„ხანის აკადემიის“ ეკონომიკის ვიდეოების შემქმნელი

განაცხადის შევსების ბოლო ვადა: 11 აპრილი 2021.

ვეძებთ ეკონომიკის ვიდეოების შემქმნელს. შექმნაში იგულისხმება ხანის აკადემიის ინგლისური ვიდეოების მიხედვით ქართული ვერსიების ჩაწერა; იშვიათ შემთხვევაში გახმოვანება/დუბლირება. შექმნაში არ იგულისხმება ვიდეოს მონტაჟი; ამას სხვა აკეთებს.

ვიდეოების ამ სიაში bit.ly/KA-video-creation-tutorial არის აღწერილი შექმნის პროცესი და ამ ვიდეოში — ახსნის სტილი youtu.be/Ohu-5sVux28 (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ khanacademy.zendesk.com/hc/en-us/sections/205873648-Dubbing-and-Recreating-Videos).

ვეძებთ მას, ვინც:

  • კარგად იცის მაკრო და მიკროეკონომიკა;

  • კარგად იცის ქართული და ინგლისური;

  • აქვს ქართულად მეტყველების კარგი უნარი;

  • შეძლებს, არა უბრალოდ თავიდან შექმნას ვიდეო, არამედ კარგად გადმოსცეს გაკვეთილის შინაარსი (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ bit.ly/3d07kpz):

    • შეუძლია, გახადოს გაკვეთილი საინტერესო მოსწავლეებისთვის;

    • შეძლებს ენერგიულად და ენთუზიაზმით თემის ახსნას;

    • გააკეთებს სწორ აქცენტებს და გამოირჩევა ჩართულობით.

პასუხისმგებლობის გრძნობა

„ხანის აკადემიას“ თვეში საშუალოდ 130,000 მომხმარებელი ჰყავს. თქვენ მიერ შექმნილ საგანმანათლებლო ვიდეოებს ათიათასობით ადამიანი გამოიყენებს — სკოლის მოსწავლე, აბიტურიენტი, სტუდენტი, მასწავლებელი, სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანი… ერთი სიტყვით, ყველა, ვისაც სწავლა სურს! იმედი გვაქვს, ასეთი საპასუხისმგებლო საქმე სამუშაოს გულისყურითა და ხარისხიანად შესრულებას მოგანდომებთ.

 

პირობები/ანაზღაურება

  • მოქნილი გრაფიკი;

  • დისტანციური მუშაობა;

  • ანაზღაურება (გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი პირობა განაცხადის შესაბამის ველში);

  • ჩაწერისთვის საჭირო ტექნიკის მიწოდება; მიკროფონი და სახატავი დაფა.

განაცხადი შეავსეთ აქ: forms.gle/sJF6HFbHZw4aeHXN7

განაცხადის შევსების ბოლო ვადა: 11 აპრილი 2021.

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ Facebook- ზე facebook.com/educaregeorgia/.