სკოლებში ხანის აკადემიის და code.org-ის წარდგენა

(მთელი საქართველოს მასშტაბით)

პოზიცია: წარმდგენი

განაცხადის შევსების ბოლო დღე: 14/10/2019

საგანმანათლებლო ფონდი Educare Georgia აგრძელებს ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით პრეზენტაციების ჩატარებას მთელი საქართველოს მასშტაბით არსებულ საჯარო და კერძო სკოლებში. შეხვედრის მიზანია მოსწავლეებისთვის უფასო, ონლაინ რესურსების, მათი გამოყენებისა და დადებითი შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. მათ შორის, ქართულენოვანი ხანის აკადემიისა და Code.org-ის წარდგენა.

ჯამში, ყოველთვიურად 150 000-ზე მეტი მოსწავლე და მასწავლებელი იყენებს ხანის აკადემიას და 7 000-ზე მეტი code.org-ს. ახალი პრეზენტაციების შედეგად უფრო მეტი ადამიანი შეძლებს მიიღოს ხარისხიანი განათლება სრულიად უფასოდ.

თუ...

  • გსურს შენი ქალაქისა თუ სოფლის მოსწავლეებს ჰქონდეთ წვდომა უფასო, ხარისხიან საგანმანათლებლო პროგრამებზე და რესურსებზე.

  • გამოგიყენებია ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმები ან გსურს, რომ გამოიყენო და შენი გამოცდილება გაუზიარო სხვებსაც (Khan Academy, Coursera, Edx, Udemy, Codecademy, Duolingo ან/და სხვა).

  • გაქვს პრეზენტაციის ჩატარების უნარი.

…მაშინ საშენო საქმეა

პასუხისმგებლობა

ხანის აკადემიით და code.org-ით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიიღოს ხარისხიანი განათლება სრულიად უფასოდ, იქნება ეს სკოლამდელი ასაკის, მოსწავლე, აბიტურიენტი, სტუდენტი, მასწავლებელი, თუ სპეციალური სასწავლო საჭიროებების მქონე პირი.
მოსწავლეებისთვის ამ რესურსების საფუძვლიანი წარდგენა, გადამწყვეტია მათი სრული პოტენციალით გამოყენებისთვის. ვფიქრობთ, პასუხისმგებლობა ამ ადამიანების მიმართ საკმარისი მოტივაციაა სამუშაოს გულისყურით და ხარისხიანად შესრულებისათვის!

მოვალეობები

  • სკოლებთან შეთანხმება, პრეზენტაციების დაგეგმვა და ჩატარება.

  • ანგარიშების მომზადება ჩატარებული პრეზენტაციების შესახებ.

  • თვეში მინიმუმ 6 პრეზენტაციის ჩატარება.

  • თბილისში 3-4 თვეში ერთხელ ჩამოსვლა.

პირობები და ანაზღაურება

  • მოქნილი გრაფიკი.

  • პრეზენტაციის ხანგრძლივობა – 1 საათამდე.

  • ერთი პრეზენტაციის ანაზღაურება 35 ლარი ხელზე.

  • მობილური ინტერნეტი და მგზავრობის ანაზღაურება ერთ პრეზენტაციაზე 5 ლარი.

  • გამოსაცდელი ვადა 45 დღე. 

    • გამოსაცდელ ვადაში, თვეში მაქსიმუმ 12 პრეზენტაციის ჩატარებაა შესაძლებელი.

    • გამოსაცდელ ვადაში ჩატარებული პრეზენტაციები ანაზღაურებადია.

განაცხადი

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადა – 14 ოქტომბერი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი: https://forms.gle/Vo7demViHHv93DqB7 

რესურსები

შერჩევის პროცესი შედგება 2 ეტაპისგან:

  • განაცხადი

  • გასაუბრება (რომელიც ჩატარდება ონლაინ)