ხანის აკადემის გაკვეთილების შემქმნელი – უვადო ვაკანსია

ვაკანსია უვადოა, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ განაცხადის შევსება. თუ მოგვეწონება თქვენი ვიდეო დაგიკავშირდებით.

მოთხოვნები  – ვეძებთ მათ, ვინც:

  • კარგად იცის აპლიკაციაში მითითებული, ან სხვა საგანი

  • კარგად იცის ქართული და ინგლისური

  • აქვს ქართულად მეტყველების კარგი უნარი

  • შეძლებს, არა უბრალოდ თავიდან შექმნას ვიდეო, არამედ კარგად გადმოსცეს გაკვეთილის შინაარსი (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ bit.ly/3d07kpz):

    • შეუძლია გახადოს გაკვეთილი საინტერესო მოსწავლეებისთვის.

    • შეძლებს ენერგიულად და ენთუზიაზმით თემის ახსნას.

    • გააკეთებს სწორ აქცენტებს და გამოირჩევა ჩართულობით.

ვიდეოების ამ სიაში bit.ly/KA-video-creation-tutorial არის აღწერილი შექმნის პროცესი და ამ ვიდეოში — ახსნის სტილი youtu.be/Ohu-5sVux28 (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ khanacademy.zendesk.com/hc/en-us/sections/205873648-Dubbing-and-Recreating-Videos).

პასუხისმგებლობა

თქვენ მიერ შექმნილ საგანმანათლებლო მასალას ათიათასობით ადამიანი გამოიყენებს – სკოლამდელი, სკოლის მოსწავლე, აბიტურიენტი, სტუდენტი, მასწავლებელი, სპეციალური საჭიროებების მქონე, ყველა ვისაც სწავლა სურს. ვფიქრობთ პასუხისმგებლობა ამ ადამიანების მიმართ საკმარისი მოტივაციაა სამუშაოს გულისყურით და ხარისხიანად შესრულებისათვის! 

პირობები/ანაზღაურება

  • მოქნილი გრაფიკი;

  • დისტანციური მუშაობა;

  • ჩაწერისთვის საჭირო ტექნიკის მიწოდება; მიკროფონი და სახატავი დაფა;

  • ანაზღაურება (გთხოვთ მიუთითოთ თქვენი პირობა განაცხადის შესაბამის ველში).

განაცხადი: goo.gl/forms/lwUNUFgd5U9WQlTC2

რაიმე კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ facebook.com/educaregeorgia