EDUCARE GEORGIA-ს ვაკანსია. ვთარგმნოთ KHAN ACADEMY ერთად!

18 აპრილი 2016

პოზიცია: Khan Academy-ს მთარგმნელი

 

მოთხოვნები - ვეძებთ მათ, ვინც:

  • ძალიან კარგად იცის მათემატიკა (სასკოლო პროგრამა 12 კლასამდე. მათემატიკის, ფიზიკისა და კომპ. მეცნნიერების ბაკალავრებს მიენიჭებათ უპირატესობა).

  • ძალიან კარგად იცის ინგლისური.

  • ძალიან კარგად იცის ქართული.

  • ძალიან კარგად შეუძლია ინგლისურიდან თარგმნოს ქართულად

  • ვისაც სურს რომ ჩვენს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს წვდომა ხარისხიან განათლებაზე.

პასუხისმგებლობა

  • თქვენს მიერ ნათარგმნ საგანმანათლებლო მასალას ათიათასობით ადამიანი გამოიყენებს – სკოლამდელი, სკოლის მოსწავლე, აბიტურიენტი, სტუდენტი, მასწავლებელი, სპეციალური საჭიროებების მქონე, ყველა ვისაც სწავლა სურს.  ვფიქრობთ პასუხისმგებლობა ამ ადამიანების მიმართ საკმარისი მოტივაცია არის სამუშაოს გულისყურით და ხარისხიანად შესრულებისათვის!

მოტივაცია/ხელფასი

  • მოქნილი გრაფიკი

  • ანაზღაურება: თარგმნის წინასწარ შეთანხმებულ ნორმაზე განისაზღვრება ანაზღაურება. ერთი ნორმის ანაზღაურება არის 490 ლარი (ხელზე). თვეში შესასრულებელი ნორმების რაოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, მთარგმნელის დროისა და თარგმნის ხარისხის გათვალისწინებით.

განაცხადი

განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 30 აპრილი. შერჩევის პროცესი 2 ეტაპიანია: (აპლიკაცია და საცდელი თარგმნა)

ვთარგმნოთ KHAN ACADEMY, ერთად!

განაცხადების შემოტანა დასრულებულია !!!

13 იანვარი 2015 - ვაკანსია 2

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი, უფასო, საგანმანათლებლო რესურსი Khanacademy.org, შეგიძლია ქართულ ენაზე, ხელმისაწვდომი გახადო ყველასათვის!

ფონდის შესახებ

Educare Georgia არის საგანმანათლებლო ფონდი, რომლის მიზანია ინტერნეტის და  თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, მსოფლიო დონის განათლება საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისათვის ხელმისაწვდომი გახადოს. ფონდის ერთ ერთი მიმართულება არის ენის ბარიერის შემცირება, რომლის ფარგლებშიც დავიწყეთ პროექტი Khan Academy-ს თარგმნა ქართულ ენაზე.

პოზიცია: მე ვთარგმნი Khan Academy-ს

Khan Academy (KA) არის ღია საგანმანათლებლო რესურსი. მისი გამოყენება ყველას შეუძლია, ინდივიდულურად თუ ჯგუფურად (მაგ. სკოლაში). საიტზე არის ბევრი ვიდეო გაკვეთილი სხვადასხვა თემაზე; დაწყებული მათემატიკით და დამთვარებული ისტორიით. (დამატებითი ინფორმაცია KA-ს შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ  ამ ბლოგში და იხილოთ  ამ ვიდეო მიმოხილვაში).

ჩვენი ფონდის, ერთ-ერთი მიზანია, Khan Academy-ს გადმოქართულება. ვიდეოების დუბლირება (გახმოვანება) და საიტის თარგმნა. ასევე ამ რესურსის ცნობადობის გაზრდა და გამოყენების სწავლება (მათშორის ტრენინგების ჩატარებით პედაგოგებისთვის).

მიუხედავად იმისა რომ 700-სზე მეტი ვიდეოა თარგმნილი ქართულ ენაზე, წინ კიდევ ბევრი სამუშაოა. ამიტომ ამ ეტაპზე ჩვენი ამოცანაა ვიდეოების თარგმნის პროცესს სისტემური სახე მივცეთ. ამისთვის ვაცხადებთ ამ ვაკანსიას. რათა ვიპოვოთ ადამიანები:

  • ვისაც სჯერა რომ განათლება სიღარიბის დაძლევის და ქვეყნის განვითარების მთავარი იარაღია.

  • ვისაც სურს ყველა ქართველს ჰქონდეს წვდომა ხარისხიან განათლებაზე

  • ვისაც შეუძლია და აქვს სურვილი ხელი შეუწყოს Khan Academy-ს თარგმნას

მოვალეობები

  • გარკვეული პერიოდულობით თარგმნით 150 წუთის ხანგრძლივობის ვიდეოებს * მინიშნება: ქვემოთ (მოტივაციაში) აღნიშნული ანაზღაურების სრულ პაკეტს მიიღებთ ყოველი 150 წუთის თარგმნის შემდეგ, იქნება ეს კვირაში, თვეში თუ ორ თვეში ერთხელ. ის, ვინც ჩვენთან სისტემატურად ითანამშრომლებს და ყოველ თვე, რეგულარულად, თარგმნის მინიმუმ 150 წუთის ხანგრძლივობის ვიდეოებს, მიიღებს დამატებით ბონუსებს.

  • თარგმნით შინაარსის ზუსტად გადმოცემითა და ქართული ენის ნორმების დაცვით

  • სუბტიტრებს ქმნით KA-ს სტანდარტების დაცვით ( იხილეთ აქ მე-3 პუნქტი)

ანგარიშვალდებულება

  • (პირველ რიგში) საკუთარ თავთან

  • ადამიანებთან, ვინც ისწავლის თქვენ მიერ ნათარგმნი ვიდეოთი

  • ფონდის დონორებთან და მხარდამჭერებთან

უნარ-ჩვევები და ცოდნა

  • საკმარისი კომპეტენცია ინგლისური ენიდან ქართულ ენაზე ხარისხიანად თარგმნისთვის

  • თანამშრომლობის უნარი

  • კომპიუტერის გამოყენების ბაზისური უნარები

მოტივაცია

  • იმუშავეთ საიდანაც გნებავთ (სახლიდან, ქუჩიდან, კაფედან, დ.ა.შ)

  • მობილურის ულიმიტო პაკეტი - ზარები, სმს-ები, ინტერნეტი

  • ყოველთვიური ამანათი სტუდენტებისათვის pijonbox.com ყოველ თვე სხვადასხვა საინტერესო და მოულოდნელი საჩუქრებით: pijonbox.com/reviews

  • აუდიო წიგნების ყოველთვიური გამოწერა - audible.com

(audible.com  არის აუდიო წიგნების ყველაზე დიდი არჩევანი. მოუსმენთ წიგნებს ტელეფონში (ყურსასმენით) ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადგილას. (მოსასმენად ინტერნეტი არ გჭირდებათ)

განაცხადი

გთხოვთ გამოგვიგზავნოთ:

  1. თქვენი CV.

  2. სამოტივაციო მეილი - რატომ გსურთ ჩვენი გუნდის წევრობა.
  3. რაიმე ტექსტი ან ვიდეო თუ გაქვთ ნათარგმნი (ორიგინალიც გამოგვიგზავნეთ). 

  4. თავდაჯერებულებს გთხოვთ დარეგისტრირდეთ amara.org - ზე

განაცხადში მიუთითეთ თუ გაქვთ შემდეგი გამოცდილება:

  • მეცნიერული (მათ შორის სოციალური თუ ჰუმანიტარული) ტექსტების თარგმნის გამოცდილება

  • ვიდეოების თარგმნის და სუბტიტრების შექმნის გამოცდილება

შეგიძლიათ ეხლავე სცადოთ Khan Academy-ს რომელიმე ვიდეოს თარგმნა. ამაში, ამ დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია დაგეხმარებათ

განაცხადების მიღების ბოლო ვადა 30 იანვარი 2015. შერჩევის პროცესი 2 ეტაპიანია

 

საკონტაქტო:

rbadalyan@educaregeorgia.com

https://www.facebook.com/educaregeorgia

პოზიცია: HELP CENTER მენეჯერი და სოციალური მედია მეჯერი

განაცხადების შემოტანა დასრულებულია !!!

19 ნოემბერი 2014 - ვაკანსია 1

პოზიცია: HELP CENTER მენეჯერი და სოციალური მედია მეჯერი

ინტერნეტის განვითარებამ თანამედროვე მსოფლიოში, ახალგაზრდებს  მისცა საშუალება,  მიიღონ წვდომა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში არსებულ, განათლებასთან, ცოდნასა და გამოცდილებასთან.

Educare Georgia არის საგანმანათლებლო ფონდი, რომლის მიზანია, გავაცნოთ ქართველ ახალგაზრდებს ყველა იმ რესურსის და ონლაინ პლატფორმის შესახებ, რომლებზეც შესაძლებელია საერთაშორისო დონის განათლების მიღება და მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ლექციების მოსმენა.

ფონდი ასევე ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს ახალგაზრდებს (დისტანციური) განათლების მიღებაში მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში: Stanford, Harvard, Berkeley, Сolumbia, MIT, Princeton, Hec და სხვა. ჩვენ ვაფინანსებთ ონლაინ კურსებს, ისეთ ვებ-გვერდებზე, როგორიც არის: Coursera.com; Edx.org; Novoed.com; Udacity.com; Udemy.com დ.ა.შ

ჩვენი გუნდის წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ:

-         ვისაც სჯერა რომ განათლება სიღარიბის დაძლევის და ქვეყნის განვითარების მთავარი იარაღია.

-         ვისაც თავად სურს მიიღოს განათლება და აქვს სურვილი, დაეხმაროს სხვას მსოფლიო დონის განათლების მიღებაში.

-         ვინც უარს ამბობს მოკლევადიან გადაწყვეტილებასა და ხედვაზე, გრძელვადიანის სასიკეთოდ.

 მოვალეობები: 

·         მუდმივად ახალი, საინტერესო ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმების მოძიება.

·         განათლების მიღების მსურველთა დახმარება და მათთვის შესაბამისი პლატფორმების და კურსების მოძიებაში ხელშეწყობა.

·         ონლაინ პლატფორმების და კონკრეტული კურსების მუშაობის სპეციფიკის ახსნა მსურველთათვის და მათი “User Interface”-ში გარკვევა.

·         მიღებული განაცხადების დამუშავება და დაფინანსების მსურველებთან კომუნიკაცია.

·         დაფინანსების მსურველების კითხვებზე დაკვალიანება და ინფორმაციის გაცემა.

·         სოციალური მედიის გვერდის მართვა. 

ანგარიშვალდებულება:

·         საკუთარ თავთან

·         ყველა ადამიანთან ვინც მოგვმართავს განათლების მიღების სურვილით

·         ფონდის დონორებთან და მხარდამჭერებთან

შეზღუდვები:

·         მიუღებელია კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა.

·         ტელეფონის გათიშვა.

·         დაინტერესებული პირების უპასუხოდ დატოვება.

აუცილებელი ცოდნა/გამოცდილება:

·         ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმების (როგორც არის KhanAcademy.com, Coursera.com, Edx.org, Amara.org  და სხვა) კარგი ცოდნა და user interface-ში გათვითცნობიერებულობა.

·         გამოცდილება ანალოგიურ პლატფორმებზე კურსების გავლის.

·         ქართული და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (კითხვა და წერა).

·         Microsoft Office, განსაკუთრებით Power Point და ინტერნეტში ძებნის გამაოგნებელი უნარი. 

უნარ-ჩვევები:

·         ონლაინ პლატფორმების და ონლაინ პროდუქტების სწრაფად ათვისების უნარი (wufoo.com, google docs, google drive, dropbox, squarespace.com დ.ა.შ)

·         სწავლის მსურველთათვის დახმარების სურვილი

·         პსუხისმგებლობის გრძნობა

·         კომუნიკაციის კარგი უნარი (წერილობითი და ვერბალური)

 მოტივაცია/ანაზღაურება:

  • მობილურის ულიმიტო პაკეტი - ზარები, სმს-ები, ინტერნეტი
  • Audible.com-ის ყოველთვიური გამოწერა.

(Audible.com არის აუდიო წიგნების ყველაზე დიდი არჩევანი. მოუსმენთ წიგნებს ტელეფონში (ყურსასმენით) ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადგილას. (მოსასმენად ინტერნეტი არ გჭირდებათ)

  • Oysterbooks.com ყოველთვიური გამოწერა.

(500 000-ზე მეტ წიგნზე ულიმიტო წვდომა. იკითხეთ წიგნები ტელეფონში ან ტაბლეტზე)

  • წელიწადში 300 დოლარის ოდენობის კურსების დაფინანსება.
  • შოკოლადის სახლ „ელდორადოს“ყოველთვიური ვაუჩერი.

(ტვინის კარგი მუშაობისათვის)

  • იმუშავეთ საიდანაც გნებავთ (სახლიდან, ქუჩიდან, კაფედან, დ.ა.შ)

თუ თვლით რომ უკლებლივ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებთ, იზიარებთ ჩვენი ფონდის ხედვას და მიზანს, გინდათ მიიღოთ განათლება და აღარ ეძებთ მოტივაცია/ანაზღაურების ბლოკში ხელფასის გრაფას (ვერ იპოვით, რადგან არ არის), მოგვწერეთ:info@educaregeorgia.com  

გამოგვიგზავნეთ СV, 15 დეკემბრამდე. ასევე მეილის ტექსტში გთხოვთ მოგვწეროთ, რატომ გნებავთ ჩვენთან მუშაობა.