მისია

ტექნოლოგიურმა პროგრესმა და ინტერნეტის გავრცელებამ მსოფლიოს განათლების სისტემებში დიდი ცვლილებები გამოიწვია. ინტერნეტის მეშვეობით მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში არსებული ცოდნა და გამოცდილება ხელმისაწვდომი გახდა მილიარდობით ადამიანისათვის.

ჩვენი მისიაა, საქართველოს მოსახლეობისთვის უზრუნველვყოთ ამგვარი საგანმანათლებლო რესურსების ხელმისწვდომობა, ხელი შევუწყოთ ბარიერების დაძლევასა და საერთაშორისო დონის განათლების მიღებას, რაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებაში.