Charte.ge - პროექტის მენეჯერი

პროექტი “ჩართე”

Charte.ge არის სოციალური სტარტაპი - Crowdfunding პლატფორმა სადაც ნებისმიერს შეუძლია დაუფინანსოს ყოველთვიური ინტერნეტის გადასახადი ან გადასცეს კომპიუტერი, 7-12 კლასის მოსწავლეებს, რომლებსაც ამის საშუალება არა აქვთ.

პროექტი დაიწყო წეროვანის და წილკანის იძულებით გადაადგილებულთა დასახლებით. საქართველოში 100 000-მდე ასეთი ბავშვია.  

 

ვინ ვართ

პროექტის ინიციატორი არის Educare Georgia – საგანმანათლებლო ფონდი, რომლის მიზანია ინტერნეტის და  თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, მსოფლიო დონის განათლება ხელმისაწვდომი გახადოს საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისთვის.

ჩვენი პროექტებია:

 

ვეძებთ მას

*ქვემოთ დასახელებული არც ერთი მოთხოვნა არ არის დაწერილი “სიტყვის მასალისთვის” :) ყველა პუნქტს დიდი ყურადღება ექცევა!

  • ვისაც აინტერესებს ტექ. მეწარმეობა (Tech Entrepreneurship), სოციალური მეწარმეობა (Social Entrepreneurship)
  • ვინც ბევრს კითხულობს, უყურებს და უსმენს იმაზე თუ როგორ მუშაობენ სტარტაპები (Lean?!) ან მზად არის რომ ჩაეძიოს.
  • ვინც ტექნოლოგიებთან მეგობრობს და ინოვაციის მეშვეობით პრობლემის გადაჭრის იდეები ღამე არ აძინებს.
  • ვისაც უნდა რომ კარგი საქმე აკეთოს, ისწავლოს და გამოცდილება მიიღოს.

 

ასევე:

  • ბევრს კითხულობს და მუდამ ახალს სწავლობს.

  • არასოდეს ეზარება და აქვს პასუხიმგებლობის გრძნობა.

  • კარგად იცის: ინგლისური და ქართული – წერა, კითხვა, საუბარი, მოსმენა.

  • თანამედროვე ტექნოლოგიებში კარად არის გათვითცნობიერებული (ეგრეთ წოდებული Tech Savvy).

  • საქმეს დამოუკიდებლად ასრულებს.

 

რას მიიღებ

  • იმუშავებ  ისეთ პროექტებზე, რომლებიც ახალგაზრდებისათვის უფრო ხელმისაწვდომს ხდის ხარისხიან განათლებას და ტექნოლოგიებს.

  • მცირე, მოქნილი, ახალგაზრდა გუნდი.

  • სივრცე, რომელიც ოფისზე მეტია – შენ გექნება ადგილი, სადაც შეძლებ ისწავლო, წერო, მუსიკას მოუსმინო, იმუშაო, სახლს დააღწიო თავი.

  • ჩაერთვები საინტერესო იდეების და პროექტების განხილვაში.

  • კმაყოფილების შეგრძნებას, რომ კარგ საქმეს აკეთებ :)

  • გამოცდილებას.

  • ანაზღაურებას – 400 ლარს დასაწყისისთვის. (შედეგებთან ერთად გაიზრდება)

  • გზის, მობილურის და ინტერნეტის ხარჯების ანაზღაურებას.

 

თუ გაინტერესებს, შეავსე ეს განაცხადი

განაცხადის შევსების ბოლო ვადა 3 ოქტომბერი 2017.

შერჩევა 3 ეტაპიანია: 1) აპლიკაცია 2) გასაუბრება/დავალება 3) დავალების პრეზენტაცია.

საცდელი ვადა 45 დღე