ხანის აკადემიის მწვრთნელი

ხანის აკადემიის დანერგვა სკოლებში

პოზიცია: მწვრთნელი

განაცხადის შევსების ბოლო დღე: 8 აპრილი 2018

 

თუ...

  • გსურთ, თქვენს გარშემო მასწავლებლები იყენებდნენ თანამედროვე ტექნოლოგიებს თავიანთ საქმიანობაში;

  • თავად იყენებთ ციფრულ საგანმანათლებლო რესურსებს სწავლებაში თუ თვითგანათლებისთვის;

  • გაქვთ უნარი, დაეხმაროთ სხვას ახალი უნარების განვითარებაში.

…მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვისაა!

 

აუცილებელია:

იყოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე:

  • სკოლის მასწავლებელი;

  • ყოფილი მასწავლებელი, რომელიც ამჟამად სკოლაში არ მუშაობს;

  • სტუდენტი, რომელიც მასწავლებლად მუშაობას აპირებს.

სასურველია (მაგრამ არა აუცილებელი):

  • იყოთ მათემატიკის, ან ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელი;

  • ცხოვრობდეთ ჩამოთვლილი ქალაქებიდან რომელიმეში: გორი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი.

 

მიზანი

Educare Georgia აგრძელებს ქართულენოვანი „ხანის აკადემიის“ დანერგვას სკოლებში. წინა წელს საპილოტე პროექტში ჩართული იყო 15 სკოლა. მიმდინარე სასწავლო წელს ვაგრძელებთ „ხანის აკადემიის“ დანერგვას ყველა დაინტერესებულ სკოლაში, რისთვისაც გვჭირდება მწვრთნელები.

რატომ „ხანის აკადემია“?

„ხანის აკადემია“ მასწავლებელს საშუალებას აძლევს:

  • სწრაფად მოძებნოს და აარჩიოს სასწავლო მასალა რამდენიმე ასეული თემიდან, ათასობით სასწავლო ვიდეოდან, ათი ათასობით სავარჯიშოდან და სტატიიდან;

  • სწრაფად და მარტივად მისცეს დავალება მოსწავლეებს;

  • დაზოგოს დრო – საიტი თავად შეასწორებს მოსწავლეების ნაშრომს;

  • თვალი ადევნოს თითოეული მოსწავლის პროგრესს;

  • იმუშაოს თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალურად – მისცეს კერძო დავალებები, რჩევები და ა.შ.;

  • გახადოს სწავლება უფრო ინტერაქტიული და სახალისო.

 

რა უნდა ვიცოდეთ „ხანის აკადემიაზე“?

  • ეს არის დამხმარე ინსტრუმენტი და მისი მიზანი არ არის მასწავლებლის ჩანაცვლება;

  • ხანის აკადემიის სავარჯიშოების მიზანია ვარჯიში და არა – ცოდნის შემოწმება;

  • საიტის შემქმნელების აზრით, მათემატიკის სწავლა შეუძლია ყველას;

  • ეს არის დამოუკიდებელ მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო საიტი, რომელიც დიფერენცირებული სწავლების საშუალებას გვაძლევს.

ამგვარად, ჩვენი მიზანია, მასწავლებლებს არა მხოლოდ ვასწავლოთ საიტის გამოყენება, არამედ დავანახოთ ის პედაგოგიკური მიდგომები და მსოფლმხედველობა, რომელზეც „ხანის აკადემია“ დგას.

მოვალეობები

  • სკოლასთან „ხანის აკადემიის“ დანერგვის შეთანხმება;

    • გვაქვს დაინტერესებული სკოლების სია, რომლებიც ელოდებიან მწვრთნელს მათ რეგიონში;

  • მასწავლებლისთვის საიტის გამოყენების სწავლება;

  • მასწავლებლისგან უკუკავშირის მიღება დანერგვის პროცესში.

პირობები და ანაზღაურება

  • მოქნილი გრაფიკი;

  • გამოსაცდელი ვადა – 45 დღე;

  • ერთ სკოლაში დანერგვის ანაზღაურება – 300 ლარი ხელზე;

    • ანაზღაურებას მიიღებთ გამოსაცდელ ვადაშიც;

    • თითოეულ სკოლას სავარაუდოდ შეხვდებით დაახლოებით 6-ჯერ. შესაძლებელია ზოგი ეტაპის გაერთიანება და ერთ შეხვედრაში ჩატარებაც.  ეტაპების მიმოხილვა იხილეთ აქ http://bit.ly/დანერგვის_ეტაპები_KA_V1 .

ვადა

მინიმუმ სასწავლო წლის ბოლომდე

განაცხადი

http://bit.ly/მწვრთნელის_ვაკანსია_2018

განაცხადის შევსების ბოლო ვადა – 8 აპრილი.

შერჩევის პროცესი 2-ეტაპიანია: განაცხადი და შემდეგ გასაუბრება.

რესურსები

ხანის აკადემიის ქართული ვერსია – www.ka.khanacademy.org

მასწავლებლის რესურსები – https://ka.khanacademy.org/coach/resources (საიტზე უნდა შესული იყოთ, რომ გახსნას)

დანერგვის ეტაპების მოკლე მიმოხილვა – http://bit.ly/დანერგვის_ეტაპები_KA_V1

მომზადების ეტაპის ვიდეომიმოხილვა.
თეორიული ნაწილი – http://bit.ly/theory_videos_KA_2018,
პრაქტიკული ნაწილი – http://bit.ly/practise_videos_KA_2018