ხანის აკადემის გაკვეთილების შემქმნელი – უვადო ვაკანსია

ვაკანსია უვადოა, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ განაცხადის შევსება. თუ მოგვეწონება თქვენი ვიდეო დაგიკავშირდებით.

მოთხოვნები  – ვეძებთ მათ, ვინც:

  • კარგად იცის აპლიკაციაში მითითებული ერთ-ერთი საგანი მაინც

  • კარგად იცის ქართული და ინგლისური

  • აქვს ქართულად მეტყველების კარგი უნარი

  • შეძლებს, არა უბრალოდ თვიდან შექმნას ვიდეო, არამედ კარგად გადმოსცეს გაკვეთილის შინაარსი:

    • შეუძლია გახადოს გაკვეთილი საინტერესო მოსწავლეებისთვის.

    • შეძლებს ენერგიულად და ენთუზიაზმით თემის ახსნას.

    • გააკეთებს სწორ აქცენტებს და გამოირჩევა ჩართულობით.

დამხმარე მასალა თუ როგორ გაახმოვანოთ იხილეთ აქ

 

პასუხისმგებლობა

  • თქვენ მიერ შექმნილ საგანმანათლებლო მასალას ათიათასობით ადამიანი გამოიყენებს – სკოლამდელი, სკოლის მოსწავლე, აბიტურიენტი, სტუდენტი, მასწავლებელი, სპეციალური საჭიროებების მქონე, ყველა ვისაც სწავლა სურს. ვფიქრობთ პასუხისმგებლობა ამ ადამიანების მიმართ საკმარისი მოტივაციაა სამუშაოს გულისყურით და ხარისხიანად შესრულებისათვის!

 

პირობები/ანაზღაურება

  • მოქნილი გრაფიკი

  • ანაზღაურება

    • გთხოვთ მიუთითოთ თქვენი პირობა განაცხადში, შესაბამის ველში

    • მიუთითეთ:

      • მხოლოდ გახმოვანება (ხმის ჩაწერა დუბლირებისთვის). 1 საათის ღირებულება, ან/და

      • ვიდეოს თავიდან ჩაწერა. 1 საათის ღირებულება

        • მონტაჟი და ხმის დამუშავება (ეს პუნქტი სავალდებულო არ არის)

 

გთხოვთ შეავსოთ განაცხადი აქ

რაიმე კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ Facebook- ზე