Khan Academy-ის გაკვეთილების გამხმოვანებელი

პოზიცია: Khan Academy-ს ვიდეოგაკვეთილების გამხმოვანებელი

 

მოთხოვნები  – ვეძებთ მათ, ვინც:

  • ძალიან კარგად იცის მათემატიკა (მათემატიკის, ფიზიკისა და კომპ. მეცნიერების ბაკალავრებს/მაგისტრებს მიენიჭებათ უპირატესობა).

  • ძალიან კარგად იცის ქართული და ინგლისური.

  • აქვს ქართულად მეტყველების კარგი უნარი.

  • შეძლებს, არა უბრალოდ ხმა დაადოს ვიდეოს, არამედ კარგად გადმოსცეს გაკვეთილის შინაარსი:

    • შეუძლია გახადოს გაკვეთილი კიდევ უფრო საინტერესო და მეტი ჩართულობა გამოიწვიოს მოსწავლეებში.

    • შეძლებს ენერგიულად და ენთუზიაზმით გახმოვანებას.

    • გააკეთებს სწორ აქცენტებს და გამოირჩევა ჩართულობით.

 

პასუხისმგებლობა

  • თქვენ მიერ გახმოვანებული საგანმანათლებლო მასალას ათიათასობით ადამიანი გამოიყენებს – სკოლამდენი, სკოლის მოსწავლე, აბიტურიენტი, სტუდენტი, მასწავლებელი, სპეციალური საჭიროებების მქონე, ყველა ვისაც სწავლა სურს. ვფიქრობთ პასუხისმგებლობა ამ ადამიანების მიმართ საკმარისი მოტივაცია არის სამუშაოს გულისყურით და ხარისხიანად შესრულებისათვის!

 

პირობები/ანაზღაურება

  • მოქნილი გრაფიკი

  • ანაზღაურება:

გთხოვთ მიუთითოთ თქვენი პირობა განაცხადში, შესაბამის ველში: https://docs.google.com/forms/d/1Wa_N_KAvKnFj2dOp62td5ZcWs62twse3M3ni23l6tD4/edit?uiv=0

მიუთითეთ

1. მხოლოდ გახმოვანება (ხმის დადება): მიუთითეთ 1 საათი-ის ღირებულება

2. გახმოვანება, მონტაჟი და ხმის დამუშავება: მიუთითეთ 1 საათი-ის ღირებულება (ეს პუნქტი სავალდებულო არ არის)

 

განაცხადი

  • გთხოვთ შეავსოთ განაცხადი: https://docs.google.com/forms/d/1Wa_N_KAvKnFj2dOp62td5ZcWs62twse3M3ni23l6tD4/edit?uiv=0

  • გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენ მიერ გახმოვანებული რომელიმე ვიდეო (განაცხადის შესაბამის ველში შეგიძლიათ მიუთითოთ ბმული)

  • გთხოვთ საცდელად გაახმოვანოთ ეს ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=rK4sXm_MPWo

  • გახმოვანება შეგიძლიათ არაპროფესიონალური აპარატურითაც. თუნდაც სახლის პირობებში, უბრალო მიკროფონით (ლეპტოპზე ან ტელეფონზე). თქვენს მიერ გახმოვანებული გაკვეთილის ბმული გთხოვთ ჩასვათ განაცხადის შესაბამის ველში. თუ მხოლოდ ხმოვან ფაილს მოამზადებთ გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე rbadalyan@educaregeorgia.com

  • განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 27 ივნისი.