ისწავლე ნებისმიერი უცხო ენა, უფასოდ!

ქართულ ენაზე ინტერნეტის მხოლოდ 0.005%-ია. ალბათ ეს ერთი წინადადებაც საკმარისია პრობლემის დასმისთვის (დეტალები იხილეთ ქვემოთ). ამიტომ, შემდეგ საკითხზე გადავალთ – როგორ დავძლიოთ ეს პრობლემა? ამის 3 გზა არსებობს. ქართულენოვანი რესურსების შექმნა, უცხო ენის სწავლა და არსებული რესურსების თარგმნა.

ამ ტექსტში ბოლო ორზე გვექნება საუბარი, ერთი კონკრეტული სასწავლო პლატფორმის მაგალითზე. ეს არის დუოლინგო (www.duolingo.com). რატო ეს პროგრამა? ესეთი რესურსები ხომ მრავლად არის ინტერნეტში? კი ბევრია, მაგრამ ჩვენი აზრით დუოლინგო ჯობია. იმიტომ რომ ...

  1. ეფექტურია – რამდენიმე კვლევაა ჩატარებული, რომლიც მიუთითეთბს ამაზე.

  2. უფასოა – აბსოლუტურად უფასო. არანაირი freemium, 30 დღიანი საცდელი ვადა თუ სხვა რამ. რეკლამაც არ არი. (აქ ალბათ იკითხავთ „კი მაგრამ შემოსავალი საიდან აქვთ?“ ამაზე ქვემოთ)

  3. ხელმისაწვდომია – ბრაუზერიდან. ანდროიდის, აიოსის და ვინდოუსის მობილური აპლიკაციებიდან.

  4. პოპულარულია – 150 მილიონზე მეტი ადამიანი იყენებს. 2013 წლის საუკეთესო აპლიკაცია, როგორც ანდროიდის ისე ეპლის მიხედვით.

  5. სოციალურია – შეგიძლიათ მეგობრებთან ერთად ისწავლოთ.

  6. სახალისოა – ენის სასწვლო კურსი თამაშის მექანიკის ელემენტებითაა შექმნილი.

  7. მრავალფეროვანია – უსმენთ, წერთ, მეტყველევთ, უყურებთ, ირჩევთ და თანმიმდევრობით ალაგებთ. ყველა ამ აქტივობას ახორციელებთ სწავლის/თამაშის პორცესში.

  8. ინდივიდზეა მორგებული – დუოლინგოს პროგრამა მიეკუთვნება ადაპტური სწავლის (adaptive learning) ტიპის პროგრამებს.

და კიდევ ორი, ჩვენი აზრით ყველაზე მთავარი, რაზეც ცალკე დავწერ.

პირველი, ეხმიანება კითხვას – საიდან აქვთ შემოსავალი? საერთოდ, დუოლინგოს მიზანი არ არის უცხო ენის სწავლება. ამ საიტის მიზანია, შექმნას პლატფორმა სადაც ერთობლივი ძალებით (crowdsourcing) მოხდება ინტერნეტის თარგმნა ყველა ენიდან, ყველა ენაზე (დეტალები იხილეთ ამ ვიდეოში. დუოლინგოს დამფუძნებლის, ლუის ვონ ანის გამოსვლა). ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, პლატფორმაზე ატვირთოს ტექსტი (უბრალოდ ლინკის მითითებით) და დაიწყოს მისი თარგმნა. ამავდროულად ეს ტექსტი არის ღია. დუოლინგოს სხვა მომხმარებლებიც ხედავენ და მარტივად შეუძლიათ თარგმნაში მონაწილეობის მიღება. რაც შეეხება შემოსავალს. დუოლინგოს გუნდი იღებს შეკვეთებს რიგი ორგანიზაციებისგან სტატიების თარგმნაზე. ამ სტატიებს თარგმნიან დუოლინგოს მომხმარებლები. გამოდის რომ მომხმარებელი სწავლობს სტატიების თარგმნით და ამით “იხდის” დუოლინგოს გამოყენების საფასურს. მაგრამ ეს არაა სავალდებულო. თავისუფლად შეგიძლიათ, გამოიყენოთ დუოლინგოს ნებისმიერი, თუნდაც ყველა სასწავლო კურსი და ერთი წინადადებაც არ თარგმნოთ. მაგრამ ბევრი თარგმნის, და ხარისხიანად, რადგან არც CNN-ს და არც BuzzFeed-ს არ შეუწყვეტია კონტრაქტი დუოლინგოსთან. და დარწმუნებული ვარ საქართველოდანაც ბევრი თარგმნის. იმიტომ რომ მადლობელი იქნება, და იმიტომაც რომ ქართულ ენაზე ინტერნეტის მხოლოდ 0.005%-ა. გვჯერა, რომ ამ პლატფორმის გამოყენებით ბევრი ადამიანი მოიგებს.

მეორე ის არის, რომ დუოლინგოში შეგიძლია თავად შექმნა უცხო ენის სასწავლო კურსი. თუმცა ყველას არ შეუძლია კურსის შექმნა. მსურველმა უნდა დაუმტკიცოს დუოლინგოს გუნდს რომ შეუძლია ამის გაკეთება. კიდე არის საკითხები რომელთა გათვალისწინებაც საჭიროა. დეტალები კურსის შექმნაზე შეგიძლიათ იხილოთ აქ.

მაგრამ ჩვენ ამ პროგრამას ვერ ვიყენებთ ჯერ. იმის გამო რომ არავის შეუქმინია ჯერ ქართულენოვა კურსი დუოლინგოზე. თუმცა ეს ჯერ! დარწმუნებული ვართ ეხლა როცა წაიკითხეთ ეს ტექსტი მოგინდათ ან ამ პლატფორმაზე ენის სწავლა, ან რამე თქვენთვის საინტერესო ტექსტის თარგმნა ან ქართულენოვანი კურსის შექმნა. პირველ რიგში უნდა შეიქმნას ქართულენოვანი კურსი. მერე იქნება შესაძლებელი უცხო ენის სწავლაც და თარგმნაც.

რა შეიძლება გავაკეთოთ ქართულენოვანი კურსის შესაქმნელად?

მიეცით ხმა ქართული ენის დამატებას duolingo.ge 

თუ იცით უცხო ენა გამოსცადეთ რომელიმე არსებული კურსი. თავად დარწმუნდით დუოლინგოს ეფექტურაბაში.

თუ გსურთ კურსის შექმნა, გაეცანით კურსის შექმნის დეტალებს აქ. ჩვენი გუნდი აქტიურად ეძებს კომპენტენტურ ადამიანებს, ვისაც შეუძლია და რაც მთავარია უნდა შექმნას ქართულენოვანი კურსი დუოლინგოზე.

თუ გჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია, გაქვთ იდეა, გინდათ მიიღოთ მონაწილეობა პირველი ქართულენოვანი კურსის შექმნაში ან უბრალოდ გინდათ მოგვიკითხოთ – მოგვეწერეთ rbadalyan@educaregeorgia.com.

უცხო ენის ცოდნის საჭიროების შესახებ

მართლაც, ბევრ ქართველს გამოადგება ეს პროგრამა. რამდენი სკოლის მოსწავლეა, რომელიც წვალობს ერთფეროვანი წიგნების და სავარჯიშოების ისევ და ისევ გამეორებით? დუოლინგოს გამოყენება ისეთი მარტივია რომ პირველ კლასელიც შეძლებს გამოყენებას (მშობლების მეთვალყურეობით ცხადია, პირველ კლასელი ინტერნეტში მარტო არ უნდა შედიოდეს!). და ნუ გვავიწყდება რომ ყველა პირველ კლასელს აქვს კომპიუტერი, რომლითაც შეუძლია ითამაშოს დუოლინგო, არა უკაცრავად – ისწავლოს უცხო ენა (და როგორც კვლევა მიუთითებს, დუოლინგოს გამოყენებას მეტი ეფექტი აქვს დამწყებთათვის. წყარო გვ. 19 Conclusion). დუოლინგო დაეხმარება არა მარტო სკოლის მოსწავლეებს. საქართველოში ბევრმა არ იცის ინგლისური ენა. იხილეთ გრაფიკი #1

დუოლინგოზე შესაძლებელია არა მარტო ინგლისური ენის სწავლა. ქართული ენიდან, ნებისმიერი ენის სწავლა იქნება შესაძლებელი. და პირიქით, ნებისმიერი ენიდან ქართული ენის.

ამ პროგრამაზე, კიდე ბევრი კარგი რამის თქმა შეიძლება და ამავდროულად, ცხადია ის არ არის იდეალური, ამის ილუზია არ გვაქვს. თუმცა, არსებული უფასო უცხო ენის სასწავლო პროგრამების სფეროში, დუოლინგოს ყველაზე მეტი პოტენციალი აქვს საქართველოსთვის.

ველით თქვენს წერილებს :)

Educare Georgia-ს გუნდი

rbadalyan@educaregeorgia.com

P.S. ასევე სერტიფიკატს გასცემენ. ონლაინ აბარებთ, შეგიძლიათ ჩააბაროთ მობილურიდან (ანდროიდ, აიოს). სერტიფიკატის ვალიდურობაც კვლევითაა მხარდაჭერილი.

სტატიის ავტორი: რაზმიკ ბადალიანი

 

როგორ მივიღოთ განათლება დისტანციურად, ონლაინ კურსების საშუალებით ?

ინტერვიუ Educare Georgia-ს ერთ ერთ დამფუძნებელთან, გიორგი ჯიბლაძესთან.

განათლების მიღება ძალიან ბევრი ადამიანისთვის ცხოვრებაში ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.

ვის არ უოცნებია მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტში მიეღო განათლება,თუმცა ეს ბევრისთვის ოცნებად რჩება.

წლების წინ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა,რომ ამ ოცნების ასრულება სახლიდან გაუსვლელად,ინტერნეტის დახმარებით გახდებოდა შესაძლებელი.

დღესდღეობით განათლების მიღება ონლაინ რეჟიმში არის შესაძლებელი,ამისათვის კი მხოლოდ ინტერნეტი და სურვილი გახლავთ საჭირო.

მართლაც საინტერესოდ ჟღერს,თუმცა უფრო დეტალური ინფორმაციისათვის გადავწყვიტეთ  საგანმანათლებლო ფონდის, Educare Georgia–ს ერთ–ერთ დამფუძნებელ,გიორგი ჯიბლაძეს გავსაუბრებოდით.

Educare Georgia გახლავთ ორგანიზაცია,რომელიც სწორედ რომ აფინანსებს დისტანციური სწავლებით დაინტერესებულ ადამიანებს და აძლევს შანს გახდნენ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტის სტუდენტები.

რამდენად გამართლებულია ცოდნის მიღება ონლაინკურსების   საშუალებით?

–ამაზე ბევრი ბჭობა მიდის, მაგრამ რაც დრო გადის და ტექნოლოგიები იხვეწება ტრადიციული განათლების მხარდამჭერებს სულ უფრო და უფრო აკლდებათ არგუმენტები, თავისი პოზიციის დასაცავად. არსებობს ამ საკითხის პრაგმატული მხარე, თუ რამდენად ჯობია ონლაინ განათლება ტრადიციულს, მათი პლუსები და მინუსები, მაგრამ არის ასევე ძალიან გლობალური საკითხი, რომელიც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია და რასაც პრინციპში უზარმაზარი პოტენციალი აქვს, რომ რადიკალურად შეცვალოს მსოფლიო.

მოკლედ გეტყვით ჯერ გლობალურ მხარეზე.

ინტერნეტმა შექმნა სრულიად ახალი ეპოქა არა მარტო განათლებაში, არამედ საერთოდ ცოდნის გაზიარების მხრივაც. განათლება და მითუმეტეს უმაღლესი, მსოფლიოს უდიდესი ნაწილისთვის ფაქტიურად ხელმიუწვდომელია. წარმოიდგინეთ ჰარვარდის და აზიის განვითარების ბანკის კვლევის მიხედვით, მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 8 %-ს აქვს უმაღლესი განათლება.

განათლების მიღების მთავარი ბარიერი უსახსრობაა. განვითარებულ ქვეყნებში, სადაც განათლების დონე ყველაზე მაღალია, სწავლა ძალიან ძვირი ღირს. მაგალითად ამერიკაში 900 მილიარდი დოლარი სტუდენტების მიერ სასწავლო სესხია. თავად ამერიკელებსაც უჭირთ განათლების საფასურის გადახდა, საუბარი აღარაა განვითარებად ქვეყნებზე. ეს გახდა ძალიან სერიოზული პრობლემა მსოფლიოსთვის.

სწორედ აქ ხდება ონლაინ განათლება აქტუალური. მსოფლიოში 3 მილიარდამდე ინტერნეტ მომხმარებელია, ეს ნიშნავს, რომ უკვე დღეს, მსოფლიო მოსახლეობის 40 %- ზე მეტ ადამიანს აქვს შესაძლებლობა ინტერნეტის მეშვეობით მოისმინოს ლექციები და დაესწროს კლასებს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში. ამის საშუალებას დღეს ისეთი ონლაინ პლატფორმები (ვებ გვერდები) იძლევიან, როგორებიც არიან: сoursera, edx, stanford online. დ.ა.შ.  ამას გარდა ინტერნეტში შეგიძლიათ მოუსმინოთ მსოფლიოს წამყვან მოაზროვნეებს ყველა იმ სფეროში, რომელიც თქვენ გაინტერესებთ. გაიგოთ მოსაზრება და გაიზიაროთ მსოფლმხედველობა ადამიანების, რომლებსაც დიდი ალბათობით ვერასოდეს შეხვდებოდით.

განათლების მიღების ბარიერი დღეს მინიმუმამდეა დაწეული. მასშტაბები ,რომლებსაც ონლაინ განათლება იძლევა უსაზღვრო ხდება. წარმოიდგინეთ ლექცია სტენფორდის უნივერსიტეტში, რომელსაც იქ მჯდომი სტუდენტების გარდა კიდევ ერთდროულად 200 000 მდე სტუდენტი უსმენს, მსოფლიოს 30 ქვეყნიდან, დროის სხვადასხვა სარტყელში.

ახლა უფრო პრაგმატულ სხვაობებზე გადავიდეთ

უპირატესობა ონლაინ განათლებას ტრადიციულთან შედარებით ძალიან დიდი აქვს. დამტკიცებულია, რომ ხალხმრავალ აუდიტორიაში სტუდენტთა ჩართულობის, კონცენტრაციის და საერთოდ მოსწრების საშუალოზე მაღალი მაჩვენებელი აქვს მხოლოდ სტუდენტების 50 % -ს . ინდივიდუალური სწავლების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 98%-ს შეადგენს. ონლაინ კურსების დროს შესაძლებელია ბევრჯერ მოსმენა, გადახვევა, გამეორება, კარგად გააზრება. ტექნოლოგია კიდევ უფრო ხვეწს ამ პროცესს, მაგალითად ლექტორი ვიდეო ლექციისას დასვამს კითხვას და ლექცია დროებით გაჩერდება, გამოჩნდება პასუხის ჩასაწერი ველი, სადაც უკლებლივ ყველა სტუდენტი ვალდებულია თავისი პასუხი დააფიქსიროს. შედეგად ყველა სტუდენტი თანაბრად აქტიურობს. ასევე ლექციები და მასალა ბევრად უფრო მორგებულია სტუდენტის ინტერესებზე და დროც უფრო ეფექტურად იხარჯება. ზუსტად შეგიძლია მოძებნო კონკრეტული სფერო რაც გაინტერესებს და ბოლომდე ჩაეძიო მის სიღრმეში.

რაც შეეხება ონლაინ განათლების უარყოფით მხარეებს, ლექციის ინტერაქტიულობა და ჯგუფური მუშაობა აქ ნაკლებია, თუმცა ტექნოლოგიების საშუალებით ამ მინუსების აღმოფხვრაც იწყება. თითოეულ ონლაინ კურსს საკმაოდ საინტერესო სადისკუსიო ჯგუფები ჰყავს, სადაც სტუდენტს შეუძლია კონკრეტულ საკითხზე მონახოს თანამოაზრე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც მცირე აუდიტორიაში შესაძლოა საერთოდ ვერ იპოვოს. სადისკუსიო ჯგუფში სადაც შესაძლოა 10 000 მდე სტუდენტი იმყოფებოდეს, სტუდენტის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხი, საშუალოდ 22 წუთში გაეცემა, დღე–ღამის რა დროც არ უნდა იყოს.

ონლაინ განათლების უარყოფით მხარედ ასევე შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ ლექციების შემდეგ ვერ ხერხდება სტუდენტების დროის ერთად გატარება და პირადი ურთიერთობა, თუმცა საბოლოო ჯამში მასშტაბები, რასაც ონლაინ განათლება აღწევს, ამ მინუსებს ნამდვილად გადაწონის.

მნიშვნელოვანია შევეხოთ შეფასების სისტემას. როგორ შეიძლება შეაფასო 100 000 სტუდენტის მოსწრება? დღეს ამის შეფასება უკვე ხდება ტექნოლოგიების საშუალებით, რომელზეც დასავლეთში დიდი სამეცნიერო ჯგუფები მუშაობენ. ექსპერტები განათლების სფეროდან, პროგრამისტები, მათემატიკოსები დ.ა.შ  ერთ-ერთი გარღვევა იყო ეკოსისტემის შექმნა, სადაც 10 000-ობით სტუდენტს ერთმანეთის შეფასება შეუძლია. კვლევებმა და გამოთვლებმა აჩვენეს, რომ დიდი რაოდენობის სტუდენტების შეფასებამ იდეალური შედეგები გამოავლინა, გადახრა უმნიშვნელოა და შედეგები სრულიად ადეკვატურია მათ რეალურ მოსწრებასთან. ამგვარი მიმართულებები დღითიდღე კიდევ უფრო ვითარდება, ამიტომ საბოლოო ჯამში ტექნოლოგიების დამსახურებით ონლაინ განათლების უარყოითი მხარეები მინიმუმამდე დადის.

ფაქტია რომ განათლების სისტემა მთლიანად შეიცვლება მომავალში, ეს გარდაუვალია. ინტერნეტის დამსახურებით თავად სისტემა კიდევ უფრო დაიხვეწება და უფრო ეფექტური გახდება ვიდრე დღეს. დღეს უნივერსიტეტები ონლაინ კურსების მეშვეობით აგროვებენ ნებისმიერ სტატისტიკას: თითოეული ღილაკის დაჭერის რაოდენობა, პროფესიების პოპულარობა, აფასებენ 100 000–ობით სტუდენტის შედეგებს და მოსწრებას, შესაბამისად უფრო ზუსტად და სწრაფად იგებენ რა მუშაობს და რა არ მუშაობს, რა მეთოდს აქვს ეფექტი და რას არა. სისტემა ძალიან სწრაფად იხვეწება.

მოკლედ რომ გითხრათ, ამ ყველაფრის  გამო მსოფლიო იცვლება არნახული ტემპებით და ჩვენი ქვეყანაც ამას უნდა აჰყვეს, იმისათვის რომ ღირსეული წევრები გავხდეთ თანამედროვე მსოფლიოსი. წარმოიდგინეთ რა ცოდნა და გამოცდილებაა დაგროვილი განვითარებულ ქვეყნებში და ახლა ამის შეცნობა და გაზიარება უკვე მსოფლიოს უდიდეს ნაწილს შეუძლია, მათ შორის ჩვენც.

–რამდენად აპრობირებულია საქართველოში ონლაინ კურსების მოხმარება?

–აპრობირებული ჯერ ჯერობით არ არის, ხალხს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია მათი არსებობის შესახებ, სწორედ ეს არის ჩვენი ფონდის, EducareGeorgia-ს ერთ-ერთი მიზანი რომ ეს გავაგებინოთ ახალგაზრდებს. თუმცა საკმაოდ ბევრი აპლიკაცია შემოგვდის კურსების დაფინანსებაზე, რაც იმას ნიშნავს რომ ეს მიმართულება პოპულარული ხდება. ბევრს ესმის რომ, ის ცოდნა და გამოცდილება რაც განვითარებულ ქვეყნებში არის, ჩვენ საგანმანათლებლო სფეროში ჯერ სრულად ვერ აღწევს და ვისაც პროფესიული განვითარება უნდა, მათთვის ეს იდეალური გზაა. მნიშვნელოვანი პრობლემაა ასევე ენის ბარიერი. კურსები უცხო ენაზეა, ძირითადად ინგლისურად, ამიტომ ჩვენი ერთ-ერთი მიზანი ისიც არის რომ უცხო ენის უკეთ შესწავლაში შევუწყოთ ხელი და ასევე გარკვეული მასალა ქართულად ვთარგმნოთ.

–რა ტიპის სეგმენტზეა გათვლილი ონლაინ კურსები? (მოსწავლე,სტუდენტი…)

–ჩვენი სეგმენტი პრინციპში ნებისმიერი ადამიანია ვისაც სურვილი აქვს რომ ისწავლოს. გასაგებია რომ ძირითადად ახალგაზრდები არიან ჩვენი აპლიკანტები, თუმცა ჩვენ ყველას დავუჭერთ მხარს. უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე  და ფლობდეს იმ ენას, რა ენაზეც სურს კურსის გავლა. დანარჩენს კი ვაფასებთ შევსებული აპლიკაციისა და რეკომენდაციების მიხედვით.

–რამდენად პერსპექტიულია ონლაინ კურსებზე მიღებული სერტიფიკატი სამსახურის მაძიებელთათვის?

–მიუხედავად იმისა ,რომ დამსაქმებელმა შესაძლოა არ იცოდეს ბევრი, ასეთი ტიპის განათლების შესახებ, როდესაც ხედავს cv- ში რომ კანდიდატს ჰარვარდის, იელის და პრინსტონის კურსები აქვს თავის სფეროში გავლილი, დარწმუნებული ვარ დიდ როლს ითამაშებს გადაწყვეტილების მიღებაში.

პრობლემა ის არის, რომ უფასო კურსების გავლისას დიპლომს არ იძლევიან, იძლევიან მხოლოდ კურსის გავლის დამადასტურელელ სერტიფიკატებს. ამით უნივერისტეტები ჯერ–ჯერობით ტრადიციულ სისტემას ინარჩუნებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი შემოსავალს დაკარგავენ.

თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი აზრით, მომავალში დიპლომი ამდენად მნიშვნელოვანი აღარ იქნება. მე. როგორც დამსაქმებელს, მჭირდება კადრი და არა დიპლომი.

ამერიკაში მაგალითად უკვე ძალიან ბევრ სფეროში დიპლომი არავის აინტერესებს, მაგალითად კომპიუტერულ პროგრამირებაში. საერთოდ გარკვეულ სფეროებში იმდენად განვითარდა ადამიანის უნარების შეფასების მექანიზმი, რომ თავისუფლად ადგენენ ვის რა შეუძლია. კერძო მეწარმეობის (entrepreneurship) განვითარებამ საერთოდ დაანგრია დიპლომების სტერეოტიპი. მაგალითისათვის დიპლომი არ ჰქონდა სტივ ჯობს, ბილ გეითს, მარკ ცუკერბერგს და მრავალ სხვას. თუმცა მმართველურ პოზიციაზე დაქირავებულ თანამშრომლად აყვანის პროცესში, დიპლომი ჯერ–ჯერობით მაინც გადამწყვეტ როლს თამაშობს.

–გვიამბეთ თქვენი პროგრამის შესახებ

–ეს პროექტი კერძო ადამინების ინიციატივაა და დონორებიც ჯერ–ჯერობით ძირითადად კერძო პირები არიან, რომლებსაც სჯერა რომ განათლება ყველაზე ძლიერი იარაღია ქვეყნის განვითარებისა და ეკონომიკური კეთილდღეობისათვის.

გული გვწყდებოდა რომ ამხელა საგანმანათლებლო რესურსი ხელმისაწვდომი იყო ინტერნეტში და ქართველ ახალგაზრდებს არ ჰქონდათ საკმარისი ინფორმაცია.

EducareGeorgia-ს მიზანია, რომ გავაცნოთ ქართველ ახალგაზრდებს განათლების ყველა ის შესაძლებლობა, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ. გვინდა, რომ ხელი შევუწყოთ მათ საერთაშორისო დონის განათლების მიღებაში, რაც ნამდვილად მნივნელოვან როლს შეასრულებს მათ და საზოგადოების განვითარებაში.

ასევე ჩვენ ფინანსურ მხარდაჭერას ვთავაზობთ ახალგაზრდებს ონლაინ განათლების მიღებაში. ჩვენ ვაფინანსებთ ონლაინ კურსებს, ისეთ ვებ-გვერდებზე, როგორებიცაა: Coursera.com; Edx.org; Novoed.com; Udacity.com;Udemy.com და სხვა. ამ გვერდებზე განლაგებულია კურსები მსოფლიოს საუკეთესო უნივერისტეტებიდან: Stanford, Harvard, Berkeley, Сolumbia, MIT, Princeton, Hec დ.ა.შ. ხელმისაწვდომია ძალიან დიდი საგანმანათლებლო რესურსი ნებისმიერი პროფესიისათვის. 2000-ზე მეტი ლექციათა კურსი, 100-ზე მეტი მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტიდან და 30–ზე მეტი პროფესია.

კურსების უმრავლესობა უფასოა, თუმცა სერტიფიკატის აღების მსურველთათვის  სერთიფიკატი ფასიანია. ასევე მრავლად არის ფასიანი კურსები. აღნიშნული კურსების გავლა და სერტიფიკატების მოპოვება ახალგაზრდებს დაეხმარება ცოდნის გაღრმავებასა და კარიერულ წინსვლაში.

ჩვენი ფონდი უზრუნველყოფს კურსების და სერტიფიკატის ღირებულების დაფინანსებას.

მომავალში ვაპირებთ რომ გარკევეული საგანმანათლებლო ვიდეო მასალა ვთარგმნოთ, გვინდა ასევე ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს უცხო ენების სწავლებაში. ერთ–ერთ პროექტს ამ თემაზე ვამუშავებთ საინტერესო კომპანიასთან, Worddive.com თან. ეს პირველი საერთაშორისო პლატფორმაა, რომელზეც შესაძლებელია 11 ენის სწავლა ქართულ ენოვანი მომხმარებლებისათვის.

–რა შემთხვევაში ხდება ონლაინ კურსების მონაწილის დაფინანსება?

–ნებისმიერ მსურველს შეუძლია აპლიკაციის შემოტანა. სასურველია, რომ აპლიკაციის ყველა კითხვაზე პასუხი იყოს გაცემული. უმჯობესია მიგვითითონ ლექტორები ან დამსაქმებლები, რომლებიც გაუწევენ რეკომენდაციას. რამდენიმე ღია ველია, სადაც უნდა ჩაწერონ მიზეზები, რატომ უნდა ვარჩიოთ მათი კანდიდატურა ნაცვლად სხვისა დ.ა.შ ჯერ–ჯერობით უმეტესობა აპლიკანტებისა დავაკმაყოფილეთ. დეტალური პირობების ნახვა შესაძლებელია ჩვენ ვებ გვერდზე educaregeorgia.com

–როგორ და ვის შეუძლია განაცხადის გაკეთება დაფინანსების მოპოვების თაობაზე?

–როგორც გითხარით განაცხადის გაკეთება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. განაცხადი არის მოთავსებული ჩვენს ვებ გვერდზე, educaregeorgia.com და ფეისბუქ გვერდზეhttps://www.facebook.com/educaregeorgia . 5 სამუშაო დღის განმავლობაში აპლიკანტი ჩვენგან მიიღებს პასუხს დაფინანსდება თუ არა და დაფინანსების რა ფორმას მიიღებს.

და ბოლოს მინდა რომ გითხრათ:

განათლება ყველაზე ძლიერი იარაღია სიღარიბის აღმოფხვრისა და ქვეყნის განვითარებისათვის. განვითარებულ სამყაროს ეს კარგად ესმის. გადამწყვეტია, რომ ეს კარგად გვესმოდეს საქართველოშიც. ეს გრძელვადიანია, ეს პროცესია და მუშაობა  არის დასაწყები დღეს !!!

ამ საგანმანათლებლო მასალის უფასო მოწოდებით მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს და უნივერსიტეტებს უზარმაზარი წვლილი შეაქვთ კაცობრიობის განვითარებაში. ცოდნის გაზიარება ალბათ ყველაზე დიდი ქველმოქმედება და სიკეთეა, რაც ადამიანს შეუძლია რომ გააკეთოს!

 

ინტერვიუ მოამზადა  სალომე აფციაურმა 

წყარო: სასკოლო კვლევების ცენტრი;   www.rcs.ge/?p=1169# 

სწავლის მითი: რატომ არასდროს ვეტყვი ჩემს შვილს, რომ ჭკვიანია

ავტორი: სალმან ხანი (Salman Khan), Khan Academy-ის დამფუძნებელი

growth mindset - განვითარების (ზრდის) მსოფლმხედველობა, fixed mindset - უცვლელობის მსოფლმხედველობა

ჩემმა 5 წლის ვაჟმა ახლახან დაიწყო კითხვა. ყოველ საღამოს მის ლოგინზე ვწვებით და პატარა წიგნს მიკითხავს. ადრე თუ გვიან, ისეთი სიტყვა შეხვდება, რომლის წაკითხვა უძნელდება: გუშინ საღამოს ეს სიტყვა იყო “მადლიერებით.” ერთწუთიანი წვალების შემდეგ, გაუმკლავდა მაინც. და თქვა “მამა, ხომ მოგეწონა, როგორ გავუმკლავდი ამ სიტყვას? მგონი ვიგრძენი ტვინი როგორ მეზრდება.” გამეღიმა: ჩემი ბიჭი გამოხატავდა “განვითარების მსოფლმხედველობის” ნიშნებს. მაგრამ ეს შემთხვევით არ მომხდარა. დიდი ხანი არაა, რაც პრაქტიკაში ვიყენებ კვლევებს, რომლებსაც ბოლო რამდენიმე წელია ვკითხულობ. და გადავწყვიტე, მაშინ კი არ შევაქო შვილი, როცა ისეთი რამ გამოსდის რაშიც უკვე ძლიერია, არამედ როცა ძალისხმევას არ იშურებს რთულ საქმეებზე. მე ვუთხარი, რომ რაც უფრო მეტ ძალისხმევას ხარჯავ, მით უფრო იზრდება ტვინი. სწავლისადმი დამოკიდებულების უამრავი კვლევების და ამ პირადი გამოცდილების გათვალისწინებით, ისე ვარ დარწმუნებული როგორც არასდროს, რომ დამოკიდებულებას სწავლისადმი შეიძლება მეტი მნიშვენლობა ჰქონდეს, ვიდრე იმას რასაც ვასწავლით.

მკლევარებისთვის არც თუ ისე ახალია, რომ ტვინი კუნთივითაა; რაც უფრო მეტად იყენებ მას, მით უფრო იზრდება. მათ აღმოაჩინეს, რომ ნერვული კავშირები ყველაზე მეტად მაშინ ყალიბდება და ღრმავდება, როცა შეცდომებს ვუშვებთ რთული ამოცანის შესრულებისას, ვიდრე მაშინ, როცა ისევ და ისევ წარმატებებს ვაღწევთ მარტივი ამოცანებით. ეს გულისხმობს რომ ჩვენი ინტელექტი არ არის ხისტი: და მისი ზრდის საუკეთესო საშუალებაა, შევეჭიდოთ  ამოცანებს რომლებიც ძალისხმევას მოითხოვს და შეიძლება არც გამოგვივიდეს.

თუმცა ამას ყველა არ აცნობიერებს. დოქტორი ქეროლ დვეკი (Dr. Carol Dweck) სტენფორდის უნივერსიტეტიდან ათწლეულების მანძილზე იკვლევს ადამიანების დისპოზიციებს სწავლის მიმართ. მან აღმოაჩინა, რომ ადამინების უმეტესობას ორიდან ერთ-ერთი მსოფმხედველობა ახასიათებთ: უცვლელობის ან განვიათების. უცვლელობის მსოფმხედველობის მქონენი შეცდომით თვლიან, რომ ადამიანი ან ჭკვიანია ან - არა; ინტელექტი გენეტიკითაა განპირობებული. და ადამიანები განვითარების მსოფმხედველობით სწორად თვლიან, რომ უნარების და ინტელექტის გაზრდა შეიძლება ძალისხმევით, ბრძოლით და მარცხით. დვეკმა აღმოჩინა, რომ უცვლელობის მსოფმხედველობის მქონეთ ჰქონდათ ტენდეცია, მიმართონ ენერგია ისეთ ამოცანებზე სადაც წარმატების მაღალი შანსი აქვთ და თავი აარიდონ ამოცანებს, სადაც შეიძლება ძალიხმევა დასჭირდეთ, რაც ზღუდავდა მათ სწავლას. მაშინ, როცა განვიათარების მსოფმხედველობის ადამინები იღებდნენ გამოწვევბს და ესმოდათ რომ შეუპოვრობამ და ძალისხმევამ შეუძლია გავლენა იქონის სწვლის შედეგებზე. ადვილი მისახვედრია, რომ ამ მეორე ჯგუფთან ამგვარი დისპოზიცია კორელირებდა უფრო აქტიურ წინსვლასთან და ინტელექტუალურ ზრდასთან.

კარგი ამბავი ის არის, რომ დისპოზიციები სწავლებადია; ისინი პლასიტიურია. რაც მართლა შთამბეჭდავია ის არის, რომ დვეკმა და სხვა მეცნიერებმა შეიმუშავეს ტექნიკები რომელსაც ეძახიან “განვითარების მსოფმხედველობის ინტერვენციებს”, რომელთაც აჩვენეს, რომ თუნდაც პატარა ცვლილებებს კომუნიკაციაში ან ერთი შეხედვით უწყინარ კომენტარებს შეიძლება ჰქონდეთ საკმაოდ ხანგრძლივი გავლენა პიროვნების დისპოზიციაზე. მაგალითად, შექება აქტიობისთვის (“მართლა მომწონს როგორ უმკლავდები ამ ამოცანას”) და არა თანდაყოლილი ნიშან-თვისების თუ ტალანტის  (“შენ ძალიან ჩკვიანი ხარ!”) არის ზრდის დისპოზიციის განმტკიცების ერთ-ერთი გზა. აქტიობის შექება ძალისხმევის მნიშვნელობას უსვამს ხაზს; ნიჭის მიხედვით შექება, აძლიერებს წარმოდგენას, რომ ადამიანი აღწევს წარმატებას (ან ვერ აღწევს) გამომდინარე ფიქსირებული მახასიათებლებიდან. ჩვენ ეს Khan Academy-ზეც გვინახავს: მოსწავლეები უფრო მეტ დროს უთმობენ სწავლას Khan Academy-ში, მას შემდეგ რაც იღებენ შექებას შეუპოვრობის და სიმტკიცისთვის, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ ტვინი კუნთივითაა.

მე მართლა მინდა ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის დაწყება, განვიხილოთ რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ, როგორც საზოგადოებას რათა დავეხმაროთ ადამიანებს ზრდის მსოფმხედეველობის განვითარებაში. პრინციპში, ინტერნერნეტი  არის ასრულებული ოცნება ადამიანისთვის ვისაც აქვს ზრდის დისპოზიცია. Khan Academy-სთან, ღია ონლაინ კურსებთან ერთად არის უპრეცენდენტო წვდომა უსასრულო რაოდენობის მასალებზე, რომელიც დაგეხმარება ინტელქტის განვითარებაში. თუმცა, საზოგადოება ბოლომდე ვერ გამოიყენებს ამ რესურსებს, თუ განვითარების მსოფმხედველობა არ იქნება უფრო ფართოდ გავრცელებული. ამიტომ, რა იქნება თუ  აქტიურად ვეცდებით ამის გაკეთება? რა იქნება, თუ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას რაც ჩვენს ხელთ არის, რათა განვუვითაროთ ზრდის დისპოზიცია ყველას, ვისზეც გული შეგვტკივა? ეს უფრო მეტია ვიდრე Khan Academy ან ალგებრა. ეს გამოიხატება თქვენს ურთიერთობაში შვილებთან, როგორ მუშაობთ სამსახურში კოლექტივთან, როგორ სწავლობთ ახალ ენას ან მუსიკალურ ინსტრუმენტს. თუ საზოგადოება, როგორც მთლიანი უფრო მეტ მნიშვნელობას მიანიჭებს სწავლის ძალისხმევას, ადამიანის გლობალური პოტენციალისთვის ამას შეიძლება უსასრულო მნიშვნელობა ჰქონდეს.

ახლა თქვენთვის სიურპრიზი მაქ. უბრალოდ ამ სტატიის კითხვით, თქვენ განვითარების მსოფმხედველობის ინტერვენციის პირველი ნახევარი უკვე გაიარეთ. კვლევა აჩვენებს, რომ უბრალოდ კვლევის შედეგების გაგებით, მაგალითად იმის ცოდნით, რომ ტვინი იზრდება მეტადრე მაშინ როცა შეცდომებს ვუშვებთ, ვიდრე როცა რაღაც გამოგვდის, შეიძლება დაიწყოს ადამიანის მსოფმხედველობის ცვლილება. ინტერევენციის მეორე ნაწილი თქვენთვის იქნება კვლევის შედეგების სხვებისთვის გაზიარება. ჩვენ გადავიღეთ ვიდეო (იხილეთ ზევით) რომელშიც აღვნიშნავთ ძალისხმევის მნიშვნელობას სწავლისთვის; ეს დაგეხმარებათ სხვებისთვის ამ ცოდნის გაზიარებაში. და ბოლოს, როცა ჩემი ბიჭი, ან თუნდაც, ნებისმიერი სხვა ადამიანი მკითხავს სწავლაზე, მე მინდა მათ იცოდნენ მხოლოდ ერთი რამ. მანამ, სანამ ითვალისწინებენ ძალისხმევას და შეცდომებს, მათ შეუძლიათ ნებისმიერი რამ ისწავლონ.

 

წყარო: The Learning Myth: Why I'll Never Tell My Son He's Smart

მთარგმნელები: რაზმიკ ბადალიანი, ირაკლი ქავთარაძე

გამოქვეყნებულია mastsavlebeli.ge-ზე