალიტეტი ჰქონდათ. მაგრამ სხვა მოსწავლეებმა ტრაგიკულად აღიქვეს ეს ყველაფერი. მათი, შედარებით „ფიქსირებული მენტალიტეტის“ გადმოსახედიდან, მათ ინტელექტს გამოცდა მოუწყეს და თავი ვერ გაართვეს. „ჯერ“-ის ძალით ტკბობის მაგივრად, ისინი „ახლა“-ს ტირანიაში ჩაეფლენ. ჩვენ ვხედავთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ სიტყვები: „ჯერ“, ან „ჯერ არა“, აძლევენ ბავშვებს თავდაჯერებულობას, უსახავენ მათ გზას მომავლისკენ, რომელიც ქმნის უფრო დიდ უდრეკობას, ამბობს TED პლატფორმაზე თავის მოკლე გამოსვლაში სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ქეროლ დვეკი. ჩვენ, მათემატიკის მასწავლებლებს, ნამდვილად შეგვიძლია მოსწავლეების მენტალიტეტის შეცვლა. საიტის მომხმარებლები ფასდებიან კიდევ ერთი საინტერესო შეფასების სისტემით, ისინი იღებენ ეგრეთწოდებულ „ბეჯებს“ მაგალითად: შეუპოვარი

მოტივაციის ამაღლების მიზნით გავაკეთეთ განცხადებების დაფა, რათა ავღნიშნო მათი პროგრესი. სხვადასხვა დროს სხვადასხვა აქტივობისთვის მაგალითად: დასრულებული დავალებები, ნანახი ვიდეოები, მუშაობისთვის დახარჯული დრო, დახელოვნებული უნარები და მიღებული ბეჯები. გამარჯვებულები მთელი კლასის მოსწავლეები აღმოჩნდნენ, მხოლოდ სხვადასხვა ნომინაციაში. მათ, ჯერ არასრულად, მაგრამ მეტნაკლებად თვითონ აიღეს პასუხისმგებლობა საკუთარ განათლებაზე. ყოველი გაკვეთილის ბოლოს მეშვიდეკლასელებს აინტერესებდათ და იგებდნენ კიდეც, იმ დღევანდელი, საკუთარ რეიტინგს საერთო საკლასო შედეგების ფონზე. საკუთარი პროგრესისთვის თვალყურის დევნება, შესანიშნავი გზა აღმოჩნდა საიმისოდ, რომ ვუბიძგოთ მოსწავლეებს ყოველთვის ბეჯითად ისწავლონ.

ხანის აკადემიის საიტს ვიყენებდი ასევე კვირის დავალებების მისაცემად. დაკვირვებამ მაჩვენა, რომ თავდაპირველად დროის არასწორად განაწილების გამო ბევრი მოსწავლე ბოლო საღამოს, ძალიან გვიან და არასრულად ასრულებდა დავალებას, მაგრამ თანდათან მოსწავლეების ნაწილმა გააუმჯობესა სამუშაოს განაწილების და დაგეგმვის უნარები. მომდევნო დიაგრამა აჩვენებს კონკრეტული დავალების შესრულებას. კერძოდ რამდენმა მოსწავლემ შეასრულა დავალება მაგალითად ფართობის გამოთვლაზე. ჩანს, რომ 18-დან მხოლოდ 13-მა.

unnamed+%282%29.jpg

მაშინ, როდესაც წინა, უცნობი გვერდის პოვნის, დავალება მხოლოდ 9 მოსწავლეს ჰქონდა შესრულებული.

unnamed+%282%29.jpg

გარდა მითითებული ქართულენოვანი რესურსისა ვიყენებდი ინგლისურენოვან საიტსაც. კვლევის ფარგლებში IXL.COM საიტს მხოლოდ გეომეტრიის თემის შესწავლისას ვაკვირდებოდი. მოსწავლეთა ნამუშევრები გროვდებოდა საიტზე, მათ ჰქონდათ ინდივიდუალური პაროლები და მომხმარებლის სახელები, საიტის ჯამურ ინფორმაციაში ყველა ჩემი მოსწავლე ერთად არის მოხსენიებული როგორც ნანა სვანიძის კლასი. ამიტომ საიტიდან ავტომატურ რეჟიმში მიღებულ ანგარიშებში და სერტიფიკატებში მითითებული შედეგი ჩემი ყველა დარეგისტრირებული მოსწავლის მუშაობის შედეგს წარმოადგენს. სადაც ჩანს, რომ ჩემი კლასის 30-მა მოსწავლემ სულ 27 საათი იმუშავა (ჯამურად) 80 თემაში მიიღეს დახელოვნების შეფასება და 90 თემაში ჰქონდათ წინსვლა კვირის განმავლობაში

სასწავლო პროცესში მოსწავლეებს გაცილებით მეტი უნარების განვითარების და გამოყენების საშუალება მიეცათ. ისინი ასრულებდნენ ინდივიდუალურ მრავალფეროვან დავალებებს, აკვირდებოდნენ საკუთარ შედეგებსა და წინსვლას, გეგმავდნენ დავალების შესრულების გზებს, ეძიებდნენ ინფორმაციებს ვიდეოებისა და სტატიის სახით, ახდენდნენ სხვა საგნებში ნასწავლის გამოყენებას.

svanidze.jpg

ჩემს მიერ ინიცირებული ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდა არსებული ტრადიციული რესურსების ჩანაცვლება და ავტომატური შეფასების გზით ნაწილობრივ თვისობრივი შეცვლაც. მათემატიკის გაკვეთილი უფრო საინტერესო, გასაგები და დაძლევადი გახდა. მრავალფეროვანმა რესურსებმა მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინების მეტი საშუალება მომცა. მე შევძელი მათთვის დიფერენცირებული დავალებების შერჩევა და შეთავაზება. მოსწავლეთა ძირითადმა ნაწილმა შეძლო თვითრეგულირებადი სწავლის უნარის განვითარება. თუმცა რამდენიმე მოსწავლე არ ჩაერთო ამ ტიპის მუშაობაში. საჭიროა გაკვეთილების იმგვარად დაგეგმვა, შეთავაზებული სასწავლო ამოცანების ისე შეცვლა, რომ ყველა მოსწავლის ჩართულობა გაიზარდოს და შემდეგში შევძლო გაკვეთილის არამარტო მოდიფიკაცია, არამედ ტრანსფორმაციაც. 

ვფიქრობ, რომ კვლევის შედეგების/დასკვნების გათვალისწინებით შემიძლია ვურჩიო კოლეგებს, რომ ბავშვებისთვის სასიამოვნოა იმგვარი დავალებების შესრულება, სადაც მათ საშუალება ეძლევათ პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ ქმედებებზე და ამიტომ მისცენ მათ ამის საშუალება. თუმცა დასაწყისისთვის საჭიროა მხარდაჭერითა და განმავითარებელი კომენტარით შესაბამისი უნარ-ჩვევების ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარება. ყოველივე ამის მიღწევისათვის მნიშვნელოვანი მეთოდებია: „კვირეული დავალებები“ და „შებრუნებული საკლასო ოთახი“.

ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, განსაკუთრებით სასიხარულო იყო ის წუთები როცა ვხედავდი, რომ ჩემი მოსწავლეები შემეცნებითი პროცესით იღებენ სიამოვნებას. 




ნანა სვანიძე

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ აქ http://bit.ly/svanidze-action-research-report-2018

მოსწავლეთა დაბალი მოტივაციის გამომწვევი მიზეზების კვლევა მე-6 კლასში მათემატიკის გაკვეთილზე

შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი მოითხოვს სწავლა/სწავლების ძირითადი პრინციპების დაცვას, რომელთაგან ერთ-ერთი მოტივაციის ამაღლებაა. მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება უმნიშვნელოვანესი ამოცანაა პედაგოგისთვის. 

მე-6 კლასში ნათლად გამოიკვეთა, რომ მოსწავლეებს მათემატიკის სწავლისადმი მოტივაცია არ აქვთ. მოსწავლეები იმიზეზებენ, რომ მათემატიკა არ აინტერესებთ, მოსაწყენია, მოსწავლეებს ეზარებათ საშინაო დავალების შესრულება. ძირითადად დავალება შეცდომებით და ნაწილობრივ აქვთ შესრულებული, რაც ხელს უშლის გაკვეთილზე ახალი საკითხის საფუძვლიანად შესწავლას. აკადემიური მოსწრება გასულ სასწავლო წელთან შედარებით გაუარესდა.

კვლევის პროცესში გამოყენებული სხვადასხვა მეთოდებისა და მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა კვლევის ძირითადი მიგნებები(ინტერვენციამდე):

  • საშინაო დავალებას არ ახლავს წერილობითი განმავითარებელი შეფასება, რის გამოც უჭირთ მშობლებს დავალების გაკონტროლება და შესაბამისად მოსწავლეები საშინაო დავალებას ნაწილობრივ და უხარისხოდ ასრულებენ, რაც აისახება მათ აკადემიურ შედეგებზე.

  • მოსწავლეებს ისტ-ით გამდიდრებული გაკვეთილები მოსწონთ. 

unnamed (1).png

 მოსწავლეებში მოტივაციის ასამაღლებლად, შევარჩიე რამდენიმე ინტერვენცია: 

  1. ვიდეო მოტივაციაზე „ყველაფრის სწავლა შეგიძლია“; 

  2. წერილობითი უკუკავშირი საშინაო დავალების რვეულებში; 

  3. learningapps.org საიტის რესურსები.

  4. აქტივობა: ,,იპოვე შეცდომა“;

  5. ხანის აკადემიის გამოყენება სასწავლო პროცესში. 



 ჩემ მიერ დაგეგმილი ინტერვენციების საშუალებით მოხდა არსებული აქტივობების ჩანაცვლება და მათემატიკის გაკვეთილი უფრო საინტერესო და სახალისო გახდა. ონლაინ რესურსებმა მოსწავლეების განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია. მისი გამოყენებით, მოსწავლეები განმავითარებელ შეფასებას იღებდნენ თამაშის ელემენტებით, სწავლობდნენ შეცდომებზე, მეტი ინტერესით უდგებოდნენ მათემატიკის შესწავლას. 

 კვლევის პროცესს თავისი სირთულეებიც ახლდა თან: ყველა მოსწავლეს სახლში არ ჰქონდათ მუდმივი ინტერნეტის საშუალება. ეს გარკვეულ უთანასწორობას იწვევდა მოსწავლეებში სწავლის თვალსაზრისით ხანის აკადემიაში. ამ მიზეზით ვერ განვახორციელე „შებრუნებული ოთახის“ მეთოდი უკეთესი შედეგების მისაღწევად. ვერ შევძელი მათ საშინაო დავალებებში სიახლის შეტანა (ონლაინ რესურსები ვერ გამოვიყენე) ასევე, კარგი იქნებოდა მშობლები დამერეგისტრირებინა ხანის აკადემიაზე, მშობლის სტატუსით, რითაც გაიზრდებოდა მათი ჩართულობა. ისინი დეტალურად გაეცნობოდნენ თავიანთი შვილების შედეგებს. იმედია შემდეგში გამოსწორებადი იქნება აღნიშნული მიზეზები.

ჩატარებულმა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევამ საშუალება მომცა ჩამომეყალიბებინა შემდეგი რეკომენდაციები:

  • მოსწავლის საჭიროებების განსაზღვრა, მუდმივი ძიება და განხორციელება იმ აქტივობებისა,რომელიც მოსწავლეებში მოტივაციას აამაღლებს. 

  • მასწავლებელმა მეტი ავტონომია უნდა მიანიჭოს მოსწავლეს.მაგალითად, ყოველდღიური საკლასო აქტივობა: „ამოხსენი ამოცანა“, შეიცვალოს ასეთი აქტივობით: „ამოხსნილ ამოცანაში იპოვე შეცდომა“. (მოსწავლე არის საქმის წარმმართველი).

  • მასწავლებელმა დეტალურად შეასწოროს მოსწავლის საშინაო დავალება და მისცეს წერილობითი უკუკავშირი, რათა მშობელმა შეძლოს შესრულებული დავალების ხარისხის გაკონტროლება.

  • მრავალფეროვანი ელექტრონული რესურსების გამოყენება მათემატიკის გაკვეთილზე, რათა საინტერესოდ, შედეგიანად წარიმართოს სწავლა-სწავლების პროცესი.



 ნინო ზურაბიშვილი

 29 ივნისი, 2019 წელი

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://bit.ly/zurabishvili-action-research-report-2018

მათემატიკაში დამოუკიდებლად მუშაობის დროს წარმოქმნილი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები

მოსწავლეებში დამოუკიდებლად სწავლისა და მუშაობის უნარების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ სკოლის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს ამ უნარების განვითერება უნდა წარმოადგენდეს. იმისათვის რომ, მოსწავლეებმა გაიაზრონ მათემატიკის სწავლის საჭიროება, დაეუფლონ საგანს საფუძვლიანად და შეძლონ მისი ცხოვრებაში გამოყენება, საჭიროა სწავლის პროცესში არსებული პრობლემების გამოკვეთა და გადაჭრა სხვადასხვა აქტივობებით. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე მეხუთე კლასში ჩამეტარებინა კვლევა. მონაცემთა ანალიზით გამოიკვეთა დამოუკიდებლად მუშაობის დროს გარკვეული პრობლემები. მოსწავლეებს ჰქონდათ შეცდომების დაშვების შიში და განცდა, რაც გამოწვეული იყო დაბალი თვითშეფასებით. არასათანადო მეთოდიკით სწავლების გამო უჭირდათ პირობების გაგება-გააზრება. გაცდენების გამო, გამოტოვებული თემები იწვევდა ჩავარდნებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, საჭიროდ მივიჩნიე სათანადო გარემოს შექმნა და მრავალფეროვანი რესურსების გამოყენება. განხილული ლიტერატურის, კვლევის ამოცანებისა და მიზნების დადგენის გათვალისწინებით დავგეგმე და განვახორციელე შემდეგი ინტერვენციები: 

  1. ხანაკადემიის გამოყენება სწავლის პროცესში;

  2. საინფორმაციო ტექსტის გააზრების სავარჯიშოების გამოყენება; 

  3. მათემატიკის დიაგნოსტიკური შეფასების ტესტები; 

  4. მშობელთა ჩართულობა;

  5. ტექსტური ამოცანების განხილვა; 

  6. დამოუკიდებლად მუშაობის რუბრიკის შექმნა; 

  7. გასასვლელი ბილეთების გამოყენება.

 სასწავლო პროცესში ყველაზე ეფექტური ხანაკადემიის გამოყენება აღმოჩნდა. მოსწავლეთა უმრავლესობა საიტს იყენებს სწავლისთვის და ვარჯიშისთვის. მოსწავლეებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინეს ხანაკადემიის აქტივობების მიმართ. კლასში ყველა მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად ინტერნეტ სივრცის გამოყენება. ხანაკადემიის გამოყენებით შეიძინეს ციფრული კომპეტენციის უნარები. რამდენიმე მოსწავლე გასცდა მეხუთე კლასის პროგრამას და გადავიდა უფრო მაღალ დონეზე, რამაც დანარჩენებსაც გაუჩინა მოტივაცია, ეს მოსწავლეები ეხმარებიან კლასელებს. მიღებულმა შექებამ, ენერგოქულება და ბეჯებმა აუმაღლათ დამოუკიდებლად სწავლისა და მუშაობის მოტივაცია. გამოკითხვის დროს ყველაზე სახალისო აქტივობად მოსწავლეებმა მიიჩნიეს ხანაკადემიის ონლაინ სავარჯიშოები.

bliadze.png

ჩემი მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებს მათემატიკის სწავლაში ჰქონოდათ პროგრესი, რასაც მივაღწიეთ კიდეც. აქტიურად ვიყენებდი G-PriEd-ის რესურსებს. საინფორმაციო ტექსტის გააზრების სავარჯიშოებზე, მათემატიკის დიაგნოსტიკური შეფასების ტესტებზე, ტექსტური ამოცანების განხილვაზე მუშაობამ და გასასვლელი ბარათების გამოყენებამ მოსწავლეებს შესძინათ გაგება-გააზრების, მონაცემების ამოკრების, დახარისხების, პრობლემის გამოკვეთა/გადაჭრის უნარები. მოსწავლეებს აუმაღლდათ მათემატიკის ცოდნა და საკუთარი პროგრესის დანახვით გაეზარდათ თვითშეფასება. გაუჩნდათ მოტივაცია და რაც ყველაზე მთავარია შეიძინეს დამოუკიდებლად სწავლისა და მუშაბის უნარები. შეფასების რუბრიკების ერთობლივმა შექმნამ და გამოყენებამ მოსწავლეებს ჩამოუყალიბა მუშაობის სწორი ფორმა. ზუსტად და კონკრეტულად იაზრებენ მიცემულ ინსტრუქციას, პირობის გათვალისწინებით ასრულებენ სამუშაოს. ხვდებიან რატომ მიიღეს ესა თუ ის ქულა, ისწავლეს დროის სწორად გამოყენება, ყოველივე ეს ეხმარებათ საშინაო დავალების და შემაჯამებელი სამუშაოს შესრულებაში. კვლევის პროცესში მივხდი ბავშვებს როგორი ტიპის აქტივობები მოსწონთ უფრო მეტად. მიღებულ გამოცდილებას გავითვალისწინებ სამომავლოდ და შესაბამისად, სასწავლო პოცესს დავგეგმავ უფრო მრავალფეროვანი რესურსების გამოყენებით. 

პედაგოგიური კვლევის წარმართვისას გადავაწყდი გარკვეულ სიძნელეებს. პროცესი აღმოჩნდა საკმაოდ შრომატევადი, მაგრამ უამრავმა წაკითხულმა და განხილულმა ლიტერატურამ შემმატა პროფესიული ცოდნა. პრაქტიკაში დანერგილმა ინტერვენციების განხორციელებამ მომცა გამოცდილება, ხოლო მოსწავლეთა შედეგმა მომანიჭა დიდი სიამოვნება. მთავარ სირთულეს წარმოადგენდა ხანაკადემიაზე შინ ვარჯიში, ზოგი მოსწავლე ვერ ახერხებდა მუშაობას სხვადასხვა მიზეზების გამო, ზოგი ინტერნეტის არ ქონას ასახელებდა, ზოგი ტექნიკის გაფუჭებას ან არქონას. აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად, კვირაში ორი დღე გაკვეთილზე მოსწავლეებს პროექტორის საშუალებით ვაჩვენებდი ვიდეოებს, შემდეგ ვაკეთებდით თემის შესაბამის სავარჯიშოებს. მოსწავლეები პასუხებზე მსჯელობდნენ როგორც ჯგუფებში, ასევე ინდივიდუალურად, ამის გამო ვერ მოვახერხე გამერკვია ვინ იყო ხანაკადემიის ყველაზე აქტური მომხმარებელი. 

პრაქტიკის კვლევის დროს შეძენილ გამოცდილებაზე და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, შევიმუშავე რამდენიმე რეკომენდაცია. უწყვეტად უნდა ხდებოდეს:

  •  მოსწავლეთა პროგრესის მონიტორინგი და შეფასება;

  • მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული სწავლება;

  • სწავლის ინდივიდუალური თავისებურებების და მზაობის გათვალისწინება და ადეკვატური დახმარების შეთავაზება;

  • მასწავლებლების, მოსწავლეების და მშობლების მჭიდრო თანამშრომლობა;

  • სათანადო სასწავლო გარემოს შექმნა სკოლასა და სახლში (იგულისხმება მრავალფეროვანი რესურსები, ისტ ტექნოლოგიები და „შერეული მეთოდით“ სწავლება);

  • შეფასების რუბრიკების ერთობლივი შემუშავება მოსწავლეთა და მასწავლებელთა მიერ, რომლებიც შედგენილი იქნება ბავშვისათვის გასაგებ ენაზე და გამოიყენება რეგულარულად.

შემუშავებული რეკომენდაციები და გამოყენებული ინტერვენციები სხვა პედაგოგებს შეუძლიათ გამოიყენონ სწავლების პროცესში, არამარტო მათემატიკაში არამედ სხვა საგნებშიც. ჩატარებული კვლევა საშუალებას იძლევა გავაკეთო დასკვნა იმაზე, რომ კვლევის ეს მეთოდი დამოუკიდებლად მუშაობის დროს წარმოქმნილი პრობლემების სათანადოდ მოგვარების საშუალებას იძლევა.


პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიშის ბმული:  http://bit.ly/bliadze-action-research-2018 


თამარ ბლიაძე

27/06/2019



როგორ დავძლიოთ მე-5 კლასში მათემატიკის სწავლების სირთულეები ისტ-ის გამოყენებით

წინამდებარე სტატიაში მოკლედ მიმოვიხილავ კვლევისას განხორციელებული ინტერვენციების შედეგებს, ძირითად მიგნებებს და რეკომენდაციებს, ასევე კვლევაზე მუშაობისას წარმოქმნილ პრობლემებს. 

მე-5 კლასში გადმოსული მოსწავლეები განსაკუთრებულ სირთულეებს აწყდებიან სწავლასთან დაკავშირებით, რაც გამოწვეულია, ერთი მხრივ შეცვლილი სასწავლო გარემოთი (ბევრი ახალი მასწავლებელი), მეორე მხრივ, გადატვირთული საგაკვეთილო ბადით, გართულებული პროგრამით. სირთულეები ჩნდება მათემატიკის სწავლის დროსაც. თითქმის ყოველ გაკვეთილზე მიწოდებულ ახალ ინფორმაციას ვეღარ უმკლავდებიან მოსწავლეები, ვეღარ ასწრებენ მასალის განმტკიცებასა და გაანალიზებას. 

კვლევაზე მუშაობისას პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზების ძიების დროს გამოიკვეთა მოსწავლეთა ასაკობრივი და ემოციური თავისებურებებიც. ამ ასაკის ბავშვებს ნაკლებად აქვთ განვითარებული დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, ვერ იღებენ პასუხისმგებლობას საკუთარი სწავლის პროცესზე, უჭირთ ობიექტური თვითშეფასება. უჩნდებათ სასკოლო შფოთვა, უსუსურობის განცდა, წარუმატებლობისა და შეცდომის შიში. 8-11 წლის ბავშვი უკვე იყალიბებს მორალურ ღირებულებებს და შფოთავს მნიშვნელოვანი ადამიანის მოლოდინის გაცრუების გამო. ამ დროს ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული მშობელსა და მასწავლებელზე, რომ ბავშვს ჩამოუყალიბდეს სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულება.

მათემატიკის სწავლების სირთულეები, ძირითადად, ვლინდება საშინაო დავალების შესრულებისა და დამოუკიდებელი მუშაობის პროცესში. როგორც კვლევაზე მუშაობამ აჩვენა, ამ სირთულეების დაძლევის ერთ-ერთი გზა არის მრავალფეროვანი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში. ისტ-ის გამოყენება საგანმანათლებლო პროცესში სწავლებას უფრო საინტერესოს, აქტუალურსა და ხელმისაწვდომს ხდის. სწავლის პროცესი სცდება საკლასო ოთახს, სწავლების ტრადიციულ გარემოს ენაცვლება ციფრული გარემო და სწავლება ხდება უფრო ინტერაქტიული. ეს ყოველივე ხელს უწყობს მოსწავლეებში 21-ე საუკუნის კომპეტენციების გამომუშავებას. 

სასწავლო პროცესში ისტ-ის რესურსების გამოყენების მნიშვნელობამ და აქტუალურობამ გამოიწვია კვლევის დროს დაგეგმილი და განხორციელებული შემდეგი ინტერვენციები:

  • ხანის აკადემიაში კლასების შექმნა და სასწავლო თემასთან დაკავშირებული ვიდეოგაკვეთილების და შესაბამისი ტესტების პერიოდულად მიცემა.

  • PowerPoint-ში საპრეზენტაციო მასალის შექმნა და საგაკვეთილო პროცესში თვალსაჩინოდ გამოყენება.

  • მათემატიკური პროგრამა GeoGebra-ს გამოყენება გეომეტრიული საკითხების შესწავლის დროს.

  • Edmodo-ზე და EasyQuizzy-ში შექმნილი ტესტების გამოყენება.

დაგეგმილმა და გამოყენებულმა ინტერვენციებმა საგრძნობლად გაზარდა მოსწავლეთა ინტერესი საგნისადმი.ხანის აკადემიის გამოყენებამ საშუალება მისცა მათ ვიდეოგაკვეთილები და ტესტები საჭიროებისამებრ მრავალჯერადად გამოეყენებინათ და ცოდნა განემტკიცებინათ. PowerPoint-ისა და GeoGebra-ს თვალსაჩინო მასალის გამოყენება მათ საკითხის უკეთ გააზრებასა და დიდხანს დამახსოვრებაში ეხმარებოდა, გამოყენებული ელექტრონული ტესტები კი ცოდნის შემოწმებას უწყობდა ხელს. გაიზარდა მოსწავლეთა ჩართულობა, თავდაჯერებულობა და საკუთარი თავის რწმენა შემატა. ეს აჩვენა მოსწავლეთა საბოლოო გამოკითხვამაც.

unnamed.png

კვლევის პროცესს თავისი სირთულეებიც ახლდა თან. საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა სისტემატურად თვალსაჩინოების, ტესტების შექმნა და გამოყენება. გამოიკვეთა ასევე ტექნიკური პრობლემებიც. მოსწავლეთა ნაწილს არ ჰქონდა წვდომა კომპიუტერთან და ინტერნეტის გამოყენების საშუალება. მიუხედავად ამ სირთულეებისა, კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ მოსწავლეებისთვის სწავლის სირთულეების დაძლევის ერთ-ერთი გზა არის მრავალფეროვანი, ასაკობრივად მათზე მორგებული და მიზნობრივად გამოყენებული ისტ-ის რესურსები. ჩატარებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა საშუალებას იძლევა შემდეგი რეკომენდაციების ჩამოყალიბებისათვის: 

  • სისტემატურად უნდა ხდებოდეს მასწავლებელთა და მოსწავლეთა ინფორმირება თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ და საგაკვეთილო პროცესში მათი გამოყენების ხელშეწყობა.

  • ტექნოლოგიების გამოყენების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს მოსწავლეთა მიერ ისტ-ის გამოყენების კომპეტენცია და მათ ხელთ არსებული ტექნიკური ბაზა.

  • გამოყენებული ელექტრონული რესურსი უნდა იყოს მრავალფეროვანი, რათა მოსწავლეებისთვის არ გახდეს მომაბეზრებელი და მუდმივად იყვნენ შემოქმედებისა და ძიების პროცესში.

  • უნდა ხდებოდეს მოსწავლეთა აქტიური ჩართვა ელექტრონული რესურსის შექმნისა და გამოყენების დროს. 

 კვლევის ანგარიშის ბმული: http://bit.ly/gulbatashvili-action-research-report-2018 

 ანა გულბათაშვილი

 20 ივნისი, 2019 წელი

საშინაო დავალების შეუსრულებლობის პრობლემა მათემატიკაში მეშვიდე კლასში და მისი გადაჭრის გზები

მათემატიკის სწავლებაში ერთ-ერთი ხელის შემშლელი ფაქტორი საშინაო დავალების შეუსრულებლობაა. კლასში ნასწავლის სახლში გააზრება და გამეორება ცოდნისა და საჭირო უნარ-ჩვევების შეძენის აუცილებელი პირობაა. საშინაო დავალების სისტემატური შეუსრულებლობა სწავლაში ჩამორჩენას, მოტივაციის დაკარგვას, საგაკვეთილო პროცესში დისციპლინის პრობლემებს და სხვ. უარყოფით შედეგებს იწვევს.

პრობლემის გამოვლენისას, საჭიროა, მასწავლებელმა გამოიკვლიოს გამომწვევი მიზეზები და დასახოს გადაჭრის გზები.  

მეშვიდე კლასში პრობლემის იდენტიფიცირების შემდეგ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ  მოსწავლეები საჭიროებდნენ პასუხისმგებლობის და დამოუკიდებლად სწავლის უნარის გამომუშავებას, ასევე, უნდა დაეძლიათ ცოდნაში ჩამორჩენა. დიაგრამაზე ნაჩვენებია პრობლემის გამომწვევი მიზეზების დასადგენად კვლევის ერთ-ერთი მეთოდის, ინტერვიუს, გამოყენების შედეგად მიღებული მონაცემები:  

chart.png

პრობლემის გადასაჭრელად კვლევის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი ინტერვენციები:

  • გაკვეთილზე გუნდური თამაში-შეჯიბრის (“მათემატიკური ალპინიზმი”) გამოყენება, რომლის მიმდინარეობის დროსაც გუნდის წევრები საკლასო აქტივობების გარდა, ფასდებოდნენ საშინაო დავალების მიხედვით. შედეგად, იზრდებოდა საშინაო დავალების შესრულების პასუხისმგებლობა. შეჯიბრი გუნდური პასუხისმგებლობის და მოტივაციის ამაღლებას, მოსწავლეთა მაღალი ხარისხით ჩართულობას უწყობდა ხელს და სასწავლო პროცესს უფრო სახალისოს ხდიდა;

  • შედარებით მაღალი და დაბალი მზაობის მოსწავლეთა წყვილში მუშაობა, რომლის დროსაც მოსწავლეები ივითარებდნენ თანამშრომლობით და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებს, სწავლობდნენ თვითშეფასებასა და ურთიერთშეფასებას, ხოლო დაბალი მზაობის მოსწავლეს ერთობლივი მუშაობის შედეგად მიღებული გამოცდილება ხელს უწყობდა საშინაო დავალების დამოუკიდებლად შესრულებაში;

  • ხანის აკადემიის ელექტრონული რესურსების საშინაო დავალებად გამოყენება მასწავლებელს აძლევდა მოსწავლის ასაკობრივ და ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული დავალების შერჩევის და მის პროგრესზე დაკვირვების შესაძლებლობას.

ვიდეოგაკვეთილები, სტატიები, ტესტები ეხმარებოდა მოსწავლეს:

  1. მოტივაციის და პასუხისმგებლობის ამაღლებაში;

  2. დავიწყებული, ან შეუსწავლელი მასალის ათვისებასა და ცოდნაში ჩამორჩენის დაძლევაში;

  3. შედეგების გაუმჯობესებაში;

  4. თვითშეფასებაში;

დაგეგმილმა ინტერვენციებმა გაამართლა, გაუმჯობესდა მოსწავლეთა ცოდნის დონე, საშინაო დავალების შესრულების პასუხისმგებლობა, აუმაღლდათ სწავლის მოტივაცია და შედარებით განივითარეს დამოუკიდებლად სწავლის უნარი. მიღწეულ იქნა სასწავლო აქტივობებში სსსმ მოსწავლეების მაღალი ხარისხით ჩართვა.

კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ მათემატიკის და ვფიქრობ, ნებისმიერი სხვა დისციპლინის  სწავლებაში და მოსწავლის პასუხისმგებლობის განვითარებაში, ეფექტურია მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული და ასაკის შესაბამისი მრავალფეროვანი ინტერაქტიური სწავლების მეთოდების, ელექტრონული რესურსების  და კლასის ორგანიზების ფორმების (მაგ: მუშაობა წყვილებში, ჯგუფებში) გამოყენება.

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://bit.ly/mishveladze-action-research-report-2018

ქეთევან მიშველაძე

2019 წლის 15 ივნისი.





დახელოვნებაზე დაფუძნებული სწავლება

დახელოვნების მეთოდის მთავარი პრინციპია, რომ მოსწავლეებმა უნდა მიაღწიონ ცოდნაში დახელოვნების დონეს, სანამ გადავლენ სწავლების შემდეგ საფეხურზე.

Khan Academy-ს გადმოქართულება

ერთად ვთარგმნოთ Khan Academy!

დააჭირეთ აქ რომ ნახოთ ინსტრუქცია

 

აქტიურ მთარგმნელებს წავახალისებთ საჩუქრებით, მაგ. Amazon Gift Cards, მობილური ინტერნეტის პაკეტი, დ.ა.შ

 დაგვიკავშირდით: info@educaregeorgia.org

Amara

ვიდეოს გადმოქართულება

სამუშაო ვერსია

შესავალი

amara.org არის უფასო პლატფორმა სუბტიტრების შექმნისთვის; ვიდეოს თარგმნისთვის. თავისუფლად შეგიძლიათ გაუკეთოთ ქართულენოვანი (თუ სხვა) სუბტიტრები თითქმის ნებისმიერ ვიდეოს (Acceptable Formats Include: Vimeo, Youtube, mp4, WebM, flv, ogg & mp3).

ამ დოკუმნეტში არის დამხმარე ინფორმაცია amara.org-ის გამოყენებაზე.

თუ თარგმნით ღიად და უფასოდ ხელმისაწვდომ საგანმანათლებლო ვიდეოებს, Educare Georgia უსასყიდლოდ გთავაზობთ დამატებით კონსულტაციებს და ტრენინგებს amara.org-ის (თუ სხვა CAT-ის ტიპის ღია პლატფორმებისთვის) გამოყენება რომ აითვისოთ.

კითხვა გაგიჩნდათ? აუცილებლად მოგვწერეთ
საკონტაქტო პირი - რაზმიკ rbadalyan@educaregeorgia.com

 

პატივისცემით,
Educare Georgia-ს გუნდი

 

ვიდეოს თარგმნა

ვიდეოს შერჩევის მაგალითი

amara-ს რედაქტორში მარცხენა ზედა მხარეს დამხმარე ინფორამციაა.
more commands - კლავიატურის კომბინაციები სწრაფი მუშაობისთვის (ე.წ. შორტკატები).
Subtitling Guidelines - სუბტიტრების სტანდარდები (სტანდარტების დამატებითი მაგალითი - Khan Academy-ს სუბტიტრების სტანდარტები.). მაგ. რამხელა ჯობია იყოს სუბტიტრის მინიმალური ხანგრძლივობა?


დამატებითი პარამატრები









 

 

დაზუსტება: სუბტიტრების შექმნას რომ დაასრულებთ დარწმუნდით რომ სუბტიტრები გამოქვეყნებულია (published). ენების ჩამონათვალში სიტყვა Georgian-თან უნდა იყოს მწვანე წრე. და არა ყვითელი ან წითელი, წარწერით incomplete.

თუ დაასრულეთ თარგმნა, მაგრამ ვიდეოს გამოქვეყნება არ გამოდის (“yes, start syncing” ღილაკი არ არის აქტიური), გადაამოწმეთ ტექსტის გარეშე (ცარიელი) სუბტიტრები ხომ არ გაქვთ.

თუ ცარიელი სუბტიტრები არ გაქვთ და ღილაკი მაინც არაა აქტიური გამოიყენეთ Legacy Editor (ზედა მარჯვენა კუთხეშია). უბრალოდ გაიარეთ ეტაპები და შეინახეთ.

amara.org-ზე სხვადასხვა ვერსიების შედარება

ერთსა და იმავე ვიდეოზე, ერთსა და იმავე ენის სუბტიტრების ყოველი ახალი შენახული ცვლილებები ცალკე ვერსიის სახით (Revision) ინახება.

შეგიძლიათ ამ ვერსიების შედარება:

  1. შეარჩიეთ ქართული სუბტიტრები

  2. დააჭირეთ Revisions

  3. მონიშნეთ ორი ვერსია რომელიც გინდათ შეადაროთ ერთმანეთს.

  4. დააჭირეთ Compare Revisions

 

შეცვლილი სუბტიტრები გაწითლებულია. მაგალითი

პრობლემის შეტყობინებები; წიტელი ძახილის ნიშანი amara.org-ს რედაქტორში

ვიდეო How to fix warnings

სუბტიტრი თუ არ არის გამართული მის მარჯვენა მხარეს წითელი ძახილის ნიშანი ჩნდება.

ასევე მარჯვენა მხარეს იწერება დეტალური ინფორმაცია პრობლემის შესახებ (სხვადასხვა ტიპის შეიძლება იყოს) და რჩევა როგორ გამოასწოროთ.

1. სუბტიტრი მოკლეა. მაყურებელი სავარაუდოდ ვერ მოასწრებს წაკითხვას. გაზარდეთ სუბტიტრის ხანგრძლივობა

2. ერთ სტრიქონზე ჯობია 43 სიმბოლოზე ნაკლები იყოს. გადაიდანეთ მეორე სტრიქონზე (Shift+Enter), ან ახალი სუბტიტრი შექმენით (Enter).

3. სუბტიტრის ხანგრძლივობა არასაკმარისია ამ რაოდენობის სიტყვებისთვის. ერთ წამზე 22-ზე ნაკლები სიმბოლო უნდა მოდიოდეს. გაზარდეთ სუბტიტრის ხანგრძლივობა ან დაყავით ორ ნაწილად.

4. ერთ სუბტიტრში ორ სტრიქონზე მეტი სასურველია არ იყოს. დაყავით სუბტიტრი ორ ნაწილად

5. ერთ სუბტიტრში თუ ორი სტრიქონი ზედა ჯობია იყოს მოკლე.

 

თუ ინგლისური სუბტიტრები არ არის

თარგმნის პროცესში ინგლისური სუბტიტრები აადვილებს საქმეს, მაგრამ ზოგ ვიდეოს შეიძლება არ ჰქონდეს. ასეთ შემთხევავში თარგმნა უფრო მეტ დროს წაიღებს, რადგან გიწევთ გარჩევა თუ რას იძახიან ვიდეოში. თუმცა YouTube-იდან შეგიძლიათ “გადმოიტანოთ” ავტომატურად შექმნილი ინგლისური სუბტიტრები (English (auto-generated)). ამისთვის:

  1. გადმოწერეთ სუბტიტრები SRT ფორმატში ამ საიტის გამოყენებით yt-subs.afut.in, ან

    1. დააყენეთ ეს პროგრამა http://google2srt.sourceforge.net/en/

    2. მიჰყევით  Amir Jaffari-ს მიერ მოცემულ ინსტრუქციას მე-6 ნაბიჯამდე. შემდეგ შეინახეთ სუბტიტრები XML ფორმატში. http://www.quora.com/Is-there-a-way-to-extract-the-automatically-generated-subtitles-in-YouTube

    3. გახსენით გადმოწერილი XML ფაილი Google2SRT-ში და შექმენით SRT ფაილი.

  2. გახსენით ვიდეო amara.org-ზე და ატვირთეთ სუბტიტრები (SRT ფაილი). Already have subtitles for this video? Upload them directly.

 

დამატებით

თუ amara.org-ის რედაქტორი არ იხსნება

Amara player-ის ჩაშენება ბლოგში

Amara Support Center

ინსტრუქციის განახლებადი ვერსია

 

მიიღეთ მონაწილეობა amara.org-ს პლატფორმის გადმოქართულებაში https://www.transifex.com/projects/p/universalsubtitles/

This work by Educare Georgia is licensed under a
Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 Unported License.
Permissions beyond the scope of this license may be available at rbadalyan@educaregeorgia.com

 

Google Translator Toolkit

სხვადასხვა ტიპის მასალების თარგმნის პლატფორმა

სამუშაო ვერსია


შესავალი

Google Translator Toolkit (GTT) არის უფასო პლატფორმა ტექსტის და სხვა ტიპის მასალების თარგმნისთვის. შეგიძლიათ თავისუფლად თარგმნოთ ვიდეო, პროგრამა და სხვა ტიპის მასალები (ჩამონათვალი იხილეთ ქვემოთ).

ამ დოკუმნეტში არის დამხმარე ინფორმაცია GTT-ის გამოყენებაზე.

თუ თარგმნით ღიად და უფასოდ ხელმისაწვდომ საგანმანათლებლო მასალებს, Educare Georgia უსასყიდლოდ გთავაზობთ დამატებით კონსულტაციებს და ტრენინგებს GTT-ის (თუ სხვა CAT-ის ტიპის ღია პლატფორმებისთვი) გამოყენება რომ აითვისოთ.

კითხვა გაგიჩნდათ? აუცილებლად მოგვწერეთ
საკონტაქტო პირი - რაზმიკ rbadalyan@educaregeorgia.com

 

პატივისცემით,

Educare Georgia-ს გუნდი

 

ვიდეო ინსტრუქციები

GTT-ს ოფიციალური ვიდეო მიმოხილვა

დამატებითი ვიდეოები

Using Google's Translator Toolkit
Trad Online - Sharing Knowledge - Google Translator toolkit
Google Translator Toolkit and Amara srt subtitles
Google Translator Toolkit (რუსულად)

 

მასალების ტიპები

 

თარგმნის დაწყება

დააჭირეთ ღილაკს UPLOAD. გაიხსნება ახალი ფანჯარა სადაც უნდა აირჩიოთ სათარგმნი მასალის ტიპი (Add content to translate). შეგიძლიათ ატვირთო კომპიუტერიდან (Upload file...) ჩასვათ ტექტის ბმული (Input url) ან პირდაპირ გადმოიტანოთ ტექსტი  (Input text). ასევე შეგიძლიათ თარგმნოთ ვიკიპედიის სტატია (Input a Wikipedia article) ან იუთუბის ვიდეო  (Pick YouTube video...).

მაგალითად ავიღოთ ვიკიპედიის სტატია.

ჩასვით ვიკიპედიის სტატის ბმული (1), დაწერეთ სათაური (2), შეარჩიეთ ორიგინალი ტექსტის ენა (3), შეარჩიეთ ენა რომლზეც გინდათ თარგმნოთ (4), თუ ჩამონათვალში არ არის დაწერეთ საძიებო ველში (5).

დამატებით, შეგიძლიათ შეარჩიოთ “თარგმანის ისტორია” (translation memory) სად შეინახოს. საჯარო ბაზაში (Global, shared TM) ან თქვენ პირადში. ასევე, შეგიძლიათ შეარჩიოთ ლექსიკონი.

ბოლოს აჭერთ ღილაკს Next. თავიდან გამოჩნდება ფასიანი მომსახუარების შემოთავაზება. დააჭირეთ ღილაკს No, thanks

თარგმნის პროცესი

სამუშაო სივრცე დაყოფილი ორ ნაწილად. მარჯვენა მხარეს არის ორიგინალი ტექსტი, მარცხენა მხარეს თარგმანი.

პროგრამა ავტომატურად ყოფს ტექსტს სეგმენტებად (მონიშნულ სეგმენტს ორიგინალ ტექსტში ლურჯი ფონი აქვს, თარგმანში ჩარჩოშია მოქცეული). მუშაობის პროცესში ხდება ცალკეული სეგმენტის თარგმნა (შეგიძლიათ დაყოთ ან გააერთიანოთ სეგმენტები, Edit → Split segment ან Merge segments შესაბამისად).

სეგმენტის ჩარჩოს ქვემოთ არის დამატებითი ფუნქციები. შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარი (Insert comment); მართოთ სეგმნეტის HTML კოდები (ამ შემთხვევაში აქ არის ვიკიპედიის სტატიის ჰიპერლინკები) (Insert HTML tags), თარგმნის პროცესში HTML კოდები დამალულია, მაგრამ ამ ფუნქციის დახმარებით შეიძლება მათი ადგილის შეცვლა; შეგიძლიათ წაშალოთ თარგმანი (Wipe out translation) ან გადმოიტანოთ ორიგინალი ტექსტი (Copy source to translation); ისრებით შეგიძლიათ გადახვიდეთ წინა/შემდეგ სეგმენტზე.

თარგმნას რომ დაასრულებთ დააჭირეთ ლურჯ ღილაკს Complete (ვიკიპედიის სტატიების შემთხვევაში შეგიძლიათ პირდაპირ ატვირთოთ ქართული ვიკიპედიის საიტზე. File → Publish to source page).

ძირითადი გვერდი

სათარგმნი მასალების კატეგორიაში (Translations⇨Active) გამოჩნდება ახალი ფაილი. სახელის ქვემოთ წერია - რამდენი პროცენტი დარჩა სათარგმნი. ასევე წერია - სიტყვების რაოდენობა (2020), რა ენაზე ითარგმნება (Georgian), ბოლო ცვლილება როდის გაკეთდა (9:05 PM) და ვის აქვს წვდომა ამ ფაილზე (me -  ამ შემთხვევაში მარტო ფაილის პატრონს).

ფაილს რომ მონიშვნავთ გამოჩნდება დამატებითი ფუნქციები. შეგიძლიათ გადმოწეროთ თარგმანლი, დამალოთ (1), წაშალოთ (2), გაუზიაროთ სხვას (3) და მიამაგროთ იარლიყი (4).

გაზიარების ფუნქცია პრინციპში ანალოგიური Google Drive-ის გაზიარების ფუნქციის. დაწერეთ ელ.ფოსტა ვისაც გინდათ გაუზიაროთ (1), შერჩიეთ რისი გაკეთება შეეძლება ფაილთან (2), შეგიძლიათ აქედანვე მიწეროთ წერილი (3). შემდეგ აქ, People with access, გამოჩნდება ყველა იმ ადამიანის ანგარიში ვისაც აქვს წვდომა ამ ფაილზე. აქედან შემდეგ შეგიძლიათ შეცვლოთ გაზიარების პარამეტრები.

Labels - იარლიყები
Shared with - გაზიარებული ფაილები
Translation memories - “თარგმნის მეხსირება”, შეგიძლიათ შექმნათ ახალი, გადმოწეროთ ან ატვირთოთ. ასევე გაუზიაროთ სხვებს.
lossaries - ლექსიკონები, შეგიძლიათ გადმოწეროთ ან ატვირთოთ. ასევე გაუზიაროთ სხვებს.

image11.png

This work by Educare Georgia is licensed under a
Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 Unported License.
Permissions beyond the scope of this license may be available at rbadalyan@educaregeorgia.com

 

Adaptive Learning

ადაპტური სწავლის პროგრამები

პედაგოგებისათვის

arrows, adaptation.png


ამ სტატიაში მოკლედ აღვწერ საგანმანათლებლო ტექნოლოგიების (Ed-Tech) ერთ კატეგორიას, რომლებსაც ადაპტური სწავლის (adaptive learning) პროგრამებს უწოდებენ. შინაარსობრივად ეს პროგრამები ძირითადად მათემატიკურ საგნებზეა. ამ კატეგორიის პროგრამების განმასხვავებელი მახასიათებელი ის არის რომ, პროგრამა მოსწავლეს მისი ცოდნის შესაბამის ამოცანებს აძლევს. პროგრა ერგება მოსწავლის ცოდნის დონეს. როცა მოსწავლე პირველად იწყებს მუშაობას, პროგრამა (სტატისტიკურ ანალიზს აკეთებს) "უყურებს" რა სირთულის ამოცანებს როგორ პასუხობს - შეცდომით თუ სწორად. შემდეგ ამ მონაცემებზე დაყრდნობით აძლევს ისეთ ამოცანებს, რომლებიც არც ზედმეტად რთულია, და არც მარტივი. ინარჩუნებს ბალანს, მოსწავლის შესაძლებლობებსა და ამოცანის სირთულეს შორის. განათლების სფეროში, ამის მზგავსი - თეორიიდან - შეიძლება მოვიყვანოთ, ვიგოტსკის უახლოესი განვითარების ზონის პრინციპები და - შეფასებიდან - და Cat-ის ტიპის გამოცდები.

ასეთი პროგრამების პლიუსი იმაშიცაა, რომ უკუკავშირს იმ წამსვე აძლევს; არ სჭირდება დალოდება როდის შეამოწმებთ მის ნამუშევარს, ან თუნდაც სანამ გადაფურცლავს წიგნის ბოლოში და სწორ პასუხს ნახავს. პროცესი არის უწყვეტი. მოსწავლე კითხულობს ამოცანას → ფიქრობს მის ამოხსნაზე → წერს თავის  პასუხს → ხედავს სწორია თუ არა. დრო პასუხის დაწერასა და უკუკავშირის მიღებას შორის არის უმცირესი.

image03.png

ჩვენ ვნახეთ ორი ფუნქცია - მოსწავლის უნარებსა და ცოდნაზე მორგება და სწრაფი უკუკავშირი. ზოგ პროგრამას ესევე შეუძლია შეცდომის დაშვებისას მოსწავლეს აჩვენოს როგორ უნდა ამოეხსნა ეს ამოცანა; ყველა ნაბიჯს დეტალურად აღუწერს. ასევე სთავაზობს სასწავლო მასალებს, სადაც ახსნილია კონკრეტული მეთემატიკური კონცეპტი. ეს შეიძლება უბრალოდ ტექსტი კი არ იყოს, რთული ტერმინებით და ერთი-ორი ვიზუალიზაციით, არამედ ვიდეო გაკვეთილი. პროგრამის გამოყენებას ის უპირატესობაც აქვს რომ მოსწავლეები ვეღარ იქნებიან იმის იმედზე - "ნეტა მასწავლებელმა მე არ გამომკითხოს დღეს" ან "დღეს ვუპასუხებ და შემდეგზე აღარ გამომკითხავს." პროგრამა გამოკითხავს ყველას და ყოველდღე. მზგავსი რამ ზოგიერთ მოსწავლეს “კოშმარულ სიზმარშიც” არ უნახავს.

ხუმრობა იქით იყოს და როგორც ხედავთ ამ გზით შეგიძლიათ ბაზისური უკუკავშირის და შესაფერისი სასწავლო მასალის მიწოდების ამოცანები გადააბაროთ კომპიუტერს. შედეგად ყველა მოსწავლე, ყოველდღე აქტიურად მუშაობს.

ვფიქრობ ადაპტური სწავლის პროგრამების ამ თვისების მნიშვნელობის გადაფასება რთულია. ასეთი რუტინული, მექანიკური საკითხების კომპიუტერისთივს გადაბარებით, თქვენ გითავისუფლდებათ უამრავი დრო რომელსაც მიმართავთ უფრო სიტუაციურ და რთულ ამოცანებზე.

მაგალითად, მოსწავლეს (მოსწავლეთა ჯგუფს) რომელმაც ვერ გაიგო და ამოცანებს ისევ და ისევ შეცდომით ასრულებდა უხსნით კონკრეტულ მათემათიკურ კონცეპტს. ამ დროს დანარჩენი კლასი აკრძელებს ამოცანების ამოხსნას, იღებს უკუკავშირს (და  შეცდომის დაშვების დროს შესაფერის სასწავლო მასალას) და დამოუკიდებლად ეუფლება ახალ კონცეპტებს. ეს მაგალითი ფაქტიურად წარმოადგენს შერეული სწავლების (Blended learning) ერთ-ერთ კომპონენტს.

image02.png

აქ შეიძლება იკითხოთ - როგორ ვხედავ, ვინ სწორად პასუხობს ამოცანებს ვინ შეცდომით? და თუ კლასის მხოლოდ ნაწილთან ვიმუშავე, როგორ გავიგებ რომ დანარჩენები აკრძლებენ ამოცანების ამოხსნას და არ სჭირდებათ დახმარება? ეს და სხვა მზგავსი კითხვები მნიშვნელოვანია. ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც მოსწავლე იღებს თუ არა უკუკავშირს. ამისთვის, ზოგ პლატფორმაზე, არის სპეციალურად თქვენთვის, მასწავლებლისთვის განკუთვნილი გვერდ(ებ)ი, სადაც არის მთელი კლასის მონაცემი. ვინ როგორ შეასრულა ამოცანა, რამდენჯერ დაუშვა შეცდომა, რამდენჯერ უპასუხა სწორად, რამდენი დრო დახარჯა კონკრეტულ ამოცანაზე, რადემჯერ გამოიყენ მინიშნება და ა.შ. ასევე, შეგიძლიათ ნახოთ როგორ ხსნის ამოცანებს კლასის ყველა მოსწავლე, რეალურ დროში.

თქვენ ხედავთ არა უბრალოდ მშრალ ციფრებს. მონაცემები არის სტატისტიკურად დამუშავებული და თვალსაჩინოდ მოწოდებული. დამუშავება შეიძლება შესრულებული იყოს სხვადასხვა დონეზე. დაწყებული მარტივიდან (საშუალო, პროცენტები და ა.შ.) და დამთავრებული რთული სტატისტიკური ანალიზით, რომელიც მრავალ მეთოდს მოიცავს. შედეგად, მოსწავლეებთან მუშაობის დაგეგმვისას შეგიძლიათ დაეყრდნოთ სანდო მონამეცებს.

როგორც ვხედავთ, პროგრამა ეხმარება როგორც მოსწავლეს, ისე მასწავლებელს; გაძლევთ სანდო სურათს, მოსწავლის ცოდნასა და უნარების შესახებ. და ეს ინფორმაცია შეიძლება იყოს ნაჩვენები როგორც ცალკეულ მოსწავლეზე, ისე მთელ კლასზე.

მოდით შევაჯამოთ ის პლიუსები რაც აქვს ადაპტური სწავლის პროგრამების გამოყენებას:

  1. მოსწავლე იღებს თავისი ცოდნისა და უნარების დონის შესაფერის ამოცანებს და სასწავლო მასალებს;

  2. მოსწავლე უკუკავშირს იღებს იმწამსვე, როგორც კი პასუხს დაწერს;

  3. თუ შეცდომას უშვებს, პროგრამა აჩვენებს როგორ უნდა ამოეხსნა და სასწავლო მასალებს სთავაზობს;

  4. მუშაობს ყველა მოსწავლე და ყოველდღე;

  5. რუტინულ და მექანიკურ ამოცანებს პროგრამა ასრულებს, შედეგად გითავისუფლდებათ დრო უფრო მნიშვნელოვანი ამოცანებისთვის;

  6. იღებთ დამუშავებულ, თვალსაჩინო, ინფორმატიულ მონაცემებს მოსწავლეების აქტივობაზე და

  7. ბევრი სხვა რაც აქ არ გვიწერია.

აქამდე რაც ჩამოვთვალეთ არის პროცესები, რომლებსაც პროგრამა მასწავლებლისგან დამოუკიდბლად ასრულებს. მასწავლებლის ჩართულობა არის მინიმალური. წარმოიდგინეთ რამდენად უმჯობესდება განათლების პროცესი, როცა მასწავლებელი აქტიურად ერთვება. არა, ეს არ არის მართებული აღწერა მასწავლებლის და პროგრამის ურთიერთმიმართების (სპეციალურად დავწერე შეცდომით). მასწავლებელი კი არ ერთვება პროგრამის მუშაობის პროცესში, პროგრამაა ჩართული მასწავლებლის საქმიანობაში. ამის ხაზგასმა მნიშვნელოვანია. პროგრამა არის ინსტრუმენტი, ის ვერ ჩაანაცვლებს მასწავლებელს. არსებულ სასწავლო პროგრამებს რომ გადახედოთ უმეტესობა ისეა სტრუქტურირებული, რომ თავისი ეფექტური მუშაობისთვის “მოითხოვს” მასწავლებელს. და აქ საუბარია არა მარტო ადაპტური სწავლის პროგრამებზე. იმისთვის რომ საგანმანათლებლო ტექნოლოგიამ ეფექტურად იმუშაოს საჭიროა პედაგოგი რომელიც მას გამოიყენებს.

საგანმანათლებლო რესურსები რომლებშიც ინტეგრირებულია ადაპტური სწავლის ესა თუ ის კომპონენტები:

  1. Khan Academy - https://www.khanacademy.org/ , ვიდეო

  2. Duolingo - https://www.duolingo.com/ , ბლოგ-პოსტი

  3. Brainrush - http://www.brainrush.com/ , ვიდეო

 

ადაპტური სწავლის პროგრამების სხვა მაგალითები: https://www.edsurge.com/adaptive-learning

ადაპტური სწავლის პროგრამის ვიზუალური მაგალითი. წყარო 

ავტორი - რაზმიკ ბადალიანი

Khan Academy-ს საიტის თარგმნა. რეგისტაცია crowdin.com-ზე

1. შედით crowdin.com-ზე და დააჭირეთ ღილაკს "Sign up"

1.1.png

2. შეარჩიეთ რეგისტრაციის ფორმა - ელ.ფოსტით, ან რომელიმე სოცილური ქსელით


3. ანგარიშის გვერდზე crowdin.com/profile დააჭირეთ ღილაკს "Edit profile" და პირველ კატეგორიაში, "General Information" მიუთითეთ მშობლიური ენა - "Native language" და სხვა ენები რაც იცით - "Preferred languages"

2.png

4. საძიებო ველში აკრიფეთ "Official Khan Academy translations".

Khan Academy-ს სხვა პროექტებიც არის, ამიტომ ყურადრებით იყავით. შეარჩიეთ ის რომლის სახელიცაა - Official Khan Academy translations

5. დააჭირეთ ღილაკს "Join Translation Project", რომ შეურთდეთ Khan Academy-ის მთარგმნელთა გუნდს

3.2..png

5.1. შეიძლება თავისით გამოვიდეს ანგარიშიდან. თავიდან შედით - "Log in"

6. დააჭირეთ საქართველოს დროშას

7. სათარგმნი ტექსტი პრიორიტეტის მიხედვით არის დალაგებული. დეტალები აქ

თუმცა შეგიძლიათ ნებისმიერი ნაწილი თარგმნოთ. ყველა საქაღალდე ღიაა

8. საქაღალდეებში არის სათარგმნი ტექსტის სხვა და სხვა პაკეტები. კურსორს რომ მიიტანთ კონკრეტულ პაკეტზე აჩვენებს რამდენია თარგმნილი. მაგალითად, სურათზე ვხედავთ, რომ "content.chrome.pot" პაკეტში ჯამში 2502 სიტყვაა და აქედან 25-ა თარგმნილი

დააჭირეთ ღილკს "Translate" რომ დაიწყოთ თარგმნა ან "Vote" რომ შეაფასოთ თარგმნილი

6.png

ისწავლე რაც გინდა, როდესაც გინდა

სტატიის ავტორი: რაზმიკ ბადალიანი

Educare Georgia-ს ლოკალიზაციის მიმართულების ხელმძღვანელი.

 

არსებული სასწვლო პროგრამებიდან ცოტა მოიძებნება ისეთი, რომელიც მასწავლებელს და მოსწავლეს სთავზობს უამრავ საგანმანათლებლო რესურსებს ერთ სივრცეში, ერთ საიტზე.  ერთ-ერთი ესეთი რესურსია ხანის აკადემია (Khan Academy). ამ რესურსის გამოყენება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, არა მარტო მოსწავლეს და მასწავლებელს. ხანის აკადამია არის უფასო და ღია რესურსი. მოკლედ აღვწერ მის მახასიათებლებს.

  • უფასოა - არანაირი გადასახადი, არც ერთჯერად არც ყოველთვიური. არც რეკლამა.

  • ხელმისაწვოდმია - ხანის აკადემიის გამოყენება შეიძლება ინტერნეტის გარეშეც. KA Lite.

  • ღიაა - რესურსი თარგმნა თავისუფლად შეიძლება, ღია ლიცენზიის დახმარებით. თარგმნაზე დეტალურად ქვემოდ. პლუს, საიტის კოდიც არის ნაწილობრივ ღია, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეიტანოს თავისი წვლილი მის განვითარებაში. იხილეთ ხანის აკადემიის პროექტი GitHub-ზე.

  • მრავალფეროვანია 1 - სწავლისთივს, საიტზე ძირითადად არის ორი ტიპის რესურსი - ვიდეო გაკვეთილები და პრაქტიკული ამოცანები. პლუს პროგრამირების ინტერაქტიული კურსები.

  • მრავალფეროვანია 2 - შინარსობრივად ვიდეოები ბევრ სფეროს მოიცავს. ძირითადი კატეგორიებია - მათემატიკა, მეცნიერება, ეკონომიკა და ფინანსები, ხელოვნება და სოციალური მეცნიერება, პროგრამირება და სხვა.

  • ბევრია - ბოლოს (15.12.2014) ხანის აკადემიის არხი რომ ვნახე YouTube-ზე 4.405 ვიდეო იყო. ამას პლუს პარტნიორი ორგნაზაციების ვიდეოები (მაგ. NASA, MIT+K12, MoMA, Stanford School of Medicine, The British Museum და სხვა). პრაქტიკული ამოცანების რაოდენობა - 100.000-ზე მეტი.

  • მასწავლებლისთვისაა - მასწავლებელი ხედავს დეტალურ ინფორმაციას მოსწავლ(ეებ)ის აქტივობაზე. როდის რომელ ვიდეოს უყურა, რამდენი ხანი. რომელი ამოცანები ამოხსნა, როდის, რა დროში, სწორად თუ შეცდომით და ა.შ. და ა.შ. მაგალითი იმისა, თუ რას ხედავს მასწავლებელი.

  • ადაპტური სწავლა (adaptive learning) - ხანის აკადემია მიეკუთვნება ადაპტური სწავლის ტიპის პროგრამებს. კონკრეტულად, გამოყენებული აქვთ ლოგისტიკური რეგრესია მოსწავლის დახელოვნებულობის შესაფასებლად ამ თუ იმ საკითხში. დეტალები აქ.

  • განათლების ფსიქოლოგია - ხანის აკადემიაზე გათვალისწინებულია ასევე სწავლის მოტივაციის ფაქტორები. კონკრეტულად,  მოსწავლის დამოკიდებულება საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების მიმართ. დეტალები ამ სტატიაში და ამ საიტზე.

  • სოციალურია - მოსწავლეებს აქვთ საშუალება დაეკონტაქტონ ერთმანეთს და მასწავლებლებს. დასვან კითხვები თუ რაღაც ვერ გაიგეს, ან დაეხმარონ სხვებს გაგებაში.

  • სახალისოა - საიტზე არის თამაშის მექანიკის სხვადასხვა ელემენტები (მაგ. ბეჯები და ქულები) ჩადებული, რომლებიც აძლიერებენ სწავლის მოტივაციას.

  • პოპულარულია - 2014 წლის მაისისთვის, ხანის აკადემიაზე რეგისტრირებულია 350.000 მასწავლებელი, 450 მილიონი ვიდეოა ნანახი, ორ მილიარდზე მეტი ამოცანაა ამოხსნილი მოსწავლებიის მიერ დაახლოებით 200 ქვეყნიდან. ყოველთვიურად 10 მილიონზე მეტი უნიკალური მომხმარებელი ჰყავს ამ საიტს. წყარო

  • ვითარდება - ხანის აკადემია დაფუძნდა 2006 წელს. ამ პერიოდში მან მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა როგორც რაოდენობრივად ისე თვისებრივად. მაგ. ლოგისტიკური რეგრესიის გამოყენება (2011 წ.), პროგრამირების ინტერაქტიული კურსები ( 2013 წ.) და სწავლის მოტივაციაზე მოქმედი ფაქტორების გათვალისწინება (2014 წ.).

Khan Academy-ს გადმოქართულება

სანამ თარგმნის განხილვაზე გადავალ მინდა ერთ საკითხს გავუსვა ხაზი. ხანის აკადემია არ არის პანაცეა, ეს არ არის იდეალური საგანმანათლებლო რესურსი რომელიც (სხვა ქვეყნის თუ ჩვენი) განათლების სისმტემაში არსებულ ხარვეზებს გამოასწორებს. ამავდროულად, ის არის ერთ-ერთი საუკეთესო არსებულთაგან. და რაც მთავარია ჩვენ შედარებით მარტივად შეგვიძლია გავხადოთ ის ხელმისაწვდომი ჩვენი მოსახლეობისთვის, მისი თარგმნით. არ არის საჭირო პროგრამირების ცოდნა, მითუმეტეს ახალი კოდის დაწერა.

ხანის აკადემია არის ღია. ნებმისმიერ ადამინას შეუძლია როგოც მისი გამოყენება, ისე შეცვლა. სპეციალური დამხმარე პროგრამებით შეიძლება როგორც ვიდეოს თარგმნა ისე მთლიანი საიტის, თავისი პრაქტიკული ამოცანებით. ეს პროგრამებია, ვიდეოსთვის სუბტიტრების შექმნისთვის - amara.org და საიტის თარგმნისთვის - crowdin.com (აქვე აღვმნიშნავ, ეს ორივე პლატფორმა არის უფასო; თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა ვიდეოების თუ საიტების თარგნისთვის).

ჩვენი ფონდის ერთ-ერთი მიზანია ხელი შევუწყოთ ხანის აკადემიის თარგმნას და გამოყენებას. თარგმნის პროცესი უკვე დაწყებულია. ქართული სუბტიტრებით ახლა (ნანახია 15.04.2015) არის  1308 ვიდეო, რაც საერთო რაოდენობის 15%-ია (წყარო).

იყენებენ საქართველოში ხანის აკადემიას? 2015 წლის 1 იანვირიდან 26 თერვლის ჩათვლით საქართველოდან ხანის აკადემიის სხვადასხვა გვერდი ნანახია 118 000+ ჯერ 6000+ ადამიანის მიერ. საიტის გამოყენების საშულოა ხანგრძლივობა - 15 წუთი, ნანახი გვერდების საშუალო რაოდენობა ≈ 10. ეს იმის ფონზე რომ საიტი არ არის ჯერ ქართულ ენაზე. ვფიქრობ არ იქნება გაზვიდებული თუ ვივარაუდებ, რომ მინიმუმ სამჯერ გაიზრდება მომხარებლების რაოდენობა მას მერე რაც საიტის ძირითადი ნაწილი ითარგმნება ქართულ ენაზე.

გვინდა ამ ორივე პროცესს უფრო ორგანიზებული სახე მივცეთ. ეხლა ვართ გეგმის შედგენის ეტაპზე. თუ დაინტერესდით ამ სასწავლო რესურსით და გინდათ მიიღოთ მონაწილეობა მის თარგმნაში (ინფორმაცია თარგმნაზე), ან გსურთ მისი გამოყენება, თვითგანათლებისთვის ან სხვების სწავლებაში, მომწერეთ rbadalyan@educaregeorgia.com.

ვფიქრობ ხანის აკადემია საინტერესო იქნება პირველ რიგში უნივერსიტეტებისთვის. რადგან უკვე დღეს თავისუფლად შეუძლიათ მისი ვიდეოების და პრაქტიკული ამოცანების გამოყენება ამათუიმ სპეციალობის სტუნდენტების სწავლებაში. პლუს ვიდეობის თარგმნა, შეიძლება გამოიყენონ, როგორც უცხო ენის სწავლის ერთ-ერთი საშუალება.

ამ პროცესის წარმართვა სხვადსხვა გზით შეიძლება. აქ მთვარია იყოს კომუნიკაცია და თანამშრომლობა დაინტერესებულ ჯგუფებს შორის, იმისთვის რომ ეს პროცესი უფრო სწრაფად წარიმართოს, თარგმანი იყოს ხარისხიანი და რესურსის გამოყენება ეფექტური.


Educare Georgia-ს გუნდი

რაზმიკ ბადალიანი - ლოკალიზაციის მიმართულების ხელმძღვანელი

rbadalyan@educaregeorgia.com

 

ისწავლე ნებისმიერი უცხო ენა, უფასოდ!

ქართულ ენაზე ინტერნეტის მხოლოდ 0.005%-ია. ალბათ ეს ერთი წინადადებაც საკმარისია პრობლემის დასმისთვის (დეტალები იხილეთ ქვემოთ). ამიტომ, შემდეგ საკითხზე გადავალთ – როგორ დავძლიოთ ეს პრობლემა? ამის 3 გზა არსებობს. ქართულენოვანი რესურსების შექმნა, უცხო ენის სწავლა და არსებული რესურსების თარგმნა.

ამ ტექსტში ბოლო ორზე გვექნება საუბარი, ერთი კონკრეტული სასწავლო პლატფორმის მაგალითზე. ეს არის დუოლინგო (www.duolingo.com). რატო ეს პროგრამა? ესეთი რესურსები ხომ მრავლად არის ინტერნეტში? კი ბევრია, მაგრამ ჩვენი აზრით დუოლინგო ჯობია. იმიტომ რომ ...

  1. ეფექტურია – რამდენიმე კვლევაა ჩატარებული, რომლიც მიუთითეთბს ამაზე.

  2. უფასოა – აბსოლუტურად უფასო. არანაირი freemium, 30 დღიანი საცდელი ვადა თუ სხვა რამ. რეკლამაც არ არი. (აქ ალბათ იკითხავთ „კი მაგრამ შემოსავალი საიდან აქვთ?“ ამაზე ქვემოთ)

  3. ხელმისაწვდომია – ბრაუზერიდან. ანდროიდის, აიოსის და ვინდოუსის მობილური აპლიკაციებიდან.

  4. პოპულარულია – 150 მილიონზე მეტი ადამიანი იყენებს. 2013 წლის საუკეთესო აპლიკაცია, როგორც ანდროიდის ისე ეპლის მიხედვით.

  5. სოციალურია – შეგიძლიათ მეგობრებთან ერთად ისწავლოთ.

  6. სახალისოა – ენის სასწვლო კურსი თამაშის მექანიკის ელემენტებითაა შექმნილი.

  7. მრავალფეროვანია – უსმენთ, წერთ, მეტყველევთ, უყურებთ, ირჩევთ და თანმიმდევრობით ალაგებთ. ყველა ამ აქტივობას ახორციელებთ სწავლის/თამაშის პორცესში.

  8. ინდივიდზეა მორგებული – დუოლინგოს პროგრამა მიეკუთვნება ადაპტური სწავლის (adaptive learning) ტიპის პროგრამებს.

და კიდევ ორი, ჩვენი აზრით ყველაზე მთავარი, რაზეც ცალკე დავწერ.

პირველი, ეხმიანება კითხვას – საიდან აქვთ შემოსავალი? საერთოდ, დუოლინგოს მიზანი არ არის უცხო ენის სწავლება. ამ საიტის მიზანია, შექმნას პლატფორმა სადაც ერთობლივი ძალებით (crowdsourcing) მოხდება ინტერნეტის თარგმნა ყველა ენიდან, ყველა ენაზე (დეტალები იხილეთ ამ ვიდეოში. დუოლინგოს დამფუძნებლის, ლუის ვონ ანის გამოსვლა). ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, პლატფორმაზე ატვირთოს ტექსტი (უბრალოდ ლინკის მითითებით) და დაიწყოს მისი თარგმნა. ამავდროულად ეს ტექსტი არის ღია. დუოლინგოს სხვა მომხმარებლებიც ხედავენ და მარტივად შეუძლიათ თარგმნაში მონაწილეობის მიღება. რაც შეეხება შემოსავალს. დუოლინგოს გუნდი იღებს შეკვეთებს რიგი ორგანიზაციებისგან სტატიების თარგმნაზე. ამ სტატიებს თარგმნიან დუოლინგოს მომხმარებლები. გამოდის რომ მომხმარებელი სწავლობს სტატიების თარგმნით და ამით “იხდის” დუოლინგოს გამოყენების საფასურს. მაგრამ ეს არაა სავალდებულო. თავისუფლად შეგიძლიათ, გამოიყენოთ დუოლინგოს ნებისმიერი, თუნდაც ყველა სასწავლო კურსი და ერთი წინადადებაც არ თარგმნოთ. მაგრამ ბევრი თარგმნის, და ხარისხიანად, რადგან არც CNN-ს და არც BuzzFeed-ს არ შეუწყვეტია კონტრაქტი დუოლინგოსთან. და დარწმუნებული ვარ საქართველოდანაც ბევრი თარგმნის. იმიტომ რომ მადლობელი იქნება, და იმიტომაც რომ ქართულ ენაზე ინტერნეტის მხოლოდ 0.005%-ა. გვჯერა, რომ ამ პლატფორმის გამოყენებით ბევრი ადამიანი მოიგებს.

მეორე ის არის, რომ დუოლინგოში შეგიძლია თავად შექმნა უცხო ენის სასწავლო კურსი. თუმცა ყველას არ შეუძლია კურსის შექმნა. მსურველმა უნდა დაუმტკიცოს დუოლინგოს გუნდს რომ შეუძლია ამის გაკეთება. კიდე არის საკითხები რომელთა გათვალისწინებაც საჭიროა. დეტალები კურსის შექმნაზე შეგიძლიათ იხილოთ აქ.

მაგრამ ჩვენ ამ პროგრამას ვერ ვიყენებთ ჯერ. იმის გამო რომ არავის შეუქმინია ჯერ ქართულენოვა კურსი დუოლინგოზე. თუმცა ეს ჯერ! დარწმუნებული ვართ ეხლა როცა წაიკითხეთ ეს ტექსტი მოგინდათ ან ამ პლატფორმაზე ენის სწავლა, ან რამე თქვენთვის საინტერესო ტექსტის თარგმნა ან ქართულენოვანი კურსის შექმნა. პირველ რიგში უნდა შეიქმნას ქართულენოვანი კურსი. მერე იქნება შესაძლებელი უცხო ენის სწავლაც და თარგმნაც.

რა შეიძლება გავაკეთოთ ქართულენოვანი კურსის შესაქმნელად?

მიეცით ხმა ქართული ენის დამატებას duolingo.ge 

თუ იცით უცხო ენა გამოსცადეთ რომელიმე არსებული კურსი. თავად დარწმუნდით დუოლინგოს ეფექტურაბაში.

თუ გსურთ კურსის შექმნა, გაეცანით კურსის შექმნის დეტალებს აქ. ჩვენი გუნდი აქტიურად ეძებს კომპენტენტურ ადამიანებს, ვისაც შეუძლია და რაც მთავარია უნდა შექმნას ქართულენოვანი კურსი დუოლინგოზე.

თუ გჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია, გაქვთ იდეა, გინდათ მიიღოთ მონაწილეობა პირველი ქართულენოვანი კურსის შექმნაში ან უბრალოდ გინდათ მოგვიკითხოთ – მოგვეწერეთ rbadalyan@educaregeorgia.com.

უცხო ენის ცოდნის საჭიროების შესახებ

მართლაც, ბევრ ქართველს გამოადგება ეს პროგრამა. რამდენი სკოლის მოსწავლეა, რომელიც წვალობს ერთფეროვანი წიგნების და სავარჯიშოების ისევ და ისევ გამეორებით? დუოლინგოს გამოყენება ისეთი მარტივია რომ პირველ კლასელიც შეძლებს გამოყენებას (მშობლების მეთვალყურეობით ცხადია, პირველ კლასელი ინტერნეტში მარტო არ უნდა შედიოდეს!). და ნუ გვავიწყდება რომ ყველა პირველ კლასელს აქვს კომპიუტერი, რომლითაც შეუძლია ითამაშოს დუოლინგო, არა უკაცრავად – ისწავლოს უცხო ენა (და როგორც კვლევა მიუთითებს, დუოლინგოს გამოყენებას მეტი ეფექტი აქვს დამწყებთათვის. წყარო გვ. 19 Conclusion). დუოლინგო დაეხმარება არა მარტო სკოლის მოსწავლეებს. საქართველოში ბევრმა არ იცის ინგლისური ენა. იხილეთ გრაფიკი #1

დუოლინგოზე შესაძლებელია არა მარტო ინგლისური ენის სწავლა. ქართული ენიდან, ნებისმიერი ენის სწავლა იქნება შესაძლებელი. და პირიქით, ნებისმიერი ენიდან ქართული ენის.

ამ პროგრამაზე, კიდე ბევრი კარგი რამის თქმა შეიძლება და ამავდროულად, ცხადია ის არ არის იდეალური, ამის ილუზია არ გვაქვს. თუმცა, არსებული უფასო უცხო ენის სასწავლო პროგრამების სფეროში, დუოლინგოს ყველაზე მეტი პოტენციალი აქვს საქართველოსთვის.

ველით თქვენს წერილებს :)

Educare Georgia-ს გუნდი

rbadalyan@educaregeorgia.com

P.S. ასევე სერტიფიკატს გასცემენ. ონლაინ აბარებთ, შეგიძლიათ ჩააბაროთ მობილურიდან (ანდროიდ, აიოს). სერტიფიკატის ვალიდურობაც კვლევითაა მხარდაჭერილი.

სტატიის ავტორი: რაზმიკ ბადალიანი